თავი 25

844 88 7
                                    

- მაინც და მაინც ახლა რატომ მტოვებ? - ტირილნარევი ხმით ეკითხება სანჰი დეიდას. ქალი ჩემოდნებს მოწყენილი სახით ალაგებს. - ხომ იცი, რომ მალე რიტუალს ვატარებთ, ერთი შეცდომაც და ვეღარასდროს გნახავ. - გოგონას ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.

ქალი შეგროვებას წყვეტს და იმ დივანთან მიდის, სადაც სანჰი იჯდა. ის გოგონას ეხვევა და მისკენ იზიდავს. თავს ძლივს იკავებს, რომ გოგონას წინ არ ატირდეს.

- სანჰი, პატარავ, ხომ იცი, რომ ჩემი სამსახური მშვიდად სუნთქვის უფლებას არ მაძლევს. შესაძლებლობა რომ მქონდეს, დაუფიქრებლად დავრჩებოდი, მაგრამ ასე მიეწყო ყველფერი... - ოთახში ხმამაღალი ტირილის ხმა გაისმა და ქალმა უფრო მეტად მიიკრო გოგონა. - მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო გოგო, არ იდარდო, ყოველთვის კავშირზე ვიქნები, უბრალოდ ხშირად დამირეკე და ვერც შეატყობ:  შენს გვერდით ვინქნები, თუ შენგან შორს.

გოგონა ქალს მოეხვია. ახლა მას უბრალოდ უნდოდა, რომ ეს მომენტი სამუდამოდ გაგრძელებულიყო. ნაცნობი სურნელის ჩასუნთქვა და საუბარი, როდესაც იცი, რომ ყოველთვის გაგიგენებ და გვერდში დაგიდგებიან.

სანჰი ატირდა და კიდევ უფრო ძლიერ მიეკრო ქალს. არ უნდოდა, რომ დეიდა წასულიყო, მაგრამ ესმოდა, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო. 

მომდევნო დღეს ქალი ყველას დაემშვიდობა და ტაქსის გამოძახების შემდეგ, აეროპორტში წავიდა. სანჰი ჯერ კიდევ დიდხანს გაჰყურებდა მიმავალ ავტომობილს და იმის შემდეგაც გააგრძელა როდესაც თვალს მიემალა.

- გკმარა ქვითინი. ჩამოდი მაგ რაფადან, - გოგონასთან ჯონგუკი მივიდა და მისკენ მიაბრუნა. მის თვალებზე ცრემლების დანახვის შემდეგ ბიჭმა კბილები ერთმანეთს დააჭირა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გოგონას ცრემლები მოწმიდა. - ღმერთო, კიდევ ტირი, ასეთი რამის ყურება არ შემიძლია.

- მაშინ არ უყურო. - ჩაუბურტყუნა სანჰიმ და რაფადან ჩამოძვრა, ისე რომ ბიჭისთვის არც კი შეუხედავს.

E U P H O R I A | J.JKWhere stories live. Discover now