თავი 11

511 44 16
                                    

  4 აგვისტო
  ფანჯრიდან შემოჭრილმა მზის სხივებმა თვალების გახელა მაიძულეს, წამოვდექი და ფანჯრის რაფას დავეყრდენი, ოთახის ამ მხრიდან ეზოში დადგმული, ბარბექიუსთვის განკუთვნილი ნივთები მოჩანდა რომელიც ამ საღამოსთვის იყო განკუთვნილი, თაკო აგვისტოს დასაწყისში მუდამ მართავს ბარბექიუ ფართის სადაც მთელი სკოლა იკრიბება, ასე ვთქვათ ჩვენი სკოლისთვის ეს მნიშვნელოვნად სახალისო დღეა რომელსაც არასდროს ვესწრები და მაქსიმალურად ადრე გავრბივარ სახლიდან. ბაღის ამ ნაწილს თვალი მოვაშორე და აუზი შევათვალიერე, თუმცა მზერა ვეღარ მოვწყვიტე, დიდი აუზიდან შორტების ამარა ცოტნე ამოვიდა, კადრი ასე ძალიან რატომ შენელდა? თითქოს წუთში ერთ ნაბიჯს დგამდა, თვალებზე ხელი გადავიკარი და გამოფხიზლება ვცადე. მალევე თათამ სასაუზმოდ დამიძახა და შენელებული კადრი ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. ვეებერთელა კარადიდან უბრალო ტანსაცმელი შევარჩიე და ქვევით ჩავედი. კიბეებზე ცოტნე შემეჯახა, ხალათის ამარა იყო, ესიც შეხსნილი ჰქონდა და წელს ზემოთ გაშიშვლებული იყო.
     -წინ იყურე. -ვუთხარი და ვცდილობდი მზერა მის დაკუნთულ სხეულს ამერიდებინა.
     -დილიდან ცუდ ხასიათზე ხარ ძვირფასო, ასე ვინ გაგაბრაზა?
     -გაიწიე თუ არ გინდა რომ ჯავრი შენზე ვიყარო. -ხმაში სიმკაცრე მეპარებოდა, როდესაც მივხვდი რომ გზის დათმობას არ აპირებდა მარჯვნივ გავიწიე, მაგრამ ჩვენი მსვლელობები ერთმანეთს დაემთხვა, მარცხნივ თუმცა ისევ ჩემს წინ აიტუზა, ამის შემდეგ ხელი ძლიერად დავავლე და მისი გზიდან მოშორება ვცადე როდესაც ჩემი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები კიბის ორ საფეხურს შორის გაიჭედა. ორი წამიც და დავეცემოდი, ცოტნეს რომ არ დავეჭირე, მის ხელებზე ვიყავი გაწოლილი ჩემს ზემოთ კი თაღივით ცოტნეს გულ-მკერდი იყო გადაშლილი, წამოდგომა ვცადე როდესაც მივხვდი რომ ჩემი ფეხი ჯერ კიდევ საფეხურებს შორის იყო გაჭედილი.
   -არ გაინძრე. -მითხრა და ფეხის გამოღებაში დამეხმარა.
   -არაფრის, დარწმუნებული ვარ მადლობის თქმას ისედაც არ აპირებდი მაგრამ მაინც. -ცინიკურად მითხრა და გვერდი ჩამიარა. მეც ოთახში ავირბინე და  ფეხსაცმლის ჩაცმა დავაპირე როდესაც ლილემ მომწერა რომ ნახევარ საათში ჩემთან იქნებოდა და საცურაო კოსტიუმით დავხვედრილიყავი. მეც ჩავიცვი და თხელი, შიფონის ხალათი გადმოვიცვი სილამაზისთვის რომელიც სრულიად ლანდავდა. შლიაპა დავიხურე და ოთახის კარები გავაღე, მე და ცოტნე ერთად გამოვედით, ხელში ტელეფონი მოვიმარჯვე, ყურსასმენები გავიკეთე და გავითამაშე თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი.
   -ხო ძვირფასო.
   -არა საყვარელო, ახლა არ მცალია.
   -მეც მომენატრე სიცოცხლევ.
   -კარგი გულო, საღამოს შევხვდეთ.
   -შეხვედრამდე. -მანამ დავასრულე სანამ ზედმეტად შევიჭრებოდი როლში, ამ დროს ცოტნეს კვლავ უცნაურად ჩაეღიმა, ახლა რაღა უნდა?
   -შენი ყურსასმენები შეერთების გარეშეც მუშაობს? -ეს მითხრა თუ არა ტელეფონს დავხედე, ჯანდაბა რადა, ასეთი დაუკვირვებელი როგორხარ, სირცხვილით რომელ კედელზე მერტყა თავი აღარ ვიცოდი, ცოტნემ კი მკაფიო ღიმილი სახეზე შეიშრო და გვერდი ამიარა. აუზთან მივედი და შეზლონგზე დავწექი, ლილეც მალე მოვიდა, ცოტახანი ვიწექით და ვირუჯებოდით. შემდეგ დასარეკად გავიდა და მითხრა რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა, წყალში ჩავხტი და ცურვა დავიწყე როდესაც თვალწინ კვლავ საზარელი სურათი გადამეშალა, ფეხებსა და ხელებს ვეღარ ვამოძრავებდი, მას ვხედავდი, შავებში გამოწყობილ კაცს, ჩემს დახრჩობას ცდილობდა, ვგრძნობდი როგორ შევწყვიტე სუნთქვა და ჩემი მხედველობა სიბნელემ მოიცვა, ყველაფერი გაშავდა, არსაიდან ნაცნობი ხმა მესმის და გონებაში ექოსავით მეორდება, თვალი გავახილე თუ არა, პირველი რაც დავინახე დიდი წაბლისფერი თვალები იყო, შფოთვისგან გუგები გადიდებოდა.
   -რადა კარგად ხარ? -
   -ცოტნე ის აქ არის, მე...ის მე მახრჩობდა...ჩემს მოკვლას ცდილობდა.
   -რადა დამშვიდდი, აქ არავინაა, ის შენი წარმოსახვის ნაწილია. -დროთა განმავლობაში ის უბრალოდ ცუდი მოგონებიდან, ჩემი ცხოვრების დიდ შავ ლაქად იქცა, არსაიდან ჩნდებოდა და ჩემში ღრმად ჩამარხულ შიშებს კვლავ აღვიძებდა.
   ცოტნემ პირსახოცი შემომაფარა და ოთახში ამიყვანა. შიშისგან კანკალს ვერ ვწყვეტდი, საწოლზე დამაწვინა, საბანი გადმომაფარა და გვერდით მომიჯდა.
    -როგორ ხარ?
    -მგონი უკეთ.
    -რაღაცას გთხოვ, დამპირდი რომ შემისრულებ თხოვნას.
     -გისმენ.
     -ფსიქოლოგთან მიდი, უბრალოდ ადამიანი გჭირდება ვინც შიშის დაძლევაში დაგეხმარება.
     -ფსიქოლოგი არ მჭირდება, არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ ხელები წამერთვა უეცრად და ცურვა ვეღარ შევძელი.
     -რადა ორივემ კარგად ვიცით რომ ეს სიმართლე არ არის, ორი წუთის წინ სხვა აზრზე იყავი, იმას გააკეთებ რაც გითხრარი, წინააღმდეგ შემთხვევაში თათა და ჯაბაზე მომიწევს ყველაფრის თქმა.
     -და ჩემზე როდის მერე ნერვიულობ? რა მნიშვნელობა აქვს დავიხრჩობი თუ პანიკა მომკლავს, დაიკიდე და ვსიო, შემდეგში ნუღარ გადამარჩენ.
     -აქვს. აღარ გთხოვ, ეს ბრძანებაა. ახლა კი დაისვენე. -რატომ ვანაღვლებ, როდესაც დაინახა რომ ვიხრჩობოდი გვერდი ჩაერა უბრალოდ, რატომ გადამარჩინა.
   როგორც ჩანს ლუს ოჯახის წევრებმა დაურეკეს ამიტომაც მოუწია წასვლა. მალე სანდრო მოვიდა.
     -ლამაზო კარგად ხარ? ლუმ მითხრა რომ ცუდად იყავი, თვითონ გაქცევა მოუწია და მე მთხოვა მოსვლა.
     -კი კარგად ვარ, არ იყო მოსვლა საჭირო.
     -რა დაგემართა?
     -ცურვისას პანიკური შეტევა დამეწყო, ლამის დავიხრჩე. -წვრილმანები აღარ ვუთხარი.
     -ვუი რადა. -მითხრა და ჩამეხუტა. ამ დროს ოთახში ცოტნე შემოვიდა.
     -ხელის შეშლა არ მინდოდა, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ იყავი. -როდესაც ოთახში შემოვიდა და ეს სურათი დაინახა სახე შეეცვალა, მივხვდი რომ ყველაფერი სხვანაირად გაიგო და სანდროს ხელი გავუშვი.
      -კი კარგად ვარ. სანდრო ეს ცოტნეა, თათას დისშვილი, ეს კი სანდროა ჩემი უახლოესი მეგობარი. -ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ამის შემდეგ ცოტნე ოთახიდან გავიდა.
      -თქვენს შორის რა ხდება? -ეჭვიანი თვალებით შემომხედა სანდრომ.
      -არაფერი, რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა აქ.
      -გაწუხებს?
      -არა, რა უნდა შემაწუხოს, უბრალოდ აინტერესებდა როგორ ვიყავი.
      -მაშინ კარგი, ახლა წავალ, საღამოს წვეულებაზე განახავ.
      -კარგი, ნახვამდის.
ცოტა დამაგვიანდა დადება ასე რომ ბოდიშს გიხდით😬 შთაბეჭდილებები გამიზიარეთ😚❤

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now