18. nova virtute🗯

203 23 8
                                        

გაღებული კარიბჭის წინ ჯერ კიდევ გაკვირვებული სახეებით იდგნენ თეჰიონი და ჯინი, რაც შეეხება ჯიმინს, მართალია ეს მართლაც უცნაური იყო მისი გათვლებით, თუმცა ალბათ ეს თეჰიონის ერთ ერთი შესაძლებლობა იყო. ფიქრობდა ის.

- უძველესი თეორიების თანახმად, წესით კარიბჭის გაღება მხოლოდ დემონს, ან მის წარმომადგენელს შეუძლია, რომელიც ლუციფერის ნიშანს ატარებს... მაგრამ რაც ახლა ვნახე...._ რამდენიმე წამი ჯინი ჩაფიქრდა და თეჰიონს გაკვირვებული სახით გახედა_ შენ ყველაფერთან ერთად რა დემონის ძალებსაც ფლობ?!

ჯიმინმა ხელი შუბლზე მიირტყა, ნამდვილად არ ელოდა ასეთ სულელურ ნათქვამს ჯინისგან.

შემდეგ თეჰიონს გახედა, რომელიც მისი აზრით იმავეს ფიქრობდა რასაც ჯინი.

- ჯინ შენ ახლა სერიოზულად ამბობ, რომ კარიბჭის გაღება თეჰიონში არსებულმა დემონურმა ძალამ გამოიწვია?

- რა? ასე არ არის? _ გაკვირვებული ხმით ჩაეკითხა ჯიმინს თეჰიონი.

- არა ასე არ არის. უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცი თუ რა ძალებს ფლობ. ერთი შეხედვით ნუ აფასებ საკუთარ თავს. მართალია მეც გამიკვირდა კარიბჭის გაღება, რომ შეძელი თუმცა, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ შენში დემონური ძალაა, ეს არაფერ შუაშია. ჯერ კიდევ უნდა დაეუფლო ახალ ძალებს, და ეს რაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთე, შეიძლება ჩაითვალოს კიდეც, ახალ ძალად.

- კარგი, რადგანაც ასეა, ჯობია გზა განვაგრძოთ😏 ვფიქრობ ლუციფერი მოხარული იქნება ჩემი ნახვით

ჯიმინმა ღრმად ამოიოხრა.

- ჰო, ძალიან მოხარული იქნება, იმდენად, რომ დანახსვისთანავე წაგაცლის თავს🙄

თეჰიონმა ჯიმინს მხარზე ხელი მოუთათუნა.

- ნუ ღელავ, ჩემო მფარველო ანგელოზო, არამგონია მამდენად სულელი იყოს, რომ ეგრევე წინააღმდეგობის გაწევას შეეცადოს.

༒︎ნამდვილი სისხლი༒︎Where stories live. Discover now