თავი 12

954 105 13
                                    

სანჰის POV

- შენი ოპპა როდიდან გავხდი? წავედით, - მობეზრებით მითხრა და ცალი თვალით შემოხედვის შემდეგ, წინ გაიჭრა. მაგრამ რამდენიმე წამში ჯონგუკი გაჩერდა და ჩემსკენ ძალიან ნელა შემობრუნდა. მან თავიდან ფეხებმადე თვალი შემავლო და პირდაღებული უკან დაიხია. - რა ჩაიცვი? ღმერთო... - ბიჭი ოდნავ წამოწითლდა და პიჯაკის სწრაფად გახდის შემდეგ, მესროლა. - ქალურობა და სექსუალურობა რომ ვახსენე, პორნოდან სკოლის მოსწავლის კოსტუმი არ მიგულისხმია... - ოდნავ მობეზრებით წარმოთქვა ჯონგუკმა.

საჭირო არ იყო ჩემს გემოვნებაში ჩარეულიყავი, ოპპა...

- ოპპა, ნუთუ ეს არ არის ის, რისი ნახვაც გინდოდა? - ვითომდა ნაწყენივით ტუჩები წინ წამოვწიე.

ჯონგუკი რამდენიმე წამი გაუნძრევლად მიყურებდა, მაგრამ როდესაც გამოფხიზლდა, თვალები სწრაფად დაახამხამა და ხელი ჩამავლო.

- მაღაზიაში მივდივართ, როგორც ვხედავ ნორმალური ტანსაცმელი არ გაქვს, - სერიოზულად თქვა ჯონგუკმა, და როდესაც მანქანაში ჩამსვა, სახე იმწასმვე იცვალა. - მხოლოდ ჩვარი ან ვარდისფერი ბაჭიას კოსტუმები, - ხმამაღლა თქვა და ჩაიცინა. მის ამ სიტყვებზე მძღოლი ჩემსკენ შემობრუნდა და თვალები გაუფართოვდა.

ჯონგუკის პიჯაკი მაგრად შემოვიხვიე და ბიჭს ბრაზიანად გავხედე, ის კი გვერდით თვითკმაყოფილად მომიჯდა და თვალები მიხუჭა.

- და რა, სკოლას ისევ გავაცდენთ? - დაღლილად ვიკითხე და ხელი სასიამოვნო ნაჭრის პიჯაკს ჩამოვუსვი. ბიჭმა არაფერი მიპასუხა...

* * *

სეულის უზარმაზარ სავაჭრო კომპლექში მივედით და პირდაპირ ტანსაცმლის მაღაზიისაკენ გავემართეთ.

- აქ შევიდეთ, - ჯონგუკმა ძვირადღირებული ბრენდის მაღაზიისაკენ მიმითითა, მე კი იმწამსვე შევიშმუშნე. - გითხარი შევიდეთ-მეთქი, - მიბრძანა და მეც უკმაყოფილოდ ამოხვნეშის შემდეგ, ბიჭს უკან გავყევი.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now