Jungkook's pov
დილით საშინელი ხმაური მაღვიძებს, რომელიც პირველი სართულიდან მოდის, სწრაფად ვდგები და ქვემოთ ჩავდივარ, იქ კი ვხედავ ასეთ სურათს: დედა იქვე მდგარ მაგიდასთან დგას და ხელში მობილური უჭირავს, რომელიც აშკარად ჰოსოკს ეკუთვნის, რადგან ჯაჯღანით და ვითომდა ხვეწნა მუდარით სთხოვს ჰოსოკი, რომ საუკათი ნივთი უკან დაუბრუნოს, მაგრამ დედას აშკარა სიბრაზე ეტყობა, რის გამომწვევ მიზეზს ნამდვილად ვერ ვხვდები.
- დედა დამიბრუნე მობილური, ზარს ველოდები, რომელსაც აუცილებლად უნდა ვუპასუხო
- ჰოსოკ უკვე გითხარი, და კიდევ გიმეორებ, რომ მობილურს მანამდე ვერ მიიღებ სანამ არ მოეშვები, დღის 24 საათი მასში ჩარგული იყო!
- კარგი გპირდები დიდ დროს აღარ დავუთმობ, ახლა კი დამიბრუნემათი შემყურე გადამავიწყდა, ხმაურით დაწყებული დილა, მაგრამ დროა მათ შორის ვინმე ჩადგეს, თორემ აშკარად ცუდად დამთავრდება ყველაფერი
- გათენებული არ არის ესენი კი ერთმანეთს ხოცავენ, რა უბედურებაა, წესიერად ძილსაც არ გაცლიან
იუნგი ბურდღუნ ბურდღუნით ჩამოდიოდა კიბეზე, როგორც ჩანს ერთადერთი არ ვყოფილვარ, ვისაც ამ ორმა ძილი დაუბრთხო და მითუმეტედ დღეს პირველი დღე მაქვს ახალ უნივერსიტეტში🤦♂️
- ვოა, ჯონგუკ? მე კი მეგონა შენ და ჰოსოკი ხოცავდით ერთმანეთს, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი🤨
- ხო მიდი დამცინე,😒 ყველაფერს გირჩევნია ჰოსოკი დაამშვიდო, თორემ ყველამ ვიცით დედაჩემი თუ გაბრაზდა რაც მოხდება😉
- მე რატომ უნდა დავამშვიდო ჰოსოკი როდესაც ძმა ჰყავს
- იქნებ იმიტომ რომ, თუ ჩხუბი დაიწყეს მე დანამდვილებით მომხვდება ამიტომ, რადგანაც ჩემზე უფროსი ხარ... მიდი
- ოხ... ჯანდაბას, კარგი, თორემ ვხდები ამ კამათს დასასრული არ უჩანს
იუნგი მათკენ გაემართა, მე კი მოსალოდნელი შედეგებისათვის უკვე მზად ვიყავი, იმედს ვიქონიებ რომ დედაჩემს იუნგი არ შემოელახება.
თუმცა ჩემდა გასაკვირად იუნგის საუბარმა გაჭრა და ჰოსოკიც დანებდა, დედაჩემმა კი დაპირდა როდესაც სახლში დაბრუნდებოდა მაშინ დაუბრუნებდა ტელეფონს.
მე კი დროა შევსახსენო ჩემს ძმას რომ უნივერსიტეტში ვართ წასასვლელები
![](https://img.wattpad.com/cover/218363789-288-k117162.jpg)
ESTÁS LEYENDO
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romance" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."