(9)მოგეფერო მინდა,მაგრამ..

1.6K 84 196
                                    

დილის სუსხი ძვლებში მატანდა. თითები კარგად მომყინვოდა  და მოშიშვლებულ ფეხებზეც მასკდებოდა ცივი ჰაერი. მივყავდი ფეხებს,რადგან გონებამ მიმატოვა.
ცრემლებად ვიღვრებოდი, ვიღვრებოდი და ვმთავრდებოდი. ეს რა საშინელება მჭირდა, რა სისასტიკე... სხეულით უნდა მეტარებინა სიყვარული,რომელიც მუდმივი ტანჯვით მაცხოვრებდა.
სადამდე გავუძლებ?! სადამდე შევძლებ?! სადამდე მეყოფა ენერგია? ან მეყოფა კი საერთოდ?!

ესე მარტო მივხეტიალობდი, უიმედოდ, უმისამართოდ. უეცრად ღვთიური ძალით  შემომეხვია მზრუნველობა და სითბო. სიკეთეა, ნამდვილი სიკეთე.

-ბიძი,სულ გაყინულხარ..- მოხუცი კაცი მახვევდა თავის თხელ ქურთუკს.-დაიკარგე?! რამე დაგიშავეს?!- წინ ჩამოყრილ თმას მიწევდა ანერვიულებული,მე კი სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. ტირილი მინდოდა,ძალიან მინდოდა განმედევნა ჩემგან მეომარი განცდები.. -მოდი, გენაცვალე,მოდი..

მომხვია მკლავი და სახლისკენ გამიძღვა.
მინდოდა გაქცევა, დაუმორჩილებლობა და  ღრიალი.  ღრიალს ამოყელილი თუ ამოგლეჯილი სასოწარკვეთა და წვა,წვა სულის... ძალიან მინდოდა ამომეხეთქვა ლავასავით და ამით მორჩენილიყო. მომეშვებოდა და ამხელა სიმძიმე არ დამაწვებოდა.

-დაჯექი,აი აქ.. მიდი,ბიძი..წყალს მოგიტან ახლავე..- ჩამომსვა ეზოში, სკამზე,მერე უცებ მომირბენინა წყალი და საკუთარი ხელით დამალევინა.არ მესიამოვნა,ცივი იყო...მეც ხომ ისედაც მციოდა,  მაკანკალებდა და მატირებდა.

-გეხვეწები,ხმა ამოიღე,რა.. გამისკდა გული.- მევედრებოდა.- რამე გტკივა? რა გაწუხებს? გეშინია? მე აქ ვარ,არ უნდა გეშინოდეს. გეფიცები,არაფერს დაგიშავებ.

-მი..  მიდის..- თავი ხელისგულებში ჩავრგე. ცრემლები ღვარღვარით მცვიოდა. როგორ მახშობდა რაღაც, როგორ მგუდავდა და ჰაერს მაცლიდა,მაცლიდა ატალახიანებულ მიწას და მაცლიდა ხელმოსაჭიდს. მერთმეოდა მთავარი და ის, რითაც სულდგმულობს ადამიანი.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)حيث تعيش القصص. اكتشف الآن