თავი 8

486 39 47
                                    

1 აგვისტო
დილის შვიდი საათი იქნებოდა როდესაც თვალები გავახილე, ფრენამდე ჯერ ადრე იყო ამიტომაც პლიაჟზე გასეირნება და უკანასკნელი ნაკვალების დატოვება გადავწყვიტე ქვიშაზე. დენის გაუჩინარება მეტად უცნაურად მეჩვენა, არ დავიწყებ გულნატკენი გოგონას როლის თამაშს. თავი შემაყვარა და წავიდა მეთქი, ეს რა თქმა უნდა დიდი ტყუილი იქნება, უბრალოდ მასთან ეს უბრალო ურთიერთობა კარგად მაგრძნობინებდა თავს და არ მეგონა თუ დაუმშვიდობებლად წავიდოდა.
-ჯანდაბა, რატო ფიქრობ, წავიდა და წავიდეს, ჯანდაბაშიც გზა ჰქონია.
მიუხედავად იმისა რომ ჰავაიზე წამოსვლის შემდეგ არც თუ ისე ბევრი კარგის მომსწრე გავხდი და სწორედ ჰავაი იქცა ჩემს კოშმარად, ჩემმა რაღაც ნაწილმა ამ ადგილთან დიდი კავშირი დაამყარა. უამრავ ქვეყანასა თუ ქალაქში მიმოგზაურია, არაერთი კუნძული მინახავს, თუმცა ერთადერთი ადგილი იყო რომელმაც ჩემში დიდი შიში აღძვრა, მინდოდა ეს შიში დამემარცხებინა და ამას სხვაგან ვერ მოვახერხებდი. მალევე სანდროს შეტყობინება მივიღე.
სანდრო: რადა, დღეს ბრუნდები ხო?❤
მე: კი, პირველისთვის მოვფრინავ😄
სანდრო: გამოგივლი, თათას და ჯაბასაც ვუთხარი უკვე რომ მე მოგაკითხავდი😜
მე: საუკეთესო ხარ😚
სანდრო: ვიცი ვიცი, აქ რომლისთვის იქნები?
მე: წესით ექვსის მერე.
სანდრო: კაი, შენს სამსახურში ვარ😂
ნუ მოკლედ, სანდრო ერთ-ერთი საუკეთესოა საუკეთესოთა შორის, რამდენიმე წელია რაც ვიცნობ, იდეალური ადამიანია და ყოველთვის მზად არის დამეხმაროს, გარდა ამისა დათას საუკეთესო მეგობარია. მიუხედავად იმ დანებისა რომელიც დათას პირდაპირ გულში ჩავარჭე სანდროს უარი მაინც არ უთქვამს ჩემზე. ალბათ ერთადერთი იდეალური ბიჭია მათ შორის ვისაც შევხვედრივარ.
***
საათს დავხედე და მივხვდი რომ უკვე დრო იყო, მოვემზადე, და ნომრიდან გავედი, ყველას დავემშვიდობე ვისაც კი ვიცნობდი და აეროპორტისკენ გავეშურე. თვითმფრინავს ვუახლოვდებოდი, ძალიან ნელი ნაბიჯებით, არ ვიცი რატომ, თუმცა იმედი მქონდა რომ უცებ დენი გამოჩნდებოდა და რამე ისეთს მეტყოდა რაც აქ დარჩენას მაიძულებდა. ვიცი რაღაც სისულელეებს ვროშავ, მაგრამ ეს მჭირდებოდა, ძალიან მჭირდებოდა. სანამ თვითმფრინავში ავიდოდი უკანასკნელი ფოტო გადავიღე ჰავაიზე. კვლავ ვიდექი და ულამაზეს კუნძულს ერთი წერტილიდან შევცქეროდი. საბოლოოდ ჩემი ადგილი დავიკავე, ყურსასმენები გავიკეთე და მთელი ხუთი საათის განმავლობაში წიგნს ვკითხულობდი, ეს ერთგვარი ტრადიციაა, ყოველი ფრენისას თავიდან ვკითხულობ ჯეინ ოსტინის "სიამაყე და ცრურწმენა" და ყოველ ჯერზე მეცვლება შთაბეჭდილება.
საქართველოს დროიდ 17:49 ანუ თითქმის ერთი საათია რაც სანდრო მელოდება. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ რომ ახლა მის ახალ ჯიპზე მიყრდობილი მე მელოდება და გოგონების უკანალზე თვალის დევნებით გაჰყავს დრო. კიდევ ერთი შტრიხი, სანდრო სასტიკად ბაბნიკია. ჩემი ჩემოდანი ავიღე და როგორც გითხარით, სანდრო, მისი ჯიპი და აქეთ იქით ცეცებისაგან გადაღლილი თვალები რომლებიც ჩემს დანახვაზე გაბრწყინდენ. ჩემსკენ წამოვიდა, ჩამეხუტა, ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
-კარგი ხო დამსვი. -ოცდათორმეტივე კბილის გამოჩენის შემდეგ ვუთხარი.
-მომნატრებიხარ ხო იცი შენ.
-კი კი ვიცი, და ჩემს პირად მძღოლად როდის მერე იქეცი? -დაინტერესებული თვალებით შევხედე.
-შანსი არ გავუშვი ხელიდან რომ შენი თავგადასავლების შესახებ პირველი მე გამეგო. ასე რომ დაიწყე.
-არანაირი თავგადასავლები არ
ყოფილა. -მოიცა ახლა მე სანდრო მოვატყუე?
-გისმენთქო.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად. -სინამდვილეში მართლაც ძალიან მინდოდა ვინმესთვის მომეყოლა ეს ყველაფერი და ამგვარად დიდი ტვირტი მომეხსნა.
-ნუ მოკლედ, მეორე ღამესვე ლამის ვიღაცის ლოგინში ამოვყავი თავი და ერთმა ტიპმა გადამარჩინა, შემდეგ ნივთები მომპარეს, კამერა ტელეფონი და ჩემი კოლიე, ეგეც დავიბრუნე, და კიდევ, ჩემს წინ ვიღაცამ ქალი მოკლა, ახლა კი საკუთარ სიზმრებში დანით ხელში სერიული მკვლელი
დამსდევს. -რატომღაც შვება ვერ ვიგრძენი
-ჯანდაბა რადა კარგად ხარ?
-ამ ყველაფრის გამოკლებით კი, ძალიან კარგად ვარ.
-რაღაცას გკითხავ. -არც კი ვიცოდი ეს უნდა მეკითხა თუ არა.
-კი დათა კარგადაა. -ალბათ მიეჩვია, გამომეტყველებით ხვდება უკვე რომ კითხვა დათაზე უნდა დამესვა.
-ჩემზე რამე ხომ არ უთქვამს?
-არა, არ საუბრობს შენზე. აი მოვედით.
-არ შემოხვალ?
-არა რად, მეჩქარება, ხვალ გამოგივლით შენ და ლუს, სადმე წავიდეთ.
-კაი.
კარებზე დავაკაკუნე, თათამ გამიღო. მხოლოდ მათი თბილი დახვედრის გამო ღირდა წასვლა, მთელი ამ წლების განმავლობაში წამითაც კი არ მიფიქრია რომ მე მათი ნაწილი არ ვიყავი, უფრო სწორად ისინი არ მაძლევდნენ საშუალებას რომ ასე მეფიქრა. სავახშმოდ თათამ თითქმის ყველა ჩემი საყვარელი კერძი მოამზადა.
-რადა ძვირფასო, ჩემი გარდაცვლილი დის მეუღლე ხომ გახსოვს?
-კი როგორ არა. -თათას და სამი წლის წინ გულის მანკით გარდაიცვალა.
-თიქმის ათი დღის წინ ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა, ცოტნეს შევთავაზე აქ გადმოსულიყო საცხოვრებლად სანამ შესაფერის სახლს იპოვიდა.
-ვიზიარებ თათა, და ცოტნე ვინ არის?
-ჩემი დისშვილი.
-არ მეგონა დისშვილი თუ გყავდა.
-აქამდე საზღვარგარეთ სწავლობდა, ბოლო წელი უნდა რომ აქ დაამთავროს.
-ძალიანაც კარგი. -ახლა ვიღაც ცოტნეღა მაკლდა.
-დედა, როდის ჩამოდის? -თაკოც მალევე ჩაერთო საუბარში.
-ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე დღეში.
ერთი სული მქონდა საუბარი დაესრულებინათ რომ ოთახში ავსულიყავი და სამუდამოდ დამეძინა. საბედნიეროდ ეს მალე მოხდა, ბარგი არც კი ამოვალაგე ისე დავწექი, ჯერ ცხრაა საათიც არ იქნებოდა. ამდროს სიცილი გაისმის და ვხვდები რომ ეს ბოხი ხმა პირველად არ მესმის. გამუდმებით იმეორებდა "აქაც მოგაგენი" ყურებზე ხელი ავიფარე და ვცდილობდი ამ შინაგან ხმას გავმკლავებოდი. ოთახშითათა და ჯაბა ამოვარდნენ.
-ძვირფასო კარგად ხარ?
-კი უბრალოდ ცუდი სიზმარი დამესიზმრა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი, შეგიძლიათ
გახვიდეთ. -ყურსასმენები გავიკეთე ამან კი მშვიდად ძილის საშუალება მომცა.
ვიცი რომ არც თუ ისე დიდი და ინტერესით აღსავსე თავია თუმც შემდეგ თავს ამგვარად შესავალი გავუკეთე😂 შემდეგს დღესვე დავდებ😊❤

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now