მადლობა რომ...(26)

1.8K 80 210
                                    

-დამპალი,ნაგავი კაპიტალისტები!- გაბრაზებული ვამბობ.
ტაბიძე ხითხითებს.

-რა გაცინებს? -ბრაზიანად ვატრიალებ თავს.- შენში გულგრილობა მეფობს?! სირცხვილო და თავის მოჭრავ! პატრიოტიზმი როდის ჩაგიკლეს სულში?!- აღშფოთებას ხმამაღალ ნოტებში გამოვხატავ.

-უკაცრავად. ნაძირლები.- მყვება ლანძღვაში. -გაუმაძღრები! რაის გულგრილობა,საყვარელო!

-კარგი,რა.-თავს ვაქნევ.- ისე ვბრაზდები ახლა,გირჩევნია მშვიდად იყო.- ვაფრთხილებ.- საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ,რაც მოჰყვება ჩემს ღელვას.

-ბობოქარი გუნება იღვიძებს შენში.- მაიმუნობდა კვლავ.

-ტაბიძე,ასფალტზე გაფორთხიალებ! იცოდე, ყველა ცოდვას გაგიხსენებ!- თითს ვუქნევ.

-ნუთუ?!- გამომწვევად აზიდა წარბები.

-ვიღაც ხატიას ხვდებოდი. ჯერ მარტო ხატია რომ ჰქვია...- არადა, რას ვერჩოდი.

-ვიღაც ეჭვიანობს.

-მე?! არასდროს! ეგღა მაკლია ვინმე ხატიაზე ვიეჭვიანო. ეს შენ გაქვს საეჭვიანოდ საქმე.- თავმომწონდედ გავიჭიმე.

-ნამდვილად,თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობსო, გაგონილი გექნება.

-ჰო,არ მომწონდა ის გოგო,არც ვმალავ. თუმცა კაპიტალისტურ წყობას,რომ გულგრილობა მოაქვს, ფაქტია.- საწყის თემას ვუბრუნდები.

-რა დაგიშავეს,ჰა?! გარკვეულ კაპიტალს აბანდებენ, აშენებენ რაღაცას და უკან იღებენ დაბანდებულს, გარკვეული მოგებით.- ეზარებოდა ცუდ მხარეებზე ფიქრი ან განზრახ მაწვალებდა.

-სამაგიეროდ, მეორეს აფუჭებენ. სამყაროს ანადგურრბენ და მარტო სხვების და ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას კი არ უქმნიან საფრთხეს, არამედ თავიანთსაც. გამოტვინებული ჯიჰადისტები!ხოდა, ისხდნენ ახლა და აკეთონ ფულები.- დაპაუზებულ სერიალს ვრთავ ისევ. - მაინც სიკვდილის შვილები არიან.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora