3

1.5K 90 139
                                    

პატარა ლუკმებს ძალიან ნაზად მივირთმევ და ლამისაა, საკუთარმა ალტერ ეგოებმა გადმომიღონ და მირტყან ამის გულისთვის.
ვინც ეს კულტურული ჭამა მოიგონა და ვინც მერე მე მასწავლა, რატომ ირთულებდა ცხოვრებას?!
ქურდულად ვზვერავ სიტუაციას.
ვიკას აკვირდება ლურჯთვალა, ჩემი შტერაძე კი,აიგნორებს. ვგიჟდები, ასეთ რაღაცებზე. თავი ძალიან შეუმჩნევლები რომ ჰგონიათ. ამ დროს კი, ძალიანაც ჩანან.
ნიკუშას უნდა ვკითხო აუცილებლად რა,ლუჯ თვალებას წარმომავლობა და ვინაობა.

რაც შეეხეხება,იმ ორ ახმახს.. ერთ-ერთს აშკარად აინტერესებს ვიქტორია. თვალს არ აშორებს, არც სვამს,არც ჭამს. ვიკას მისშტერებია.  სულ ტყუილად, ვიკიტოს უკვე ავურჩიე მეორე ნახევარი.

-შენს მაგივრად,მე შემეხუთა სული.- ხელს ვინიავებ. ვიკა ღვინოს ჰკრავს განერვიულებული. -რა გჭირს?

-გეფიცები,გავრეკავ..- მღელვარედ ამოთქვამს.თვალით ვანიშნებ გავიდეთ-თქო და ისიც დგება სუფრიდან. ბოდიშს ვიხდით და იქით გავდივართ.

-ჰე,ამოღერღე.-სული მიმდის ინტერესისგან.

-ვინმე მანჩომ მომწერა.- ღრმად ისუნთქავს ჰაერს.- გიორგიზე დამიწყო ლაპარაკი. ასე თქვა, რაღაც ნოსტალგია მოენატრაო.

-მაგის გრამატიკის და ქართულის ცოდნა რა ვთქვი მე.- პირველი რასაც ვიცხადებ,გაუმართავი წინადადებაა. - ვინ ასწავლიდა ქართულს,ჰა?შეურცხვა ნამუსი..

-მთელი ამბიდან,მარტო ეგ გაიგე? მეგობარია ეს მანჩო და მომწერა სრულიად უცხოს.

-ანუ ეჭორავება შენზე და ის ცანცარა გოგო ეჭვიანობს. რაღაცებს ხლართავს.- ეგრევე სიტუაციის გაშიფვრა ვცადე.

-ხო,გიორგის მივწერე...- თავჩაქინდრული მეუბნება. ალბათ,ჰგონია რომ ვეჩხუბები.- ვუთხარი ესე მომწერა-თქო და მეჩხუბა,რატო უპასუხე საერთოდო. ვერ გავიგე რა ხდება.

-თავი თუ მიაბულინგებინე, მაგრად მოგცხებ.-ვემუქრები.

-არა კაცო,მეც წავაფარე.- ეცინება.- ბოდიში მომიხადა. რატო მომწერა, მაგას ვერ მივხვდი,რა უნდა საერთოდ.

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Where stories live. Discover now