თავი 20

398 31 1
                                    

09:00
თვალებს ვახელ და ორ დიდ წრეს ვხედავ, ორ დიდ წაბლისფერ
წრეს რომლებიც სიამოვნებით მაკვირდებოდნენ, რთული იყო არ გაგემახვილებინა ყურადღება მის ნაკვთებზე. როდესაც გავიაზრე რომ ცოტნემ მთელი ღამე ჩემს გვერდით გაატარა დავიმორცხვესავით და ადგომა დავაპირე.
-არ წახვიდე. მინდა კიდევ დიდხანს გიყურო. -ამის მოსმენა ჩემთვის მეტად უჩვეულო აღმოჩნდა, ეს უბრალო სიტყვებიც კი დიდ სიამოვნებას მგვრიდნენ. თავიდან გავუღიმე, შემდეგ ბალიში ვესროლე და მისი აყენება ვცადე.
-ადექი თუ არ გინდა რომ შიმშილით მოკვდე. -ვუთხარი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში შევედი და ფანქეიქების მზადება დავიწყე. მალე ცოტნეც ჩამოვიდა, სამზარეულოში, სკამზე დაჩდა, თავი მკლავზე დაიდო და ისე მიცქერდა მეგონა რაიმე ღირშესანიშნაობით ტკბებოდა.
-რას აკეთებ? -ბოლოს ვეღარ მოვითბინე და ვკითხე.
-გიყურებ და ვტკბები. თვალს წყალს ვალევინებ.
-ნუ სულელობ, ადექი ხელპირი დაიბანე. -ვუთხარი და ფანქეიქები თეფშზე დავაწყვე, ზედ თაფლი მოვასხი და მოცვი დავაწყვე. ნახევარი საათის შემდეგ დაშოშმინებულები მისაღებში დავესვენეთ.
-უკვე მეხუთე დღეა აქ ვართ, მგონი გადავავიწყდით, მალე საჭმელიც დაგვიმთავრდება, მგონი შეთქმულება მოაწყვეს ჩვენს მოსაკლავად. შიმშილით სიკვდილი მშვენიერი საბაბია.
-ნუ სულელობ რადა😂მოვლენ, არ მგონი აქ განწირულები დაგვტოვონ, თანაც არც თუ ისე ცუდია აქ შენთან ერთად ყოფნა.
-როგორც ჩანს საკმარისად ვერ გაგაწვალე.
-იცი დედაჩემს მაგონებ ხოლმე, შენი გულწრფელი ღიმილით.
-სამწუხაროა რომ ის აქ არ არის.
-რას ვიზამთ, ღმერთმა ასე ისურვა. დარწმუნებული ვარ ქეთათო და ირაკლი იამაყებდნენ შენით.
-არ ვიცი, ალბათ.
-რადა ის არ უნდა დაადანაშაულო, უბრალოდ უნდოდა შენთვის კარგი ცხოვრება შეექმნა, ჩათვალა რომ თათა და ჯაბა შენთვის უკეთეს ოჯახურ გარემოს შეგიქმნიდნენ.
-უკვე აღარც ვიცი რა გავაკეთო, თან ვბრაზობ მასზე, ნუთუ იმდენად სუსტი აღმოჩნდა რომ მისი გატეხილი გულის გამო ორი მშობლის გარეშე დამტოვა, თუმცა შემდეგ მისი წერილები მახსენდება, წერილები სადაც ჩემს მიმართ სიყვარულზე მესაუბრება, იმაზე თუ როგორ უნდოდა ჩემთვის კარგი დედობა გაეწია...არ ვიცი, ვცდილობ ამას გამართლება მოვუძებნო და საკუთარი თავი ვანუგეშო.
-რადა შენ ძლიერი ხარ, ძალიან ძლიერი, არასდროს დაივიწყო ეს. რაც შეეხება დედაშენს მას მართლაც ძალიან უყვარდი, უბრალოდ არის რაღაცეები რასაც გამართლება აქვს.
-იმედი მაქვს ასეა...გმადლობ რომ მომისმინე, ოთახში ავალ.
-არ არის მადლობა საჭირო, როცა მოგინდება აქ ვარ.
გავუღიმე და ოთახში ავედი. თითქმის მთელი დღის განმავლობაში არ გამოვსულვარ, საკუთარ ნაჭუჭში ჩავიმალე და უმიზეზოდ აღარ მინდოდა გამოღწევა. თერთმეტი იქნებოდა საათი როდესაც უცნაური ხმა შემომესმა, ფანჯრიდან გავიხედე, ცოტნე ჩემს ფანჯარას ქვებს უშენდა.
-რას აკეთებ?
-ჩამოდი.
-ცნობისთვის, მაგის სათქმელად უფრო ცივილიზებული გზებიც არსებობს.
-გელოდები.
-კარგი ხო მოვდივარ. -პლედი შემოვიხვიე და ოთახიდან გავედი. კიბეები ნათურებით იყო მორთული. ნათებას გავყევი და ბოლოს ცოტნესაც მივაგენი.
-ღმერთო, აქაურობა ულამაზესია.

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now