15 ივლისი
გაგიკვირდებათ და დილით მშვენიერ განწყობაზე გავიღვიძე, თვალის გახელისთანავე არ ამომტივტივებია გუშინდელი ღამე ასე, რომ უბედურების მიზეზი მანამ არ მქონდა სანამ ოდნავ ტვინს გავანძრევდი.
-კარგად გეძინა ლამაზო? -მთქნარება შემაწყვეტინა ვიღაცამ.
-აქ რა ჯანდაბა გინდა? ახლავე გაეთრია, არ იცი რომ თინეიჯერი გოგონას ოთახში დაუკაკუნებლად არ უნდა
შემოხვიდე? -თავი ვინ ჰგონია? ისე ატუზულიყო ჩემს წინ თითქოს ჩემს კიარა მის ნომერში ვიყავით.
-მე უკეთესი იდეა მაქვს, პირველ რიგში დილამშვიდობისა რადა, არაფრის რომ გუშინ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ვიღაც ტიპთან არ დაგტოვე, ასევე შეგახსენებ რომ 2 წუთით გვიან რომ მოვსულიყავი სავარაუდოდ ამწამს შენს დროს თავის კედელზე რტყმაში გაატარებდი, რადგან ვიღაც ტიპმა ნარკოტიკი ჩაგიყარა და შენც გაუაზრებლად და უყოყმანოდ ჩაუგორდი ლოგინში. -ჯანდაბა, გაიხსენე რადა მიდი, დავაწყოთ აზრები, გუშინ კლუბში ვიყავი, დავთვერი, უფროსწორად მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ვიყავი, შემდეგ იმ იდიოტმა ხელი დამავლო, მეორე იდიოტმა კი გადამარჩინა, მშვენიერია რადა ყოჩაღ, ჯანდაბა ასე ძალიან როგორ გამოვშტერდი.
-და ახლა მადლობას ელი
ჩემგან? -ცივად ვუთხარი.
-რეალურად არ ველი, ისედაც ცხადია რა უმადურიც ხარ, ახლა კი ჩაიცვი და წადი, ისედაც ცუდად მეძინა, მთელი ღამის განმავლობაში ხან ფეხებს მიქნევდი და ხან ისე მეწებებოდი თითქოს მე თაფლი ვიყავი შენ კი ფუტკარი.
-მოიცა ჩავიცვა? ან გეწებებოდი? ერთ საწოლზე გვეძინა? -ტანზე დავიხედე, მისი ტანსაცმელი მეცვა, ჯანდაბა, ოღონდ ეს არა.
-დენ შეგიძლია გამაბედნიერო და მითხრა რომ ტანსაცმელი ჩემით გამოვიცვალე? -ვიმედვნებდი რომ ეს მართლაც ასე იყო.
-ბოდიში ლამაზო მაგრამ თვალს ძლივს ახელდი ასე რომ ტანსაცმელი მე
ჩაგაცვი. -ჯანდაბა ჯანდაბა და ჯანდაბა.
-მოიცა ახლა რავქნა პირდაპირ გაგინო თუ ჯერ რამე გამოგიქნიო და ლანძღვა გინება ბოლოსთვის
შემოვინახო? -ქართულად ვუთხარი, რა თქმა უნდა ეს იმიტომ ვუთხარი რომ მაინც ვერ გაიგებდა.
-რა მითხარი? ვერ გავიგე.
-რა გითხარი და დროის მანქანა მომიტანე რომ თორმეტი საათით უკან დავბრუნდე მეთქი.
-კარგი ნუ ღელავ, გამოგაღვიძე და შენით ჩაიცვი ტანსაცმელი. მე მდივანზე მეძინა ასე რომ ნერვიულობის მიზეზი არ გაქვს, ეგეთი ცუდიც არ ვარ რომ შენი მდგომარეობა გამომეყენებინა. -წესით მადლობა უნდა გადამეხადა, თუმცა ეს არ ვქენი, ვიცი რომ ზედმეტად სულელი და უმადური ვარ, მაგრამ რას ვიზამთ.
-ტელეფონი და კამერა?
-შენი ნივთები მისაღებშია, შეგიძლია აქ გამოიცვალო, სააბაზანოში შევალ, დამელოდე მალე გამოვალ.
-და რატომ უნდა დაგელოდო?
-იმიტომ რომ ერთად ვისაუზმოთ.
-არა მადლობა.
-არც მიკითხავს, თანაც ჩემთან ვალში ხარ.
-და ამის შემდეგ თავს დამანებებ?
-და შენ გინდა რომ თავი
დაგანებო? -სიმართლე გითხრათ ამის გაგებაზე შევყოყმანდი, თუმცა არა რომ მეპასუხა ჩემი პრინციოებისთვის უნდა გადამებიჯებინა.
-რათქმა უნდა არ მინდა რომ თავი დამანებო. -ეს ქართულად თორე მის გასაგონად რა თქმა უნდა არ ვიტყოდი.
-რომ არ მდომოდა არ გკითხავდი, ახლა კი შედი სააბაზანოში რომ სწრაფად გამოვიცვალო, სწრაფად ვისაუზმოთ და შესაბამისად სწრაფად
დაგაღწიო თავი. - სააბაზანოში შევიდა თუ არა ლუს დავურეკე. ვერ ვითბენ რაღაცას რომ არ ვუყვები ხოლმე, ძირითადად სულ ერთად ვართ და მოყოლა არ მიწევს.
-როგორ ხარ ლუ?
-კარგად შენ?
-ეჰჰ, დავიწყო?
-დაბრქვი.
-ანუ გუშინ კლუბში წავედი, მერე ვიღაცამ ფლირტი გამიბა, კოქტეილში ნარკოტიკი ჩამიყარა, მოკლედ რომ გითხრა დენმა გადამარჩინა თორე ეხა იმ ტიპის ლოგინში ვიწვებოდი.
-გამოვიცნობ, შენც შენი უმადური მხარე არ აწყენინე და მადლობაც არ გადაგიხდია. ხო ასეა?
-ნუუ....
-ნუ სულელობ, 4 დღეა მანდ ხარ და უკვე ორჯერ გადაგარჩინა, მადლობა მაინც გადაუხადე, როგორ შეგიძლია ასეთი ცივი იყო.
-ანუ მადლობა უნდა გადავუხადო?
-აბა მან უნდა გადაგიხადოს?
-ჰო კაი კაი, ჩავიცმევ სანამ სააბაზანოდან გამოვა.
-ოქეი.
დიდი დრო არ დამჭირდა მოსამზადებლად, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და წყლის დასალევად სამზარეულოში გავედი და ჭიქის ძებნა დავიწყე.
-მაღლა დევს, მეორე თაროზე. -უკან მივიხედე და წელს ქვემოდ პირსახოც შემოხვეული დენი დავინახე.
-ჯანდაბა. -ვთქვი და უკან შევბრუნდი.
-რა მოხდა?
-ღმერთო რა
სექსუალურია. -ქართულად ჩავიბუტბუტე.
-თავი შენს სახლში ხომ არ გგონია? ჩაიცვი. -ისე ვუთხარი რომ მისკენ არც კი მიმიხედავს, ნუ სინამდვილეში მინდოდა გამეხედა მაგრამ......
-სახლის რა გითხრა ძვირფასო, მაგრამ ჩემს ნომერში ვარ ასე რომ მოგიწევს ამიტანო.
-შეგიძლია საქმე შემიმსუბუქო და სწრაფად ჩაიცვა?
-რათქმაუნდა. -თქვა და პირსახოცის მოხსნა და ჩემს წინ ჩაცმა დაიწყო, საბედნიეროდ დროზე მოვასწარი შემობრუნება.
-ჯანდაბა რას აკეთებ?
-საქმეს გიმსუბუქებ და სწრაფად ვიცმევ.
-ღმერთო ეგ არ მიგულისხმია.
-შეგიძლია შემობრუნდე.
-არა გმადლობთ. -იდიოტი.
-ვიგულისხმე რომ უკვე ჩავიცვი და შეგიძლია შემობრუნდე.
-შეგიძლია ერთი წუთით მაინც არ იყო იდიოტი?
-ოქეი ვეცდები. და წავიდეთ?
-წავიდეთ. -უახლოეს კაფეში დავჯექით.
*****
-დენ მადლობა, ყველაფრისთვის.
-არაფრის, მივეჩვიე შენს გადარჩენას.
-ნუ ტრაბახობ, ერთი ორჯერს სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდი და ეგაა.
-დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ ავღმოჩნდები სწორ დროს სწორ ადგილას.
-ნუ სარგებლობ იმით რომ მადლობა გადაგიხადე. -ვიღაცას მიშტერებოდა, თითქოს არც კი ესმოდა ჩემი ხმა.
-რამე მითხარი?
-ვის მიაშტერდი?
-იმ გოგოს.
-მაინც არ შემოგხედავს, შეყვარებული ყავს.
-საიდან იცი?
-რავიცი უბრალოდ ვივარაუდე, შეგიძლია გადაამოწმო. -ამის თქმა და მისი ადგომა ერთი იყო, არ ვიცი რა უთხრა ისეთი მაგრამ 30 წამის შემდეგ უკვრ სახეზე იმ გოგოს თითები ეტყობოდა. მე ძლივს ვიკავებდი სიცილს ის კი იმედგაცრუებული მოემართებოდა მაგიდისკენ.
-ძაან მწარედ დაგარტყა? -დამცინავად ვუთხარი.
-იცინე იცინე. სხვასთან გამომივა, მაგალითად აი ის, წითელ კაბიანი.
-ვერც ეგ, გვერდით კაცი რომ უდგას მამამისია.
-ჰმმ, ლურჯი ტოპი რომ აცვია?
-ლეზბოსელია.
-ჯანდაბა საიდან იცი?
- უბრალოდ კარგად ვაკვირდები.
-აკვირდები?
-აჰამ.
-და ჩემზე დაკვირვებით რას იტყვი?
-დარწმუნებული ხარ?
-სრულიად.
-კარგი, მამაშენის ფულის ფლანგვა გიყვარს, თუმცა დაიღალე იმ ყველაფრით რაც შენს ირგვლივ ხდება და აქ გამოიქეცი, სადაც არავინ გიცნობს, შემდეგში როდესაც თავის უბრალო ბიჭად გასაღებას მოინდომებ ეცადე რამდენიმე ათასიანი საათი სახლში დატოვო.
-როგორც ჩანს ცუდად აკვირდები, სამწუხაროდ შენი ვარაუდები რეალობას არ შეესაბამება.
-ტყუილი არ გამოგდის დენ, ახლა კი უნდა წავიდე, კუთხეში მოკლე თმიანი გოგო დგას, შანსები გაქვს. -ვუთხარი და კაფედან ამაყი გამომეტყველებით გამოვედი.
YOU ARE READING
ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)
Romance"მე მხოლოდ ნათელი სხივი ვიყავი შენს ბნელ ცხოვრებაში"