თავი 21

963 94 23
                                        

თვალები ძლივს გავახილე, მაგრამ ნათელი სინათლისგან იმწამსვე შევიჭმუხნე. ახლოს მიყრუებით ჩამესმოდა საუბრის ფრაგმენტები. ყურის დაგდების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ჯონგუკი და მისტერ ჯონია.

- მამა, საუბრისთვის შესაფერისი დრო არ არის. უკვე ყველაფერი ვთქვი ნიშნობასთან დაკავშირებით და ეს ჩემი საბოლოო გადაწყვეტილებაა. სოლჰიონს ჰკითხე, ისიც წინააღმდეგია. - ჩუმად თქვა ჯონგუკმა, მაგრამ ხმიდან გამომდინარე გასაგები იყო, რომ გაღიზიანებული იყო.

- კარგი, შვილო, რადგან ორივემ ასე გადაწყვიტეთ, მაშინ ხვალ მოლაპარაკებას გავაუქმებ. - ჩაიბურტყუნა კაცმა. - თვითონ გადაწყვიტეთ, რადგან ასეთი ზრდასრულები ხართ. მაგრამ მინდა უკვე ჩემი შვილის საცოლე ვნახო, და ეს შენი გასართობი ჩვრები! - ნაწყენად დაამატა ჯონმა.

ტკივილისგან პულსირებულ თავზე ხელის შემოდებით ვიჭმუხნები, რითიც ბიჭის და მამამისის ყურადღებას ვიქცევ.

- სანჰი! როგორ ხარ შვილო? - მეკითხება მისტერ ჯონი, როდესაც ჩემს საწოლთან მოდის. მე ვერაფერს ვამბობ და მხოლოდ თევზივით პირს ვაღებ.

უკან მამაკაცს ჯონგუკი მოყვება და ყურადღებით მაკვირდება. მის თვალებში დარდი იკითხება, ახლოს მოდის და ხელს მკიდებს.

- მაპატიე, სანჰი. - ხელზე ხელი გადამისვა და ისე ხმადაბლა თქვა, რომ მხოლოდ მე გამეგონა.

- რამდენი ხანია აქ ვარ? - ვკითხულობ იმას, რაც თავში პირველად მომივიდა. ჩემდა გასაოცრად, თავის ტკივილი სწრაფად გაქრა. მე უკვე არც დაღლილობას და არც სხეულის ტკივილს არ ვგრძნობდი. მადლობა ვამპირების რეგენერაციის შესაძლებლობას.

- სამი დღე, ეს ვამპირისთვის საკმაოდ დიდი დროა. შენს დეიდას უკვე დავურეკეთ და სეულში ჩამოვიდა. მე გაოცებული ვიყავი, რომ ქალმა მომხდარის შესახებ არ იცოდა. მას გულწრფელად გაუკვირდა, როდესაც ჯონგუკის და შენს "კავშირზე" ვახსენე. რატომ დაუმალე? - მკითხა მისტერ ჯონმა.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now