-გაიღვიძე!- ვეხვეწები.- გაიღვიძე რა..- ვტირი გულამოსკვნილი. იმედით რომ თვალებს გაახელს და ყველაფერი ისევ ისე იქნება..
-ვივიენ,გადი! ვივიენ!- დედა შემორბის ოთახში და გარეთ მიშვებს.
-უშველე. ცუდადაა..- ვეხვეწები შეშინებული.
-წადი.-იმეორებს.
მე ვუჯერებ. ზღურბლს გაცდენილი კუთხეში ვცურდები და პატარა თითებს ვიფარებ სახეზე.------
ბავშვი მიჭირავს ხელში და დანგრეული ფსიქიკით მივრბივარ კართან. ამდენის ატანა არ შემიძლია.
პატარა გოგონა მხვევს მკლავებს და მეჭიდება. ისიც ტირის. შეშინებულია. გონსაც ვერ მოდის ჯერ, თვალები ყვირილზე დააჭყიტა.
სკანდალი! ქაოსი,კივილი,ტირილი, შიში.. გაქცევა..მაჩერებენ! მაკავებენ და ისევ ჩხუბის ხმა ჩამესმის. წასვლის უფლებას კი არ მაძლევენ.
-----
მართმევენ! იჩხრიკებიან და ამსხვრევენ. მპარავენ და მარცხვენენ.----
უსამართლობა. დაუფასებლობა. დამცირება და შრომა. იმედები და ისევ მსხვრევა.
-----
გეხებიან. შენ არ გინდა. არც მე მინდოდა..
ჩაიარა,არაუშავს.
ცრემლებს იწმენდ და აგრძელებ.
-----
საყვარელ ადამიანს აბარებ მიწას.
ვეღარ ეხუტები,როცა გინდა. ვეღარ ესაუბრები. ვეღარ უყურებ მის სიცილს და ვერც ვერაფერს უზიარებ. აღარაა და მორჩა.
მერე ზეცას აჰყურებ ან სახლში ჭერს. ოცნებობ მის დანახვაზე და ხმის გაგონებაზე. ხან სიზმრად გევლინება და ხანაც არა.
-----
ხარ მარტოსულობის სასახლეში ჩარაზული. შენ კი არ რაზავ ყველა კარს, ყველა გირაზავს კარს და ერთეულები ჩნდებიან დახმარების ხელის გამოსაწოდად. ისიც თუ გაგიმართლებს მაშინ.
----
წვალდები. უპატიებლობა გაწვალებს და არ გასვენებს.
---მციოდა. ისე მციოდა,ვერაფერი მათბობდა. წარსული მობრუნებილიყო და თავს მახსენებდა,თან ისე მახსენებდა, ორად მხლეჩდა. მაწამებდა.
ესე ვიყავი,მარტო. თავადვე ვიხუტებდი ჩემს თავს და სუფთა ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი.
ნერვებისგან მაცახცახებდა და ისე ვტიროდი, გული ყელში მებჯინებოდა. სუნთქვა საგრძნობლად მერეოდა და მკლავდა ცოცხლად.
YOU ARE READING
უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)
Romanceესაა მიზიდულობა სულთა შორის, როცა მის გარდა ვერავის ამჩნევ. შეიძლება გიყვარდა მანამდეც, მაგრამ ეს ერთია,ეს სხვა ერთია. ის ერთია,უიმისოდ სიცარიელის მძიმე დაღი რომ გაზის და ქვეყნად არაფერი გიხარია. იწყება,ასე...