რა მაიმუნი გოგო ყოფილხარ(17)

1.7K 83 113
                                    

მოაჯირთან ახლოს ვიჯექი. თავი ჩამომედო მკლავებზე და ვუსმენდი  მოცარტის შემოქმედებას.  თვალები მიმეხუჭა. მთვარის შუქზე თმები ჩამომშლოდა და ნიავი, მოალერსე მშობელივით მისმევდა თავზე ხელს.
როგორი  ჩვეულებრივი ქალაქი იყო. როგორი უცხო ჩემთვის და ჩემი წარმომავლობა აქედან იწყებოდა.  ძალიან უცნაურია.
ბოლო ხანებში ძილი ამერია. აი ვატო მაგრად იღლებოდა და უცებ ითიშებოდა.
ჩვენი რეაქციის შემდეგ, არაფერი ყოფილა. ან რა უნდა ყოფილიყო?! მე ხომ ვიცი ყველაფერი. მე ხომ ტყუილში არ ვცხოვრობ.
ნაზი მელოდია მეღვრებოდა სულში და მასევდიანებდა. თითებს ვაყოლებდი რითმულად,რომ ისევ შემექმნა ჩემი ისტორია უხმო ნოტებით.
რატომ ვიყავი,ესე?! რატომ ხდებოდა ყველაფერში არაფერი?! 
ან რატომ არ მიდიოდა გრძნობა ჩემგან?! ღმერთს არ ესმოდა, თუ მე ვიყავი აკვიატებული?!  რატომ მიჭერდა წარსული ყელში, როცა მე ესე გავრბოდი?! რატომ მექცეოდნენ ცუდად,როცა მე ცუდი არავისთვის მინდოდა?!
ძალიან ცუდად ვიყავი აქ. ძალიან მარტოსული და მოწყენილი. მერე სარკეში ვეძებდი სილამაზეს და ვერ ვხედავდი ხოლმე. ხელს ჩავიქნევდი, ჩემი საშველი არაა- თქო. 
უკვე სწავლა მეწყებოდა და ეგეც ჭკუიდან მშლიდა. ნერვიულობისგან ძილი მიფრთხებოდა. ვერავისთან ვსაუბრობდი,რადგან თუ ვიწყებდი, არც არავინ ისმენდა. რას მოისმენდნენ? არ ესმოდათ ჩემი და.. ვატოს ვერც ვაწუხებდი, თავისი გასაჭირი ჰქონდა.
ისევ მე ვიყავი ჩემი თავის მშველელი.
სწავლა რომ დაიწყო, პირველი კვირა ტირილში გავატარე. ისე შემეშინდა,იმდენი იყო სასწავლი, გული გადამიქანდა. 1 საგანში, 4 წიგნი უნდა გამეარა და დამატებით სახელმძღვანელოებიდანაც გვაძლევდნენ. სავარჯიშოებიც ბლომად იყო. ისე ვიძაბებოდი, ვაი თუ გავწყდი და ეგაა-თქო. დავმთავრდებოდი მანდვე. მერე ვატომ გამომოჭირა, მთელი საათი მამშვიდა და ჩემთან ერთად დაიწყო თითოეული წინადადების წაკითხვა და თარგმნვა. ჩავინიშნოთო,თან მეუბნებოდა. ძალიან საყვარელი იყო.მე რა ვიცოდი,სათვალეებს ხმარობდა თურმე.ისე უხდებოდა გატეხილ ცხვირზე დაკოსილი, ჩაკოცვნა მინდებოდა ხოლმე. რომ ამიხსნა სალექციო მასალა,ჯერ ქართულად მომაყოლა,მერე ინგლისურად და ყოჩაღო, შემაქო. იმ დღეს ტესტირებაც მქონდა და მაქსიმუმი რომ ავიღე, კინოში წამიყვანა. გასეირნება არ გაწყენსო. ძველი ფილმი გადიოდა, ოდრი თამაშობდა და სიამოვნებით ვნახე. ჩემი საყვარელი მსახიობი იყო. მერე ცოტა გამატარა ქალაქში და მეგობრებზე გამომკითხა. არ გამიჩენია და რა მექნა?! ენის კომპლექსი იმდენად მქონდა, ტვინში სწორად გააზრებულ ფრაზას,შეცდომით ვამბობდი ხოლმე. ამიტომ არავის უნდოდა ჩემთან სიახლოვე. რაც არ უნდა მეცადა,არ გამომდიოდა. ცხოვრებაში პირველად მჭირდა ასეთი რაღაც. თურმე რა ძნელი ყოფილა.ჩემზე უკეთესი სტუდენტები იყვნენ და დიდად  არ ვაღელვებდი.  მარტო ვიჯექი ხოლმე შესვენებებზე და კონსპექტებს ჩავყურებდი. ხან ვჭამდი კაფეტერიაში და ხანაც მავიწყდებოდა. ხანდახან  დანარჩენების სიცილი მესმოდა ხოლმე, მაგრად ერთობოდნენ და მეც მინდებოდა. ორმაგად მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, მათ რომ ვხედავდი.
ერთი სული მქონდა სემესტრი ჩამეხურა,რომ ნორმალურად გამომეძინა და კურსელები აღარ მენახა,ცოტა ხანს მაინც. ისეთ დღეში ვიყავი, ჭამას ძლივს ვასწრებდი. დაღლილობისგან მუხლები მეკვეთებოდა ხოლმე. ზოგჯერ მეტირებოდა და სუნთქვა მიჭირდა. მერე ვატო მაწყნარებდა, მე აქ ვარ, რა გაშინებსო. გამოცდები რომ დამეწყო, საერთოდ ვეღარ ვარჯიშობდა, მივყავდი და მელოდა ხოლმე. მერე შედეგებს ის ნახულობდა და თვალებანთებული მეფერებოდა, რა მამაძაღლი ნიჭი გაქვსო, ამბობდა. 
აი,ახლაც, დივანზე ვიწექით. მეცადინეობის ნაცვლად, თავს ვირთობდით ფილმის ყურებით.  რატომღაც მეფერებოდა. ზურგზე მისმევდა ხელს რითმულად და იცინოდა. თავი მედო მის მკერდზე პირველად და სრულიად მოდუნებული ვიყავი. სიმარტოვემ მიმატოვა. მიხვდა,ალბათ, ახლა ზედმეტი იყო.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Where stories live. Discover now