(4)ის აქ არის

1.6K 81 114
                                    

უსასრულოდ იწელება დრო მის გარეშე. სხეულსა და სულზე მოხვეული ჯაჭვები ძლიერად მბოჭავენ. ვერ ვსუნთქავ მშვიდად, ძალიან მიჭირს. ნამსხვრევებად გაფანტული ტკივილი მსერავს და არ მაძლევს საშუალებას მოვდუნდე.
რამდენჯერ მიფიქრია გადაღლილს ამ მწარე სიყვარულის მოგლეჯვა გულიდან.მიცდია მთელი ჩემი ძალებით და უძლური დავრჩენილვარ მაინც.
მე არ ვეძებ მთელი ეს დრო. მასზე არაფერს ვიგებ. არ მინდა გავიგო რამე ისეთი, რაც გულს ჩამგლეჯს. რაც ოცნებებს დამიმსხვრევს და გამანადგურებს. ვერ გადავიტან სხვა უყვარდეს და მე შორიდან ვეტრფოდე. რა ეგოიზმია,არა?!
მაგრამ შეყვარებული ადამიანი ეგოისტია. თავისი თავის გარდა ვერავისთვის იმეტებს კუთვნილ სიყვარულს.
რუსულის მასწავლებელი მყავდა და ეს ქალი,ბუნებით რომანტიკოსი გახლდათ. ჯერ რუსულად გვიყვებოდა ხოლმე რომანტიკულ ამბებს,მერე ნაწარმოებებზე გვესაუბრებოდა და ზოგჯერ გადმოგვიქართულებდა.  ერთხელ, როცა ვემშვიდობებოდით საბოლოოდ ერთმანეთს, ჩამიხუტა და მითხრა ჩემი სიმპათია ხარო.  მართლა მესიამოვნა,იმიტომ რომ იმ ცოტა ადამიანში შედიოდა, ვისი მოსმენაც მსიამოვნებდა. ხო, რას ვამბობდი?! ნაწარმოებს განვიხილავდით, თუ როგორ დათმო სიყვარული მამაკაცმა, რომ საყვარელი ქალი ბედნიერი ყოფილიყო. მერე განშორების ლექსიც მიუძღვნა,სადაც ბედნიერებას უსურვებდა სხვასთან.  აღვშფოთდი და ვთქვი, რომ იმავეს ვერ გავაკეთებდი.
კი,მე გავუშვებდი,მაგრამ ბედნიერებას სხვასთან ვერ ვუსურვებდი,როცა მე დავიტანჯებოდი. მაშინ ჯერ კიდევ არ მიყვარდა  ვატო ტაბიძე.
მოკეცილ მუხლზე ვდებ თავს.
ვიკას უშფოთველი ძილით სძინავს. ალბათ, გადაიღალა ემოციებისგან. 

   ტკივილს ვერც დაღვრილი ცრემლები მიყუჩებს. ანთებული სანთელივით მეწვის შიგნეულობა. ვიფერფლები. სასოწარკვეთა ხმაურობს  მდუმარებაში.

მკერდზე ვიბჯენ ხელს,თითქოს ტკივილს დაახშობდეს.  ისე მცირდება ჰაერი,თითქოს ვინმე მართმევდეს.
ბნელა,ძალიან ბნელა. ისე მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან,როგოროც არასდროს.
ფანჯრიდან შემოსული ანცი ნიავი მეთამაშება თმებზე. მცივა, ოღონდ სხვანაირად მცივა. თვალებს ვხუჭავ. ნიკაპი მიცახცახებს. არ მინდა ტირილი,არა.
სულში მიძვრება ისევ ის განცდა, თითქოს ახლოს მყავს და მაინც მეშორება.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Where stories live. Discover now