"მაშინ როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა...ყველა ის მოგონება რაც მასთან გაკავშირებდა, საბოლოოდ სადღაც გულის სიღრმეში ჩამარხე... თავს არ აძლევ უფლებას მას ჰყავდე დამონებული... მის ღიმილს, სევდას სახეზე, ცრემლებს, თბილ ჩახუტებას, კოცნას...
თუმცა ეს შენც დიდ ტკივილს გაყენებს...რადგან გინდა რომ გახსოვდეს...თუმცა იცი რომ ეს ყველაზე დიდი შეცდომაა..."
იცოდა, ჯონგუკმა იცოდა თუ ვინ გააკეთა ეს. იცოდა თუმცა არ უნდოდა დაეჯერებინა, მას აბრთხილებდნენ, რომ თუ ის საბოლოოდ გასაღებს არ გაანადგურებდა, მაშინ მოუწევდა შეგუება იმასთან, რომ ბევრი ადამიანი დაიღუპებოდა რომელიც მას უყვარდა. მაგრამ არ უსმენდა, ყოველთვის არწმუნებდა მათ, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, ვერასდროს შეძლებდა, ისეთი უსუსური არსება როგორიც თეჰიონი იყო, ვინმესთვის რამე დაეშავებინა...
შეცდა... სწორედ მაშინ შეცდა თავის სიტყვებში, როდესაც იგრძნო ძალა, რომლისაც ასე ეშინოდათ მიწაზე მოსიარულე სულიერ არსებებს.ახლა ის დგას, მისაღები ოთახის ცენტრში, ყუთით ხელში, და ისევ ვერ იჯერებს მომხდარს. ალბათ უკვე მეასეჯერ კითხულობს, ბარათზე დატანილ სიტყვებს, აკვირდება კალიგრაფიას რომელიც ოდესღაც მისთვის ძალიან განსაკუთრებულ და მნიშვნელოვან ადამიანს ეკუთვნოდა.
ოდესღაც მან უთხრა_ შენი ლამაზი წერის მანერითაც კი შემიძლია შენი გამორჩევა მილიარდი ადამიანიდან...
ეს სიტყვები, კადრებივით უტრიალებდა თავში, უნდოდა ეს უბრალოდ ცუდი კოშმარი ყოფილიყო რომლიდანაც მალე გაიღვიძებდა, თუმცა რეალობას ხომ ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გავექცევით არა.
სწორედ ეს იყო, მისთვის ის საშინელი რეალობა რომელსაც ვერასდროს გაექცეოდა, მითუმეტს მაშინ როდესაც, ეს რეალობა იმ ადამიანთან არის დაკავშირებული, რომელმაც ოდესღაც მასში გააღვივა გრძნობა, რომელსაც ჩვენ ადამიანები სიყვარულს ვეძახით.
YOU ARE READING
༒︎ნამდვილი სისხლი༒︎
Romance" ის უნდა შეიყვარო ვისაც უყვარხარ, სხვა შემთხვევაში დაიტანჯები."