თავი 26

851 87 14
                                    

შუქი ინთება და სანჰის შეყვირებასთან ერთად მხიარული ხმები ისმის. პირველს ვისაც კიმი ამჩნევს მიაა, რომელიც გოგონას სირბილით ჩაეხუტა. გაოცებისგან და მოულოდნელობისგან სანჰის თვალები გაუფართოვდა და პირი გააღო. დანარჩენები კი უკან იდგნენ და უბრალოდ ხელებს მხიარულად იქნევდნენ. სანჰიმ იქ მყოფებს თვალი მოავლო. სასტუმრო ოთახში იდგნენ: თეჰიონი, მია, ჯინი...და აქ უკვე მისი მზერა შავთმიან გოგონაზე გაჩერდა, რომელიც ჯინის ფართო მხრებს უკან იდგა და ნაზად იღიმოდა.

- ის აქ რას აკეთებს? - კითხულობს სანჰი და მინას თვალს არ აშორებს. გოგონამ პირი გააღო და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სოკჯინმა დაასწრო.

- სანჰი, მინა აქ მოვიდა, რომ რაღაც გითხრას. ხომ ასეა? - უკვე გოგონას მიმართა ბიჭმა. ის ჯინს ნაღვლიანად მიაჩერდა და თავის დახრის შემდეგ, სანჰისკენ შებრუნდა.

- სანჰი, მინდა იმ ყველა დაცინვისთვის ბოდიში მოგიხადო, რომელიც შენ მოგაყენე. მესმის, რომ ახლა ვერ მაპატიებ...

- სწორად გესმის, - დაასწრო კიმმა და შეჭმუხვნით მზერა ირგვლივ გადაიტანა. - სჯობს სხვა გოგონების წინ მოიხადო ბოდიში. მე გადავიტან, ისინი კი სერიოზულად არ იყვნენ ასეთი ურთიერთობის ღირსნი. - მშრალად დაამატა მან და ოთახის სიღრმეში შევიდა.

- ემმ, კარგი, მოდი ყველა გაურკვევლობა და წყენა დავივიწყოთ, და უბრალოდ ვიმხიარულოთ? - იმედით იკითხა ჯინმა, რითიც დაძაბულობა განმუხტა.

- ვიმხიარულოთ? - იკითხა სანჰიმ და ჯონგუკს გაურკვევლად გახედა.

- ხო, გუკიმ დაგვპატიჟა. ამიტომ, მეგომრებო დავიწყოოოოოთ! - დაიყვირა ჯინმა, რითიც სხვებიც გამოაფხიზლა.

ბიჭის იდეა ყველას მოეწონა და ყველაფრის გადმოლაგება დაიწყეს.

სანჰი, რომელიც სამზარეულოდან საინებით ხელში გამოდიოდა, გაჩერდა და მეგობრებს გახედა. გოგონას გული გაუთბა, როდესაც თეჰიონი და მია ერთად დაინახა. ბიჭი გოგონას არ შორდებოდა, მიამ კი სირცხვილისგან არ იცოდა სად წასულიყო. რის გამოც კიმი ნაზად იღიმოდა და გოგონას დახმარებას ყველანაირად ცდილობდა.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now