თავი 23

330 29 13
                                    

-ახლა მხოლოდ ორი განზომილება არსებობს, იქ სადაც ჩვენ ორნი ვართ და მეორე სადაც ყველა სხვა დანარჩენნი. მე კი გპირდები რომ სამუდამოდ ასე დარჩება. გულს არასდროს გატკენ რადა. -ხელს მკიდებს და მისი მკერდისკენ მიაქვს. -გრძნობ გულისცემას? იცოდე რომ ის შენთვის ძგერს, და ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასე იქნება. -მეუბნება და შებლზე ნაზად მკოცნის. 
    ჩემთვის ერთი თვის წინ რომ გეთქვათ ის რომ ვიღაც ოდესმე ასეთ სენტიმენტალურ სიტყვებ მეტყოდა საპასუხოდ კი ჩემგან მწარე სილას არ მიიღებდა არ დავიჯერებდი, ახლა კი უბრალოდ არ მესმის როგორ შემეძლო ცხოვრება ამ სიტყვების გარეშე.
     -ცოტნე, არ გეშინია თათას და ჯაბას რეაქციის? 
     -არაფრის მეშინია, და არც შემეშინდება თუ ჩემთვის ასე ცქერას განაგრძობ.
     -ისე გიყვარვარ რო ჩემს გამო ყველაფერს დათანხმდები?
     -ისე რომ იმასაც დავთამხმდები რაც არ შემიძლია.
     -ხო და გავიქცეთ. -ეს ყველაზე გიჟური აზრი იყო რაც კი ოდესმე მომსვლია თავში. ხომ მითხრა შენი ცხოვრება ზღაპრად აქციე ბედნიერი დასასრულითო, მეც ამას ვაკეთებ. საკუთარ თავგადასავალს ვქმნი, საკუთარ სიყვარულის ისტორიას.
     -სად გავიქცეთ?
     -იქ სადაც ყველაფერი დაიწყო, ჰავაიზე წავიდეთ, დღესვე წავიდეთ. ბარგი ჩავალაგოთ, ბილეთები დავჯავშნოთ და წავიდეთ. არავის არაფერი ვკითხოთ, უბრალოდ იმ წუთებით დავტკბეთ რომლებიც გაგვაჩნია. ცხოვრებაც ხომ სულ ერთი წუთია.
      -შენ ეს გინდა?
      -მინდა.
      -ხო და მეც მინდა.
   *****
   სახლში მივედით, ჯაბა და თათა შინ არ იყვნენ, წერილი დავწერე, მათ ოთახში დავტოვე და წავედი. ვიცოდი რომ ეს ეგოისტური და უმადური საქციელი იყო, ყველას უკან მოტოვება მხოლოდ საკუთარი ბედნიერების გამო, თუმცა მე ეს მჭირდებოდა, მჭირდებოდა არაფერზე მეფიქრა, უბრალოდ მომენტებით დავმტკბარიყავი. მხოლოდ ერთადერთი ადამიანი არსებობდა ვისთან გამომშვიდობებაც მსურდა. სანამ ცოტნე ლილესთან და სანდროსთან ერთად იყო და მე მელოდებოდა მანქანაში ჩავჯექი და ბაბუაჩემთან წავედი.
     კარზე დავაკაკუნე, თუმცა არავინ გამიღო.
    -ბაბუა სახლში ხარ? -ხმამაღკა შევძახე, ალბათ ეძინა. მალევე კარი დამლაგებელმა გამიღო.
    -ბოდიში ძვირფასო, ბაღში ვიყაი გასული.
    -ბაბუა სად არის?
    -ბაღში, გაუხარდება შენი ნახვა. -უკანა ეზოში გავდიოდი და თან ვცდილობდი აზრები დამელაგებინა, საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა, უბრალოდ თვალებში უნდა მეყურებინა და მეთქვა ყველაფერი ისე როგორც იყო.
     -ძვირფასო, შენ მოხვედი, ჩამოხვედი.
     -როგორ ხარ?
     -იცი? აქ დასამშვიდობებლად მოვედი.
     -მიდიხარ?
     -მივდივარ, შორს მივდივარ, გპირდები რომ დავბრუნდები, და მოგიყვები თუ როგორ ბედნიერად გავატარე თითოეული წუთი.
     -და ის გიყვარს?
     -ვისზე ამბობ?
     -ის ვისთან ერთადაც მიდიხარ ძვირფასო. -თითქოს ჩემი აზრების კითხვა შეეძლო.
     -კი ბა, მიყვარს.
     -ბედნიერად გაგრძნობინებს თავს?
     -კი ბა, ძალიან.
     -ხო და რაღას ელოდები, წადი და ბედნიერი იყავი, არასდროს მოიწყინო, მპირდები?
     -გპირდები.
     -სახე გიბრწყინავს ძვირფასო, ამიტომაც არ შემტკივა გული შენს წასვლაზე, მინდა რომ მუდამ ასეთი იყო. იცი? დედაშენსაც ასე უბრწყინავდა თვალები როდესაც ირაკლისთან ერთად იყო. მათი ამბავი  შეიძლება არ იყო ბედნიერი დასასრულით, თუმცა ეს იყო ისტორია დიდ სიყვარულზე,  მათ შორის განსაკუთრებული კავშირი იყო, შენ კი ამ ყველაფრის ნაწილი ხარ. ის ადამიანი ხარ ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს რომ ბედნიერი იყოს.
     -ბაბუა მათ ვეყვარებოდი? ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ შემიყვარებდნენ?
     -მათ ახლაც უყვარხარ ძვირფასო, მუდამ უყვარდი და სამუდამოდ ასე იქნება. არ ჩათვალო რომ დედაშენს შენი დატოვება უნდოდა, უბრალოდ არსებობდა რაღაც რაც მიიღო და მასში საბოლოოდ დარჩა, სიყვარული. შეიყვარე ძვირფასო, თუმცა არ მისცე ამ სიყვარულს შენი განადგურების უფლება, უბრალოდ ბედნიერი იყავი.
      -ვიქნები ბაბუა.
      -მპირდები?
      -გპირდები.
      -თუ ასეა წადი, გაფრინდი ჩემი მერცხალო.
მგონი ერთ დღეში ორი თავი არ დამიდია ჯერ😀 იმდენი იდეა მაქვს იმასაც ვფქრობდი მესამეც ამაღამ ხოარ დავდთქო😆

ანგელოზები არ კვდებიან (დასრულებული)Where stories live. Discover now