11.ისინი დაბრუნდნენ...💀

306 28 41
                                    

  მინდა ეს ყველაფერი სიზმარი იყოს... კოშმარი, რომლიდანაც გამოვიღვიძებ და დამავიწყდება...
  თუნდაც ილუზია... რომელიც თვალის დახამხამებაში გაქრება...
  მაგრამ სამწუხაროდ ეს არც ილუზიაა და არც კოშმარი, რომლიდანაც გამოღვიძება მსურს...

  ისევ იმავე პოზაში ვარ, მიწაზე დამჯდარი, და გონებაში ჯიმინის სიტყვების გადახარშვას ვიწყებ, რომელმაც მითხრა რომ ვუყვარვარ...
არა როგორც ადამიანი რონელიც უნდა დაიცვას, არამედ ისეთი სიყვარულით, რომელიც ორ პარტნიორს აკავშირებს ერთმანეთთან... მარტივად რომ ვთქვათ, ისეთი სიყვარულით, როგორც მე მიყვარს ჯონგუკი...
  მაგრამ...არა... რატომ ვადარებ ამ უაზრო სიტყვებს, ჩემს გრძნობებს ჯონგუკის მიმართ, სიტყვებს რომლებიც ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სიტყვები რომლითაც ნათლად შემიძლია ვთქვა რომ, მის მიმართ ჩემში სიძულვილმა უფრო იმატა... იმაზე დიდი გახდა ვიდრე ადრე იყო...
  ახლა ნათლად წარმოვიდგინე, ყველა ის მომენტი, დღე როდესაც ჯიმინი წინააღმდეგობას მიწევდა ჯონგუკთან შეხვედრისას, და ყველაფერს აკეთებდა, რომ მე თავი მისგან შორს დამეჭირა...
და ახლა რა?... რა ჰგონია რომ ავტირდები? ხელებში ჩავუვარდები და პატიებას ვთხოვ, იმისთვის რომ აქამდე ვერ ვხვდებოდი მის გრძნობებს, ჩემს მიმართ?...
არა, ნამდვილად არ ვაპირებ არცერთი მათგანის გაკეთებას, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამას ისეთი ვიღაც მეუბნება რომლის მიმართ, არანაირი სიმპატია არ გამაჩნია...
  შეიძლება ფიქრობს რომ რაიმე დადებითი რეაქცია მექნება, მის სიტყვებზე, რადგან თითქმის ხუთი წუთია მის კითხვაზე, არანაირი პასუხი არ გამიცია...

  - როგორც ჩანს გაგიკვირდა არა ჩემი სიტყვები? გგონია არ ვიცი რომ ჩემს მიმართ არანაირი სიმპათია არ გაგაჩნია? ან ის რომ ახლა შენგან არანაირ დადებით რეაქციას არ უნდა ველოდე?

- რ-რა? შენ საიდან იცი...

- მოდი კიდევ ერთ სიმართლეს გეტყვი ჩემი შესაძლებლობების შესახებ, მე ფიქრების კითხვა შემიძლია და ტყუილად ნუ ეცდები შენი ლამაზი სიტყვებით ჩემს შემკობას! ისედაც ვიცი... ვიცი რის თქმასაც აპირებდი

༒︎ნამდვილი სისხლი༒︎Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ