საყრდენი გეცლება. ეშვები უმაღლესი წერტილიდან. კივილს ვერ ასწრებ,სუნთქვაც კი ჭირს ასე.. ეხეთქები დამშვიდებულ, მაგრამ ცბიერ ტალღებში. ეშვები, ნელ-ნელა.
მიგათრევს.
გიპყრობს უჰაერობა და სიცივე ნარევი სისველე.
შიში გეპარება ძალიან ჩუმად, ფეხაკრეფით... მალულად, ბოროტად.
ჯერ ცოცხალი ხარ, ზღვის ზედაპირზე ცდილობ დარჩენას, რადგან სიცოცხლე გინდა და მაინც, რაღაცნაირად არ შეგიძლია........
-ვივი,უკვე დაბრუნდი?- დედა მიკრავს გულში.-ჰოო,მომენატრეთ ძალიან...- ვხვევ ორივე მკლავს.
სითბო მჭირდება ძალიან. თვალები მემღვრევა, რადგან ნანახი განცდები მებრძვიან. მეჭიდებიან, რადგან ჩემი გაშვება არ სურთ.
თანაც დედა ხომ ის ადამიანია, ვისი კანიც მილიარდობით ადამიანისას გირჩევნია?! იმას ხომ სხვანაირი სურნელი ასდის?! იმისი ნათქვამი სიტყვა, ქვეყნიერებას რომ გვირჩევნია და იმისი ერთი კოცნა,მალამოდ რომ გვედება გულზე?!
მიყვარს ჩემი ლამაზი დედიკო. ნაზი კანით,თბილი-სევდიანი თვალებით. მოსიყვარულე გულით და გადამეტებული მზრუნველობით.სხვანაირად არც შეუძლიათ დედებს.
-ჩვენც..- ლოყებზე მკოცნის და ისევ მიკრავს. მგონი გრძნობს რომ არ ვარ კარგად. -ვი, რა კარგია,რომ დაბრუნდი. -გული მიჩუყდება.
ბავშვები კივილით გამორბიან. მუხლებზე ვდგები და ორივე ხელს ვშლი.-აააააა...- ვკივი და ორივე მათგანს ვიკრავ.
-------
რაღაცები მეორდება,რაღაცები კი უბრალოდ აღარ ან ვეღარ.
----
ვიკამ ხომ დამაბარა,იწანწალე გარეთ,გაერთეო. არც ვიწანწალიჩე და არც გავერთე. ოთახში ვიყავი მთელი დრო.
ვიწექი ავადმყოფივით უღონოდ. ზედმეტი განძრევის თავი არ მქონდა. გული სუსტად მიცემდა, ძალა არ მქონდა სიცოცხლისთვის. მეჭირა მობილური და ვწერდი უამრავს. ვიწექი და ვწერდი..
ძალიან ცოტას ვჭამდი, ძალიან ძალიან და თავბრუ მესხმოდა.
იმდენად ცუდად ვიყავი, კითხვა მიჭირდა. დედაც მეჩხუბებოდა.. ხან რა მეშლებოდა და ხან რა..
ბავშვები ხმაურობდნენ და პირდაპირ ფსიქიკაზე მოქმედებდა ქაოსი. მერე მომიწვებოდნენ მთელი რიგი მოთხოვნებით და მრევდნენ...
ხანდახან იმდენად გულწრფელად მაცინებდნენ, სულ მავიწყდებოდა, რაღაც მავნე რომ ცოცხლობდა ჩემში.
საღამოს ისეთი დაქანცული გახლდით, თითქოს ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა.
მალე ღამდებოდა, ძალიან მალე.. ისე მეპარებოდა დრო,ვერც ვგებულობდი. მერე რომ არ გამერეკა ძალიან, წიგნები მეჭირა, ძალით ვკითხულობდი და მერე გაღიზინებული ვტიროდი. მაინც რა მაზოხიზმია,არა?!
მერე მთვარის სონატას ჩავრთავდი და თითებს ისე ვათამაშებდი, თითქოს კლავიშებზე ვუკრავდი. გიჟური შეგრძნება იყო.. თითქოს ჩემში შემოქმედებითობა იღვიძებდა...
YOU ARE READING
უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)
Romanceესაა მიზიდულობა სულთა შორის, როცა მის გარდა ვერავის ამჩნევ. შეიძლება გიყვარდა მანამდეც, მაგრამ ეს ერთია,ეს სხვა ერთია. ის ერთია,უიმისოდ სიცარიელის მძიმე დაღი რომ გაზის და ქვეყნად არაფერი გიხარია. იწყება,ასე...