2

1.7K 94 117
                                    

მესამე დილა თენდებოდა, ნიკოს სახლში. ფანჯარასთან ვიდექი ყავის ჭიქით ხელში და მოპირდაპირედ მდგომ სახლს ვუყურებდი. იმ სახლს, წინათ რომ განვიხილავდით.ერთი ქარის დაბერება და ფეხებს გაფშეკდა.
სახლის წინ მანქანა ეყენა. შავი ფერის ჯიპი.
ორი კაცი იდგა და ლაპარაკობდნენ რაღაცას.არ ისმოდა, მაგრამ ვხვდებოდი,რაღაც სერიოზულს წყვეტდნენ.

მობილურზე შემოსულ ზარს შეუხებულმა დავხედე. ჩვეული ღიმილით ვუპასუხე და ავყევი დიალოგში.

ჩემებთან ლაპარაკი დღეში მინიმუმ 3-ჯერ მიწევდა და ვწუხდებოდი ძალიან. მონატრებას არ მაცდიდნენ. ისიც არ მითქვამს, ნიკუშა და სანდროც რომ მოდიოდნენ,თორემ დამრჩებოდა განზე ამათთან ერთად წასვლა. მარტო მე არ ვყოფილვარ ასე, ჩემი ვიქტორიას მშობლებიც დრამებს დგამდნენ... ამიტომ,ისიც ტყუილობდა.

წიგნი მოვიმარჯვე და ეზოში გავედი წასაკითხად. თან ეს ჩემი ნაცოდვილარი ყავა ნაყინით, გავიტანე. მაგიდას მივუჯექი და მეორე სკამზე ფეხები შევაწყვე.
მზე ჯერ კიდევ არ აცხუნებდა ისე ძლიერ,როგორც სჩვევია ხოლმე.
თავს კარგად ვგრძნობდი, ძალიან კარგად და მშვიდად.
ის ვინც ადრე იწყებს ცხოვრებას, ჯერ კიდევ მაშინ,როცა ყველას სძინავს,ბედნიერი ადამიანია.

"თურმე სიყვარული ის წამი ყოფილა,როცა შეიძლება გული გაგისკდეს"- ამოვიკითხე ფრაზა წიგნიდან "გოგონა დრაკონის ტატუთი". მკერდში ისეთი ტკივილი ვიგრძენი, გეგონება სალანდერის ნაცვლად მე დამბუდებოდა განცდა მამაკაცის მიმართ.  გეგონება რა, ასე იყო.

-რას კითხულობ?- ვიკა მომიჯდა გვერდით.

ყდას ვანახებ ღიმილით და წიგნს ვხურავ.აგჰ, არ მიყვარს კითხვას რომ მაწყვეტინებენ.
-გაგიმზადო რამე?-ვეკითხები ღიმილით.

-ვივიენ,დედა არ ხარ. არც მომვლელი და დამხმარე. გედოს უკანალი წყნარად,ხომ შეიძლება?
მღლი ზედმეტი მზრუნველობით.- თვალებს ატრიალებს და სკამს ეყუდება.
მხრებს ვიჩეჩ და ვაპირებ წიგნს მივუბრუნდე,თუმცა ვიკა არ მეშვება.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Where stories live. Discover now