დღეს მია სკოლაში არ მივიდა, ამიტომაც სანჰი მთელ დასვენებას კორიდორში, წიგნის კითხვაში ატარებდა.
მის გვერდით ორმა მაღალმა ბიჭმა ჩაიარა და ერთ-ერთი ყურადღება მიიქცია.
- ეს ვინ არის? - იკითხა ჯონგუკმა და შავთმიანი გოგონას მხარეს მიუთითა, რომელიც ფანჯარასთან მშვიდად იდგა და წიგნს კითხულობდა.
- მგონი ახალია. თეჰიონის თანაკლასელია, - თქვა ჯინმა და ბიჭს მხარი გაკრა. - უფრო ზუსტად კი, ახალი მიზანი. როგორ ფიქრობ, მასთან რაიმე გამომივა? - ბიჭმა ჩაიცინა, ტუჩზე ენა გადაისვა და გოგონას გახედა.
- ხელი არ ახლო, - ჯონგუკმა კბილებში გამოსცრა, ჯინს მკვლელივით გახედა და კორიდორის კუთხეში მიიმალა, ისე რომ კიმი გაურკვევლობაში დატოვა.
- აი საქმეც ამას ჰქვია. - ჯინმა კეფა მოიქექა და როდესაც დაინახა, რომ მას ვიღაც გოგონა მისჩერებოდა თვალი ჩაუკრა, რაზეც გოგონა წითლათ შეიღება...
სანჰის POV
ძალიან მომშივდა, ამიტომაც სასადილოსკენ გავემართე. საბედნიეროდ დეიდამ, ჯიბის ფული მომცა. სადილის აღების შემდეგ, დარბაზს თვალი მოვავლე და ცარიელი მაგიდის დანახვის შემდეგ, მას მივუჯექი.
- ოჰ, ვის ხედავს ჩემი თვალები. ნუთუ ეს ისევ შენ ხარ, ახალო? - ჩემს მაგიდასთან მინა და მისი დაქალები მოვიდნენ. - ეს ჩვენი მაგიდაა. - ბრაზიანად თქვა გოგონამ, - ახლავე გაანთავისუფლე ეს ადგილი.
- მე უკვე ვზივარ, სამწუხაროდ თქვენ დააგვიანეთ, - დავინახე, რომ ვიღაცამ ხმამაღლა ამოიხვნეშა და მიმოხედვის შემდეგ შევნიშნე, რომ უმრავლესობა ჩვენ გვიყურებდა. - ადგილიდანაც არ დავიძრები.
რამდენიმე წამში, პერანგზე რაღაც სველი ვიგრძენი.
- ოი, მაპატიე, შემთხვევით მომივიდა, - თქვა გოგონამ, როდესაც წვენი გადამასხა. - სავარაუდოდ, ეს კარმაა, საჭირო იყო ჩემთვის დაგეჯერებინა, - ძლივს გასაგონად გამოსცრა მინამ.
YOU ARE READING
E U P H O R I A | J.JK
Romanceსეულში ჩემი გადასვლა ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა მეგონა. მაგრამ, როგორც ჩანს, ძლიერ შევცდი. მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავიდან ფეხებამდე შეიცვალა. და ამაში დამნაშავე მხოლოდ ის არის. - ეი, კიმ სანჰი, ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულე...