ორი სხეული, საწოლზე ერთმანეთის გვერდი გვერდ წევს. ერთი ცდილობს შავთმიანის ყურადღების მიქცევას, თუმცა ამაოდ.
რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა მოქმედებაზე გადასულიყო, მარცხენა ხელი შავთმიანის ბარძაყს ააყოლა, ხოლო მარჯვენა სახისკენ წაიღო.- პატარავ იქნებ უკვე დროა მოიხადო ქმრის ვალდებულებები?!-მშვიდად წარმოთქვა სიტყვები ქალმა, რომელიც კითხვასავით ჟღერდა, თუმცა მისი ტონი მბრძანებლურს ჰგავდა.
- მეი შეწყვიტე! არ დაგავიწყდეს შენი ადგილი, და უკანასკნელი ძუკნასავით ნუ იქცევი!
ქალს ძალზედ არ ესიამოვნა თავისი " მეუღლისგან" ასეთი პასუხი, თუმცა მან მშვენივრად იცოდა, თუ რა იყო მიზეზი იმისა, რომ ის ცოლად გაჰყვა ყველაზე მაღალი ფენის წარმომადგენელ ვამპირს.
მას მცირე იმედი მაინც ჰქონდა, იმისა, რომ ქორწინებაში ყოფნის განმავლობაში, მათ შორის გაჩნდებოდა მცირე გრძნობა სიყვარულისა.- უბრალოდ მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ჯონგუკ! დიახ, შეიძლება არის მიზეზი თუ ეს რისთვისაც გააკეთე, მაგრამ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ იმაზე, რომ ცოტაოდენ სიყვარულს მაინც ვიმსახურებ შენგან!
ჯონგუკმა მოსმენის შემდეგ უბრალოდ გვერდულად ჩაიღიმა.
- ისე მოიქეცი როგორც გინდა, წადი გაიჩინე ვინმე შესაყვარებლად, მაგრამ მე მეტჯერ, შეყვარებას ნუ მომთხოვ! ეს არასდროს მოხდება!
მეი იაზრებდა ჯონგუკის ნათქვამს, და ერთი მხვრივ ამართლებდა კიდეც. ჯონგუკს მისთვის არაერთხელ ჰქონდა ნათქვამი,რომ ისინი ვერასდროს იქნებოდნენ ნამდვილი წყვილის ურთიერთობაში.
მაგრამ, ვგონებ უკვე გვიანი იყო წასულიყო და გაეჩინა ისეთი ვინმე, ვინც მას თავს კარგად აგრძნობინებდა და შეიყვარებდა, რადგან უკვე მას ჰქონდა გრძნობები ჯონგუკის მიმართ, მაშინ როდესაც იცოდა რომ ეს არასწორი იყო, რომ ის ვერასდროს უპასუხებდა იმავე გრძნობით ,რასაც თვითონ გრძნობდა მის მიმართ.
ამიტომ საბოლოოდ გადაწყვიტა, აზრი არ ჰქონდა მასთან ეს თემა ისევ განეხილა, თუმცა არც დანებებას აპირებდა, ცდიდა...ცდიდა ყველაფერს იმისათვის, რომ ჯონგუკს მისდამი მცირეოდენი გრძნობა მაინც გაუჩნდეს.
