*დასასრული*

1.2K 106 27
                                    

გოგონა და ბიჭი დივნიდან სწრაფად დგებიან და მისტერ ჯონს უკან მიყვებიან. ჯონგუკი სანჰის უყურებს და როდესაც მის ნერვიულობას ამჩნევს, ხელს კიდებს და მაგრად უჭერს. გოგონა ბიჭს გაოცებით უყურებს და იმწამსვე ეღიმება. კიბეებზე ჩასვლის შემდეგ, ორივენი სასტუმრო ოთახში შევიდა, სადაც შუაში წითელ პალტოში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი იდგა. ის ფანჯრის მიღმა თოვლს ჩაფიქრებით აკვირდებოდა და როგორც კი წყვილი მასთან მივიდა, უცნობი მათკენ ნელა შემობრუნდა. კაცი ძალიან სიმპატიური და კეთილთვალებიანი აღმოჩნდა - როგორც სანჰიმ აღნიშნა.

- თქვენ, როგორც ვხვდები, ჯონგუკი და სანჰი ხართ, დაკავშირებულები. - კაცი იღიმის და იატაკზე მის ჯოხს აკაკუნებს. - ნება მომეცით გაგეცნოთ - მავანი. - კაცი წყვილს მიუახლოვდა და თავი დახარა. - დროა დავიწყოთ. ვფიქრობ, დროის დაკარგვა არ ღირს. თორემ ჩემი ძმა თქვენს არსებობას ვერ ეგუება, რა თქმა უნდა, როგორც დაკაშირებულებს.

- თქვენი ძმა ერთ-ერთი "უმაღლესია"? - გაკვირვებით კითხულობს ჯონგუკი.

- დიახ. ის, ვინც თქვენზე ნადირობს. - ბოხი ხმით უპასუხა მავანმა და სასტუმრო ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. - თქვენი ხელები მჭირდება. - ყელის ჩაწმენდით შეატყობინა კაცმა და წყვილს მიაჩერდა. ისინი მასთან იმწამსვე მივიდნენ და ხელები წაწიეს. - სანჰი, საჩვენებელი თითი აწიე. - თხოვა მავანმა და კიმმა ეს დამჯერივით გააკეთა. რამდენიმე წამში მამაკაცს ხელში რაღაც ბასრი გაუჩნდა და ერთი სწრაფი მოქმედებით გოგონას თითში ჩაარჭო. - შენც ასევე, ჯონგუკ. - უკვე კაცმა ბიჭს მიმართა. - ახლა თქვენი თითები შეაერთეთ და თვალები დახუჭეთ. - გოგონა და ბიჭი ერთმანეთს აუჩქარებლად შეეხნენ და თვალები დახუჭეს. იმავე წამს ორივეს შიგნით თითქოს რაღაც გაირღვა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს მათ სხეულებს როგორც პლასტენილს ისე ატრილებდნენ და წელავდნენ. - თვალები გაახილეთ. - ყურთად გაისმა მავანის ჩუმი ხმა.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now