თავი 13

948 102 9
                                    

სანჰის POV

- მინა ახლა ყოველ დღე გაღიზიანებული დადის. ყველას თავს ესხმის... - ჩურჩულით მითხრა მიამ და კლასს თვალი შეშინებულად მოავლო. - როგორც კუდიანი, - გოგონას შევხედე და ლოყაზე ვუჩქმიტე.

- ეგრე მოუხდება. გაბედოს და შეგეხოს. შენი რაინდი დაგიცავს, - ეშმაკურად ვთქვი და პაკის რეაქციის ლოდინი დავიწყე. მიას გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. - ხომ ასეა, თეჰიონ-ოპპა? - უკვე ბიჭს მივმართე, რომელიც სასადილოში ჩვენთან ერთად წამოვიდა და მაგიდას მიუჯდა. თეჰიონმა თავი ნელა წამოწია და მიას თავდაჯერებით შეხედა.

- დიახ, შენ - მე გყავარ, - მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა კიმმა. მიამ უხერხულობისგან თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დაიწყო და საშინლად აწითლდა. - მე, როგორც მეგობარი, დაგიცავ, - დაამატა ბიჭმა და გოგონას გაუღიმა.

აქ მე ზედმეტი ვარ... და როდის იქეთ გახდა მეგობარი?

გავიფიქრე და ჩაცინვის შემდეგ, სკამიდან წამოვდექი.

- საპირფარეშოში გავალ. მალე დავბრუნდები, - მეგობრებს გავუღიმე. მიამ თვალებში შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა: "არ დამტოვოო", თეჰიონმა კი უბრალოდ თავი დამიქნია.

მე, როდესაც საყვარელ წვილს თვალი კიდევ ერთხელ მოვავლე, სასადილოდან თვითკმაყოფილი გამოვედი.

- გაიგონეთ? დღეს საზღვარგარეთიდან სოლჰიონი დაბრუნდა...

- რას ამბობ! უჰ, რა მოუვა ახალბედას, როდესაც სოლჰიონი ჯონგუკის და სანჰის ურთიერთობაზე შეიტყობს...

- ეგ მეც მაინტერესებს.

გოგონების საუბარს ყურს ვუგდებდი, სანამ ტუალეტის კაბინაში ვიჯექი. როდესაც გავიგონე, რომ კარები ზურგს უკან მოიხურეს, საფირფარეშოდან იმწამსვე გამოვვარდი.

სოლჰიონი? ისეთივე ფანი, როგორც მინა?

ხელში ტელეფონმა დაიზუზუნა და ეკრანზე დახედვის შემდეგ, უცხო ნომერი დავინახე.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now