ჩემი რეაქციაა "კოცნაუმი"(16)

1.5K 79 180
                                    

ზურგზე ვგრძნობ სიმძიმეს,რაც მაიძულებს თვალების გახელას. ჯერ ისევ ძილ-ბურანში ვარ და თავის აწევაც კი მიჭირს,რომ გავარკვიო რა მადევს ზემოდან.
მერე ცხელი ჰაერი მეფრქვევა ზურგზე და უხილავ ღინღლებს მიშლის. წელზე შემოუხვევია ხელები და გატოკების საშუალებასაც არ მაძლევს.

-ვატო,კისერი გეტკინება.- ვჩურჩულებ და ოდნავ ვმოძრაობ. პატარა გაფართხალების ამბავია.- ვატო..- ისევ ვჩურჩულებ. არა, რამ გააჩერებინა თავი ამდენ ხანს?! კისერი არ ეტკინა ან თავი?! ბოლო ბოლო ძვლებზე უდევს, ბალიშზე ხომ არა?!

-ცოტაც რა.-მკლავებს მიჭერს უფრო მაგრად. ცოტაც და ძვლების ტკაცუნს გავიგებ.

-ვატო,გადადი! ბეჭი ლამისაა ჩამიმტვრიო და ძუძუებში გახვიდე.-  გავბრაზდი. თავს მეორე მხარეს რომ ატრიალებს, ტუჩებით მეხება. ემოციები ისე მაწვება, კანკალს ვიწყებ. -ვატო,კარგი რა. მტკენ.- სწრაფად სწევს თავს და მისკენ მატრიალებს.

-რა გტკივა?!- მწვანე თვალებს მანათებს პირდაპირ. დღის შუქზე გასაოცარი სანახავია. ისე უბრწყინავს,გეგონება მზესთან ეცილებაო.

-არ ხარ მაგ თვალების ღირსი. - მოუთმენლად შევეხე კანზე. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელ სახეს დავუკოცნიდი. ტუჩები მეხვეწებოდნენ მის კანზე ნავარდს. გამიღიმა. თეთრი, ქათქათა კბილები გამოუჩნდა.

-რა ცუღლუტი გოგო გახადი ამ ბოლო დროს.-მკერდზე ჩამომადო ნიკაპი.

-შენს სითამამესაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!- წარბები შევკარი. -პირდაპირ მარჯვენა მკერდში მჭრი.

-აა,უი. ვერ შევნიშნე.- გამეცინა.

-რას შენიშნავდი, გაწი-გამოწიე 1 ზომას უკაკუნებს.- შემფასებლურად დამხედა.

-ახლა უკვე ზედმეტები მოგდის.- ყურზე მოვქაჩე.

-არა,რა ერთი! მეტი იქნება.- ძალიან სერიოზულად დამჩერებოდა.

-შენ რა გაღელვებს?!- წარბი ავწიე.

-არაფერი. უბრალოდ ვფიქრობ.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora