თავი 24

322 24 11
                                    

ლილესთან ავდივარ, კიბეებზე ნაზად მივაბიჯებ და ვცდილობ ჩემი საქციელი ყველანაირად გავამართლო. მშობლების მაგივრიბა გამიწიეს მე კი მივემგზავრები და ოთახში მოკლე წერილს ვუტოვებ.
"დავბრუნდები, ბედნიერი ვარ, შეყვარებული ვარ"
მოთბინებას ვიკრებ და კარზე ვაკაკუნებ, ლილე მიღებს და ხელებს მჭიდროდ მახვევს.
-დარწმუნებული ხარ? -ყურში ჩამჩურჩულებს.
-სრულიად. -იცით რა არის ყველაზე უცნაური? ჩემს სიტყვებში არცერთი პროცენტით მეპარებოდა ეჭვი. უმიზეზოდ ვიყავი მასში დარწმუნებული.
-ხოდა მაშინ წადი, ის გააკეთე რაც ბედნიერს გაგხდის. სანდრო და ცოტნე შიგნით გელოდებიან.
სანდროს გადავეხვიე, ცოტნეს თავდაჯერებულად ჩავხედე თვალებში, ხელი ჩავჭიდე და კარი მოვიხურეთ. ნაზად ვაბიჯებდი თითოეულ საფეხურს. განვიცდიდი, ვიფიქრე ისინი შემიძულებდნენ, დამივიწყებდნენ,ნუთუ დამშვიდობების ღირსადაც კი არ ჩავთვალე? ეს ჩემს ცხოვრებაში გადაგმული პირველი დიდი ნაბიჯი იყო და იმედი მქონდა რომ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე რომ გულისთვის მომესმინა, ყურადღებით ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ ის ბედნიერი იყო, შეყვარებულიც. გაქცევაზე არასდროს მიფიქრია, არასდროს ვყოფილვარ ადამიანი რომელიც სირთულეებს გაურბის, თუმცა ყველაფერი იცვლება, ახლა ჩემს მანქანაში ვზივართ, ცოტნე ცალი ხელით საჭეს მართავს, მეორე ხელი ჩემთვის მჭიდროდ აქვს ჩაჭიდებული, თვალებ ვხუჭავ და გონებაში ოცნების კოშკებს ვაგებ, მასთან გატარებულ თითოელ წამს წარმოვიდგენ. შემდეგ კვლავ ვახელ და ვეკითხები:
-რას გავაკეთებთ ჰავაიზე?
-შენ ფოტოების გადაღებას დაიწყებ, მე კადრში გაგეჩხირები ხოლმე.
-კარგად ჟღერს, კიდევ?
-სახლს ვიქირავებთ ოკეანესთან ახლოს, დილაობით სადილს მოგართმევ ხოლმე, გვერდით წითელი ვარდით.
-ყოველთვის ასე იქნება? არ მოგბეზრდება?
-კი, ყოველთვის ასე იქნება და არასოდეს მომბეზრდება შენი მოვლა, არც შენი უმიზეზო წუწუნი მომბეზრდება.
-ასე ძალიან გიყვარვარ?
-იმაზე ძალიან ვიდრე გგონია, იმაზე მეტად ვიდრე ადამიანს
შეუძლია. -რაღაც განსაკუთრებულს მძენდა მისი სიტყვები, ჩემში არსებულ სიცარიელეს ავსებდა, მეც მავსებდა. და დიახ, თვალები ყველაფერს ამბობენ მისი თვალებისთვის კი მე ვიყავი ერთადერთი რისი დანახვაც სურდა. მის თვალებში სინათლე ენთო, თუმცა მოულოდნელად ყველაფერი იცვლება, აღარაფერი მესმის, მხოლოდ ცოტნეს დიდ წაბლისფერ თვალებს ვხედავ. ვგრძნობ როგორ გვეჯახება რაღაც დიდი ძალით, წამიერად თავდაყირა ავღმოჩნდით, ჩემს ყურამდე მხოლოდ და მხოლოდ ცოტნეს ძლივს წარმოთქმული სიტყვები აღწევდა.
-მუდამ და სამუდამოდ მეყვარები რადა.
-მუდამ და სამუდამოდ. -ვიმეორებ მის სიტყვებს. ამის შემდეგ ჩემი თვალები სიბნელემ მოიცვა, სხეული კი ტკივილმა.

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now