4 აგვისტო
ნახევრად მძინარე თვალებით ლოგინიდან წამოვდექი და მზერა ბარბექიუსთვის სამზადისით გართულ ხალხზე შევაჩერე, დაახლოებით ერთ საათში უზარმაზარი ეზო, აუზის ირგვლივ, ხალხით იქნება სავსე. ამჯერად ნამდვილად არ მქონდა იმის თავი რომ სადმე წავსულიყავი წვეულებისაგან თავის დასაღწევად ამიტომაც უბრალოდ ოთახში ჯდომა გადავწყვიტე, ხალხი ნელ-ნელა მოდიოდა, მე კი ფანჯრის რაფაზე, ხელებ შემოწყობილი ვაკვირდებოდი, ცოტნე ბაღის კუთხეში მაყალთან იდგა და მწვადებს კარდონის ნაგლეჯს უქროლებდა, ამ დროს ვიღაც გოგო მიუახლოვდა, ბებიაჩემის ძროხასავით იტყლარწებოდა, ჯერ ხო ხელი დაადო მხარზე, მერე ლამის წელზე შეახტა.
-ფლირტი გამიგია მაგრამ ეს რა ჯანდაბაა. -უზარმაზარ ბაღის ერთ წერტილს მივჩერებოდი, ბრაზი შიგნიდან მაწვებოდა.
-კარგი ეს არ ეშვება, მაგრამ იმ იდიოტმა მაინც უთხრას რამე, არა შეხედე, როგორ უღიმის. რა უსირცხვილოდ უღიმის, მე შენ განახებ ცოტნე დარჩიძე როგორ უნდა უკრიჭო გოგონებს
კბილები. -კარადიდან "ზე" გამომწვევი კაბა გამოვიღე, მაკიაჟი გავიკეთე, მოკლედ რომ ვთქვათ თავი წვეულების ყველაზე სექსუალურ გოგოდ ვაქციე და ბაღში გავედი, ლილე და ცოტნე გაკვრივებულები შემომცქეროდნენ, პირველად დამინახეს ამ წვეულებაზე, არც ეგონათ რომ ჩემს დროს ბარბექიუსთვის პრანჭვაში გავფლანგავდი. ბატონ ცოტნეს არც კი შემოუხედავს, სად ეცალა, იმ გოგოს უღიმოდა რაც ძალა და ღონე ჰქონდა. არც კი ვიცოდი რა მაბრაზებდა, თუმცა ეს უნდა მექნა, ისე შესციცინებდნენ თვალებში ერთმანეთს ვეღარ გავუძელი, მივუახლოვდი და გოგოს წინ გადავეფარე.
-ცოტნე როგორ ხარ? -ვუთხარი და არ ვიმჩნევდი რომ ჩემს უკან ვინმე იდგა.
-რადა არ გაიწევი?
-ვუი ძვირფასო, ვერ შეგამჩნიე, თუ ჩემს მეგობართან ამაო ფლირტს მორჩი შეგიძლია დაგვტოვო. -ამაყი მზერით და საყვარელი გოგონას ღიმილით შევცქეროდი.
-უკაცრავად, რა მითხარი?
-რაც გაიგე ძვირფასო. მოიცა შენ კიდევ აქ ხარ? -ამის თქმა და მისი უკან მოუხედავად გაქცევა ერთი იყო.
-რადა რას აკეთებ? -მისი სახე სიმწრის ღიმილს მოეცვა.
-რას ვაკეთებ ძვირფასო? -შევიცხადიე.
-ღმერთო რადა. -თავზე ხელი შემოირტყა და კარდონის ქნევა
განაგრძო. -მეც კმაყოფილი სახით დავუბრუნდი მეგობრებს.
-რა გაუკეთე იმ გოგოს
ისეთი? -სიცილ-ხარხარით მითხრა ლილემ.
-არაფერი ისეთი, თავისი ადგილი მივუჩინე. არა რა, დღეს გმირი ბიჭის როლი მოირგო, გადამარჩინა ახლა კი ვიღაც გოგოებს ეფლირტავება.
-რადა.
-რა რადა? ვანახებ როგორ უნდა გოგოებთან კრიჭვა, მივიდეს ეხა და ეფოციცოს კიდე, იდიოტი.
-რადათქო.
-რა გინდა? მოიცა კიდევ მივა ვინმე, გადავაყლაპებ მაგ შამფურებს. -ამ დროს უკნიდან ჩახველება მესმის.
-ჩემს უკან დგას არა? -იმედგაცრუებული სახით ვკითხე ლილეს.
-კი რადა. -უკან შევტრიალდი, ისევ კმაყოფილი სახით შემომცქერის.
-ანუ შამფურები უნდა გადამაყლაპო?
-ისა....-და როგორც ყოველთვის ენა გადავყლაპე.
-ბრაზი მოთოკე საყვარელო
ბრაზი. -გამიღიმა და ადგილს დაუბრუნდა, ღმერთო რა სირცხვილია.
-ლილე, შენ მაინც არ უნდა გეთქვა უკან რომ მედგა?
-მოიცა, არ გითხარი?
-უუფ ჯანდაბა. -ვთქვი და ხელები ჩამოვყარე. ბარმენთან მივედი და სკამზე ჩამოვჯექი.
-რამე დამისხი.
-რამე ანუ?
-რამე ანუ რაც გინდა. -აზრზე არ ვარ რა დავლიე, თუმცა იმ წამსვე მთელს ორგანიზმს ალი მოეკიდა.
-კიდევ ერთი. -ვუთხარი და წამში გადავკარი. აი ასე "შემომელია" ცხრა ჭიქა, იქნებ ოცდაცხრა იყო, რავიცი, სად მქონდა დათვლის თავი. ამასობაში ცოტნეც მომადგა.
-მგონი ზედმეტი მოგივიდა, წავედით, ოთახამდე მიგაცილებ.
-რა შენი საქმეა? თუ მინდა სამ ამდენს დავლევ. -ვუთხარი და ჩემს წინ დაწყობილ დაცარიელებულ ჭიქებს შევავლე თვალი.
-ზუსტადაც ჩემი საქმეა, ადექი.
-არ ავდგები. -დავიჟინე.
-რადა ადექი მეთქი.
-არ ავდგები, ძალით წამათრევ?
-ზუსტად მაგას ვაპირებდი. -მტკიცედ გამიღიმა, ხელი დამავლო და სკამიდან ამაყენა, როდესაც მიხვდა რომ ასე ვერაფერს გახდებოდა ამწია და ზურგზე "შემომგდო". როგორც ამბობენ თუ გოგო არ გიჯერებს აიღე და დადგიო. ნაპირზე ამოყვანილი თევზივით ვფართხალებდი, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.
-ისევ ჩემი მხსნელი ხარ ხო? -ძლივ-
ძლივობით გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-როგორც ვხვდები მთელი ცხოვრება მომიწევს. -საბანი გადამაფარა და ოთახიდან გავიდა.
5 აგვისტო.
თავის ტკივილმა გამომაფხიზლა, სარკეში ჩავიხედე, საკუთარმა ჩალურჯებულმა თვალებმა დამაბრთხეს. დილის შვიდი საათი იქნებოდა, გადავწყვიტე რადგან ამ დროს ყველას სძინავს უხმაუროდ გავალ სახლიდან, ჯერ ლილესთან წავალ, გავაღვიძებ და შემდეგ ცოტას წავიშოპინგებთთქო. კარი ატირებულმა ლილემ გამიღო, თვალებში ცრემლების გუბე ჩასდგომოდა.
-რა გჭირს ძვირფასო? -აღელვებულმა ვუთხარი.
-როგორც ყოველთვის ოჯახური პრობლემები. შემოდი. -შინ შევედი, სკამზე დავჯექი და მის დამშვიდებას შევეცადე.
-ახლა რაღა მოხდა? მოსული იყო?
-კი, და როგორც ყოველთვის ფული მომთხოვა. -ლილეს დედა სამი წლის წინ ვიღაც მილიონერს გაჰყვა ცოლად, მას შემდეგ მისგან არაფერი ისმის. მამამისი კი იმდენს სვამს მალე ალკოჰოლად იქცევა, სასმელის ფული რომ შემოაკლდება ლილეს აკითხავს, ფულს თხოვს, რომ არ აძლევს მთელ სახლში მთელს არაფერს ტოვებს, აი ისე როგორც ახლა, ყველაფერი ძირში ყრია.
-აღარ შემიძლია უკვე, ოჯახი? ნეტავ ამ სიტყვის მნიშვნელობა მაინც გამეგო ოდესმე.
-დამშვიდდი ლუ, ოჯახი სისხლით კავშირი არ არის, ოჯახი ის ადამიანებია რომლებიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებენ, ისინი ვინც სითბოსა და სიყვარულს გინაწილებენ, ოჯახი ის არის ვისაც ირჩევ.
-თუ ასეა მე შენ გირჩევ რადა. -მითხრა, მჭიდროდ შემომეხვია და ქვითინი განაგრძო.
-ლუ იდეა მაქვს, არ გინდა რამდენიმე დღით ქობულეთში წავიდეთ? გახსოვს ის ფსიქოთერაპევტი? მამაჩემის აგარაკზე მიამბო, ისედაც ვაპირებდი წასვლას, ერთად წავიდეთ.
-კარგი იდეაა, როდის წავიდეთ?
-დღესვე წავიდეთ, რამდენიმე დღე დავრჩეთ, ჯაბას გავაბრთხილებ.
განზე გავედი და ჯაბას დავურეკე, განტვირთვა და ზოგი ადამიანისაგან დასვენება აშკარად მჭირდებოდა.
-ჯაბა, როგორ ხარ?
-კარგად ძვირფასო, შენ?
-მეც კარგად, რამდენიმე დღით ქობულეთი ვაპირებ ჩასვლას.
-ქობულეთში რა გინდა?
-მამას აგარაკზე გავიგე, ვიფიქრე კარგი ინებოდა თუ იქაურობას ვნახავდი, ლილეც გამომყვება, მხოლოდ რამდენიმე დღე შევყოვნდებით.
-კარგი ძვირფასო. სახლში გნახავ. -ლუს დავემშვიდობე და ვუთხარი რომ საღამოს მივკითხავდი მანამდე კი ტანსაცმელები ჩაელაგებინა. სახლში წავედი, შინ ჯაბა დამხვდა. ჩავეხუტე, ოთახში ავედი და ტანსაცმელები ჩავალაგე. დიდი ჩემოდანი ხელში მოვიმარჯვე და ძლივ-ძლივობით ჩამოვაგორე კიბეებზე. გარეთ ჯაბა დამხვდა, ვემშვიდობებოდი როდესაც ჩემოდნით ხელში, ცოტნე გამოვიდა სახლიდან.
-ვაუ ცოტნე? სახლი იპოვე თუ სად მიდიხარ?
-არ ვიცი, შენ მიპასუხე, ქობულეთში მივდივართ ხო? -ამის გაგება და ჩემი სახის შეცვლა ერთი იყო.
-რას ნიშნავს მივდივართ? ჯაბა ეს რას ბოდავს? -ამჯერად ჯაბას მივუბრუნდი იმ იმედით რომ რამე ცოტნეს ნათქვამის საწინააღმდეგოს მეტყოდა.
-ძვირფასო რა იცი რა მოხდება, მარტო გოგონებს ვერ გაგიშვებთ, ცოტნეც წამოვა რომ თავი უფრო მშვიდად
ვიგრძნო. -არა მომესმა ხო? მგონი ამ ადამიანის მოშორება არ მეღირსება.
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romance"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"