სანჰის POV
ჯონგუკს დავუჯერე და სკოლა იმდენი დღით გავაცდინე, რამდენიც განთავისუფლების ფურცელზე იყო მითითებული. პირველ დღეებში თავი ხანდახან მტკიოდა, მაგრამ დღეს უკვე თავი ჩვეულებრივზე უკეთ ვიგრძენი, ანუ ხვალ მშვიდი გულით შევძლებ სკოლაში წავიდე, რომ ამაში სრულებით დავრწმუნდე. და მაინც, ჩემს ცხოვრებაში ჯერ კიდევ არასდროს ყოფილა ამდენი გამოცანა: როგორ მესაუბრება ჯონგუკი გონებით? რატომ აქვს ამ ბიჭს ასეთი ნაცნობი სურნელი? და რატომ ვგრძნობ ამ საშინელ თავის ტკივილს?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. თავში სრული სიცარიელე მაქვს.
შხაპიდან გამოსვლის შემდეგ, დივანზე დავენარცხე და ტელეფონი ავიღე. დეიდის ნომერის ავკრიფე და გამეღიმა.
რამდენი ხანია არ დავლაპარაკებივარ. ძალიან მომენატრა.
- გამარჯობა, ძვირფასო, - რამდენიმე ზარის შემდეგ, სასიამოვნო ხმა მომესმა. გული იმწამსვე გამითბა და ...რაღაცნაირად დამიმშვიდდა. - როგორ ხარ? მოგენატრე?
- დეიდა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის. იმისათვის გირეკავ, რომ გავიგო როგორ მიდის საქმეები? - დივნიდან წამოვდექი და ფანჯარას მივუახლოვდი.
- იცი, საყარელო, ყველაფერი კარგად მიდის და მეც კარგად ვარ. მინდა გაგახარო, - ქალმა მხიარულად დაიწყო. - ის წიგნი ვიპოვე. წარმოგიდგენია, სარდაფში იყო, რაღაც ძველი ნივთების ქვეშ. მომიწია დიდხანს მეწვალა, რომ მისთვის მიმეგნო.
- მართლა? ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში, რომ იქ ქექვა გაიძულე... - თითები ცივ ფანჯარას გადავატარე და მასზე ცხელი თითების კვალი დავტოვე.
- ო, არა, ყველაფერი რიგზეა, საყვარელო. ანუ, რა მინდოდა შენთვის მეთქვა. გადავფურცლე და შენს კითხვაზე პასუხი ვიპოვე. მოიცადე, ახლავე წაგიკითხავ, - ნერვიულობისგან ხელის გულები გამიოფლიანდა. - აქ ნათქვამია, რომ ასეთი შესაძლებლობები და არა მხოლოდ, შეიძლება ორ ვამპირს შორის მოხდეს, რომლებიც დაკავშირებულები არიან.
YOU ARE READING
E U P H O R I A | J.JK
Romanceსეულში ჩემი გადასვლა ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი შემთხვევა მეგონა. მაგრამ, როგორც ჩანს, ძლიერ შევცდი. მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება თავიდან ფეხებამდე შეიცვალა. და ამაში დამნაშავე მხოლოდ ის არის. - ეი, კიმ სანჰი, ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებულე...