თავი 5

1.1K 118 6
                                    

- და ბუსანში რამდენი ხნით მიდიხარ? - საინზე კოვზის გადატარების შემდეგ დეიდას ავხედე.

ქალი საშუალო ზომის ჩემოდანში ნივთებს ალაგებდა.

- ორი კვირით. ჩემს გარეშე თავს გაართმევ? - დეიდა ჩემთან მოვიდა და თავზე მომეფერა.

- და როდის არ გამირთმევია? ეს ხომ პირველად არ ხდება, - თვალები ავატრიალე, რაზეც მან გაიღიმა. - ხო მართლა, სანამ წასულხარ, - გამახსენდა, რისი კითხვაც მინდოდა. - ვამპირებს აქვთ ისეთი შესაძლებლობა, რომ აზრებით იკონტაქტონ? - ქალს ფრთხილად ავხედე. დეიდა გვერდით ჩამოჯდა და ჩაფიქრებულად გამომხედა.

- ჰმ, მგონი, მდგომარეობას გააჩნია...ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა დაბადებიდან არ გიჩნდებათ, - ქალმა კეფა მოიქექა. - და რამე მოხდა?

- არა, არაფერი, უბრალოდ ვიკითხე, - თავი ჩავხარე. - და არ იცი, სად შეიძლება ამის შესახებ წავიკითხო? როგორც მახსოვს, ვამპირებზე წიგნი გვქონდა, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა...

- კი გვაქვს, მაგრამ ის ბუსანში, ჩვენს სახლში დარჩა, აი იქ წავალ და დავძებნი, რადგან ასე გჭირდება. - ქალმა გამიღიმა, ტაში შემოჰკრა და ჩემოდნის ჩალაგებას მიუბრუნდა.

მდგომარეობას გააჩნია?...

* * *

მიასთან ერთად ჩემს მერხთან ვიჯექი და ყველაფერზე ვსაუბრობდით. კარებთან თეჰიონი გამოჩნდა და თანაკლასელების გახშირებული სუნთქვის თანმხლებით, ჩვენთან მოვიდა. მიამ ის როგორც კი დაინახა, ადგილიდან წამოხტა. ბიჭმა მას გარკვირვებულად დახედა და ცალი წარბი აწია.

- რატომ ადექი? იჯექი უკვე, - ჩუმად თქვა თეჰიონმა და მეზობელი მერხის სკამის გამოწევის შემდეგ, მიას სკამის გვერდით დადო. გოგონა დაჯდა, ბიჭი კი მის გვერდით მოთავსდა. მინას და მისი დაქალების მზერა ჩვენსკენ იყო მომართული. ამ დროს კიმი ხელს დაეყრდნო და მოუხათრებლად მიაზე დაკვირვება დაიწყო.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now