პატარა რომი(19)

1.7K 78 246
                                    

ბევრს ვფიქრობდი წერაზე. დავიწყებდი, მერე ვშლიდი. მერე ისევ ვკრეფდი და ისევ ვშლიდი.  ბევრი რამ მიტევდა ერთად და მიჭირდა დახარისხება. 
ვიყავი ჩემთვის. ვიჯექი და ვსვამდი. 
ისეთი კარგი იყო. არა,დარდს არ მიქარვებდა. უბრალოდ მარტივად მთიშავდა და მსიამოვნებდა, შინაგანი მონსტრის მიყუჩება. მეშინოდა დამოკიდებული არ გავმხდარიყავი. მართლა მეშინოდა. მაგრამ როცა არაფერი მქონდა,რითაც ყურადღებას გადავიტანდი, საუკეთესო გამოსავლად მესახებოდა.

წვიმდა და მე მთელი კვირა მარტო ვიყავი.ვატო  დღეში 2-ჯერ მაინც მირეკავდა, მომიკითხავდა და ქრებოდა. კიდევ რამდენიმე დღე ვერ ვნახავდი შეჯიბრის გამო. მე კი ასე, მარტო ვიყავი. პატარა სივრცეში და უკიდეგანო სიცარიელეში. ბევრს ვტიროდი, ძალიან ბევრს. წარსულს ვატრიალებდი გონებაში კასეტასავით.
წარსულისგან გაქცევა სისულელეა, მხოლოდ მისი დამარცხებაა შესაძლებელი. მე კი ჯერაც ომი მაქვს მასთან.

სიბნელის შიში მქონდა ბავშვობიდან. ჰოდა, ამხელა ასაკშიც კი მაპანიკებდა ზოგჯერ. ვკითხულობდი ბევრს და ჟულიენს ვუახლოვდებოდი. მართალია, დიალოგი მიჭირდა კომპლექსების გამო,მაგრამ თავს კომფორტულად მაგრძნობინებდა და ვცდილობდი. საბოლოოდ,მე ჩემი თავდაპირველი ჩომბე ინგლისური გავმართე შედარებით.
კარგი ადამიანი სჩანს. კარგად ჩაცმა უყვარს, თავს უვლის და ძალიან მხიარულია. უკრავს თურმე რამდენიმე საკრავზე და ლამაზ ფოტოებსაც იღებს. იშვიათად ხატავს, მაგრამ თუ ხატავს, გასაოცარი გამოსდის.
ახლა კი ერთად ვისხედით და ვუყურებდით ფილმს "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან".  
ვიცინოდით ბევრს,თუმცა იყო მომეტებიც,მე რომ გულზე მხვდებოდა.
-მიყვარს ეს ფილმი.- ხელი გაიშვირა ეკრანისკენ და ჩემი გაკეთებული სენდვიჩი მიაყოლა. - მონრო მშვენიერი იყო.

-შედევრია,გეფიცები.-ხელები ავწიე.- ოდრის ფილმები, კიდევ რომი შნაიდერის.

-გერმანელი თოჯინა.-ღიმილით წარმოთქვა.

-თუ ოდესმე შვილი მეყოლება და გოგო, აუცილებლად რომის დავარქმევ.-დარწმუნებულმა წარმოვთქვი.
ღმერთო,შვილი.. ოდესმე შვილი და თუ.. თუ მეყოლება.
არა,არა,არა. არც ვატოს ვეყვარები, არც კი ვენდომები ცოტა ხანში.. ან..

უშენოდ არ შემძლებია.(სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora