თავი 15

960 97 21
                                    

სანჰის POV

- ბავშვებო, მინდა შეგატყობინოთ, რომ ბოტანიკაში პროექტული სამუშაო გიწევთ, - დაიწყო ბილოგიის მასწავლებელმა. კაბინეტი მალევე უკმაყოფილო ამოხვნეშებით აივსო. მე და მიამ გავიღიმეთ და ერთმანეთს გავხედეთ. - დიახ, მოგიწევთ გაისარჯოთ. მოკლედ ეს წყვილური სამუშაოა, ამიტომაც ახლა ყველას დაგაწყვილებთ, - მასწავლებელმა იმ მოსწავლეების წყვილების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც თავად შეადგინა. - პაკ მია და...კიმ თეჰიონი. - მიას თვალები გაუფართოვდა და საპროტესტოდ შემომხედა, მე გამეცინა და ჩავჩურჩულე რომ ეს ბედი იყო, რაზეც მან წარბები ბრაზიანად შეჭმუხნა. - პაკ ჯიმინი და კიმ სანჰი. - როგორც კი ჩემი სახელი გავიგონე, მზერა იმწამსვე მეზობელ მერხზე გადავიტანე, სადაც ჯიმინი იჯდა. პაკმა ფართოდ გამიღიმა, მე კი თავი ისე ვაჩვენე, რომ ამ სიახლისგან ბედნიერი ვიყავი.

და მაინც, ამ ბიჭს გაურკვევლობაში შევყავარ. ჩანს რომ უწყინარია, მაგრამ მასში რაღაც ისე ვერ არის. მოკლედ, შეიძლება ვცდებოდე.

გაკვეთილების შემდეგ ჯიმინი ჩემთან მოვიდა და ბიბლიოთეკისაკენ ერთად გავემართეთ, რომ ბოტანიკის შესახებ საჭირო წიგნი გვეპოვა. ჩვენ მცენარეების თემა, ვარდების ოჯახი შეგვხვდა.

- ვარდები მოგწონს? - სათვალის შესწორების შემდეგ, მკითხა ჯიმინმა. მე რამდენიმე წამით დავფიქრდი და თავი დავუქნიე. - და როგორი? ნუ, როგორი ფერის? - გააგრძელა დაკითხვა ბიჭმა და თვალი ყურადღებით შემავლო. მისი ამ მზერისგან თავი არაკომფორტულად ვიგრძენი, გავბრუნდი და წიგნის ძებნა გავნაგრძე.

- ფერი...ალბათ, თეთრი, - მოკლედ ვუპასუხე და ტუჩები ერთმანეთს დავაჭირე. - არ მიყვარს წითელი ფერი, - ბიჭმა გაგების ნიშნად თავი დააქნია და მეტი არაფერი უკითხავს, ხანდახანს თუ გადმომხედავდა.

ყველა საჭირო მატერიალის შეგროვების შემდეგ, მე და ჯიმინი ვერანაირად ვერ შევთამხდით თუ ვისთან გაგვეკეთებინა პროექტი. ბიჭმა სტუმრებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე მომიყვა, რის გამოც მის სახლში ვერ ვიმუშავებდით, მე კი ვუთხარი, რომ "ჩემებს" ვკითხავდი და როგორც კი პასუხს მივიღებდი, დავურეკავდი.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now