თავი 11

985 101 18
                                    

სანჰის POV

- დაბრუნდი? და სად დაეხეტებოდი ? - მისტერ ჯონი იმ მაგიდიდად წამოდგა, რომელთანაც ვსაუზმობდით და ჯონგუკთან მივიდა. - მთელი ღამე სახლში არ იყავი, ნუთუ ისევ აშვებული ცხოვრებას მიუბრუნდი? - მამა შვილს კიცხავდა.

გამოდის რომ ეს პირველად არ ხდება? აჰ, გამახსენდა, ხომ ამბობდა, რომ სახლში თითქმის არ ათენებდა...

მე მათ საუბარს ყურს მშვიდად ვუგდებდი და იმ ყავას ვსვამდი, რომელიც ჯონგუკის მამამ მომიმზადა. საუზმობის შემდეგ, მისტერ ჯონს გემრიელი კერძისთვის მადლობა გადავუხადე და ჩემი ოთახისკენ გავემართე.

* * * 

ჯონგუკისთვის არ დამიცდია, ავტობუსი გავაჩერე და გიმნაზიამდე თვითონ მივედი. სანამ სასაწავლო დაწესებულებისაკენ მივდიოდი, ისე შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც უკან მომყვებოდა. შევბრუნდი და ჩემს უკან მომავალი ჯიმინი დავინახე. ბიჭმა, როდესაც შეამჩნია, რომ ვუყურებდი, დამეწია და ფართოდ გამიღიმა.

- დილა მშვიდობისა, კიმ სანჰი, - ისევ სიკეთე გამოასხივა და საყვარლად გამიღიმა.

მეც იგივეთი ვუპასუხე და სკოლისაკენ ერთად წავედით. იმწამსვე შევნიშნე ჩემსკენ მომართული მზერები და ჩურჩულები. მარტივი მისახვედრია რის გამოც. ნუთუ ჩემზე და ჯონგუკზე საუბრობენ?

- საყვარელო, ჩემს გარეშე რატომ წამოდი? - ახლოს ჯონგუკის ხმა მომესმა, მისკენ შევრბრუნდი და ეშმაკ თვალებს შევეჩეხე.

ახსენე და აი - ისიც...

- ზედმეტად დიდხანს ემზადები, ძვირფასო, - ვითომ საყვარლად გავუღიმე და ბოლო სიტყვა გამოვკვეთე. - წავიდეთ, სალაპარაკო გვაქვს, - ბიჭს მკლავში ხელი ჩავავლე და კიბისაკენ წავათრიე. ჯიმინი იქ დარჩა და გაკვირვებულმა თვალი გამოგვაყოლა.

ჯონგუკი გიმნაზიის უკანა ეზოში გავიყვანე. აქ სიწყნარე იყო და შეიძლებოდა იმაზე არ გვედარდა, რომ ზედმეტი ყურები რამეს გაიგონებდნენ.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now