სანჰის POV
- სანჰი, გამარჯობა, - კორიდორში მივაბიჯებდი, როდესაც წინ ჯიმინი შემომხვდა. - მინდა ჩემი დიდიხნის არ ყოფნის გამო ბოდიში მოგიხადო და დღეს ბიბლიოთეკაში წავიდეთ. კარგი და მშვიდი ადგილია, სადაც პროექტის დამთავრება შეგვიძლია... - კეფის მოქექვის შემდეგ, უხერხულად მითხრა ბიჭმა.
- გამარჯობა, ჯიმინ. კარგი, მოდი პირდაპირ სკოლის შემდეგ წავიდეთ, - პაკს გავუღიმე, რაზეც მან თავი დამიქნია და საპასუხოდაც გამიღიმა.
* * *
- აბა, წავიდეთ? - როგორც კი ბოლო გაკვეთილი დასრულდა ჯიმინი ჩემს მერხს მოუახლოვდა. მე თავი დავუქნიე და გასასვლელისკენ გავემართე.
- საჰნი, სად მიდიხარ? - მხარზე ხელი ვიღაცამ ბატონურად დამადო. მე უკვე წინასწარ ვიცოდი ვინ იყო, ამიტომაც არც შევბრუნებულვარ. ჯონგუკმა, როდესაც ეს შენიშნა, გამასწრო და წინ დამიდგა. ბიჭი ხან მე მიყურებდა, ხან ჯიმინს და თვალების ჩემზე შეჩერების შემდეგ, ჩაიცინა. - არ გინდა, შენს შეყვარებულს დაელოდო?
- ახლა სახლში არ მივდივარ, მე და ჯიმინმა მოვილაპარაკეთ, რომ ბიბლიოთეკაში წავიდოდით და პროექტს დავასრულებდით. - ჯონს შევატყობინე. ეს სიახლე ჯონგუკს თვალსაჩინოდ არ ესიამოვნა.
- ანუ მოილაპარაკეთ? და ნებართვა არ უნდა აგეღო? - ბრაზიანად მკითხა ჯონგუკმა, შემდეგ კი მზერა პაკზე გადაიტანა. ჯიმინი მას ოდნავ გაღიზიანებული უყურებდა.
- მისმინე, პროექტის შესახებ იცი. და თუ რამე, სანჰის შეეძლო დაერეკა და წასვლაზე შეეტყობინებინა. ამიტომაც ახლა გაუშვი და წავალთ, - ჯიმინის სითამამისგან გაოცებული ვიყავი. ჯონი ბიჭისაკენ დაიძრა, მაგრამ ჯიმინს გადავეფარე. ბიჭი მზად იყო პაკისთვის დაერტყა, მაგრამ როდესაც მის წინ მე შევრჩი, უეცრად გაჩერდა. მე სახეზე ხელი ყოველი შემთხვევის ავიფარე. ჯონგუკმა რამდენიმე წამი უბრალოდ მიყურა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია. გული რატომღაც მტკივნეულად შემეკუმშა.
![](https://img.wattpad.com/cover/231467805-288-k806000.jpg)
YOU ARE READING
E U P H O R I A | J.JK
Romanceსეულში ჩემი გადასვლა ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა მეგონა. მაგრამ, როგორც ჩანს, ძლიერ შევცდი. მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავიდან ფეხებამდე შეიცვალა. და ამაში დამნაშავე მხოლოდ ის არის. - ეი, კიმ სანჰი, ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულე...