ნაწილი მეშვიდე:უცხო. ❥

384 73 44
                                    

უცნაური და ზედმეტად უცხოა ჩემთვის ეს ემოცია რაც ამ წამს ვიგრძენი!
რადგან რობოტივით ამღზარდეს და ერთადერთი რაც ვიცი ,ემოციების დამალვა.
ანუ ის თუ როგორ ვიყო უგრძნობი და უემოციო!
ამ წამს კი ამ საშინელმა ვამპირმა,ჩემში ეს ახალი ემოცია გშექმბა.

"კარგი,მოდი მოგეხმარები"ბოლოს ამ წინადადებით დაასრულა სიცილი და თავისი ლამაზი დიდი ხელი გამომიწოდა ,რაზეც დაბნეულმა გავიწოდე მეც ხელი და ფეხზე წამოდგომის შემდეგ რატომღაც თვალებზე მივაჩერდი,სულელურად მთვრალმა კი რაც გონებაში გავივლე ის ვთქვი!
"იცით რა კითხვა არ მასვენებს ბატონო სოკჯინ."ეს რომ ვთქვი გაკვირვებული მზერა მომაპყრო,ისე რომ თან ღიმილი არ სცილდებოდა მის სახეს.
"მთელი გულისყურით გისმენთ "
ეს თქვა და ჩემს წინ დაჯდა,შემდეგ კი ამ მშვიდი თვალებით მომაჩერდა.
"სიმართლეა რასაც თქვენზე იძახიან?
მართლა ხოცავთ ახალგაზრდა გოგონებს ?
მათ მართლა ერთი შეცდომის გამო კლავთ?
სიმართლეა,როდესაც იძახიან რომ თქვენი ნახვის შემდეგ ,არავის არ ავიწყდებით.
მაინტერესებს,ეს კითხვები არ მასვენებენ ეს ბოლო დღებია."ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი რამდენად სულელურ კითხვებს ვსვავდი,მაგრამ საბედნიეროდ რაღაც მკარნახობდა,რომ სისულელებს ვაკეთებდი.
ყველაფრის მიუხედავად კი ჩემს გულახდილობაზე სოკჯინს ჩაეცინა და შემდეგ ღიმილით გამცა პასუხი.
"თუ ამ აზრზე იყავით,რამემ გაგიჩინათ ეჭვი რომ ეს სიცრუეა?
თუ რატომ გაგიჩნდათ ეს კითხვები.
არ ხართ დარწმუნებული იმაში,ცუდი ვარ თუ არა?"ეს კითხვა ჩემთვის ზედმეტად დამაბნეველი და სახიფათო იყო,თითქოს და პასუხიც იდო ამ წინადადებაში,მაგრამ დაჯერება არ მინდოდა...ვიცოდი რომ ბოლომდე მაინც არ მეუბნებოდა,მაგრამ რატომ?
"არა..არ ვარ დარწმუნებული,ვინ ხართ,ან როგორი ."ეს რომ ვუთხარი ,მეც ძაალიან გამიკვირდა,რადგან აშკარად ეს სიტყვები სადღაც გულის სიღრმიდან მოდიოდა.
მე მაშინებდა ეს..მაშინებდა!
არ უნდა დამავიწყდეს აქ რისთვის ვარ!
"სასაცილოა რას უკეთებს ადამინს სასმელი"ჩაცინებით მხოლოდ ესღა თქვა და რატომღაც ჩემსკენ წამოვიდა,შემდეგ კი ნაზად მომეფერა ლოყაზე.
"ასე თუ გსურთ გაიგოთ ვინ ვარ, რატომ არ მსწავლობთ..რა გიშლით ხელს?"
ეს რომ იკითხა პირდაპირ ლამაზ წითელ თვალებში ჩავხედე და ცოტახანს დავმუნჯდი"მე არ შემწევს ამის ძალა..ზედმეტად რთული ხართ ბატონო სოკჯინ"ეს რომ ვუთხარი იგივე ღიმილით გადამიწია ყურს უკან თმა და მიპასუხა.
"დარწმუნებული ვარ გიყვარს სირთულების ამოხსნა..ეს ხასიათზე გეყოფა.
შეუპოვარი და მამაცი ხარ.
სხვა როდესაც ტირის ,შენ მყარად დგახარ და მტერს პირდაპირ თვალებში უყურებ."
ეს რომ მითხრა,თითქოს მესიამოვნა და თანაც გავოცდი თუ რამდენად ჭკვიანია..სულ ორ კვირამდეა აქ ვარ და ხშირადაც ვერ ვნახულობ,მან კი უკვე ჩემი ხასიათი შეიცნო.
"არ არსებობს გრძნობა,სახელად შიში.
მე არ მეშინია ბატონო სოკჯინ.
მე არ მაქვს უფლება ასეთ სამყაროში შიშ უფლება მივცე დამეპატრონოს."
ეს რომ ვუთხარი უკვე დაბნეულობამ მოიცვა მისი თვალები.
"და განა ადამიანებისთვის ეს გრძნობა ბუნებრივი არაა?"ეს რომ იკითხა უეცრად თავი ჩავხარე.
"კი ადამიამებისთვის,რომლებიც ჩვეულებრივ გარემოში გაიზარდნენ,იმ ადამიანებისთვის,რომლებმაც არ იციან რა არის ნამდვილი საფრთხე..მაგრამ ჩემთვის არ არსებობს,რაიმე რასთან დაპირისპირებაც არ მომიწია.
თუ ყველაფერი ნახე ადამიანმა,თუ ყველაფერს შეერკინე ,რისიღა უნდა გეშინოდეს?"ამ სიტყვების წარმოთქმისას,მეც კი არ ვიცი რატომ,მაგრამ რაღაც უცნაურმა ემოციებმა შემიპყრეს და თვალებიც კი ჩამიწყლიანეს.
"მგონი ზედმეტად პატარა ხარ იმისათვის,რომ ასე საუბრობდე.
დარწმუნებული ვარ ბევრი გადაიტანე,მაგრამ ხო იცი ზოგს თავსატეხი ასუსტებს,ზოგს კი პირიქით,აძლიერებს"
ეს რომ მითხრა მკრთალად გავუღიმე.
მეც კი არ ვიცი რატომ,მაგრამ მის სიტყვებში მხარდაჭერას ვგრძნობდი.
"მაშინ გამოდის ძლიერი ადამიანი ვარ"
ეს რომ ვთქვი,ორივე ხელი მომკიდა ლოყებზე,ისე რომ ეს ნათელი და თითქოს სანდომიანი ღიმილი არ მოშორებია მის სახეს"კი ასეა..ძლიერი გოგო ხარ,ასე რომ ნუღარ მოტყუვდები ..ამჯერად მიენდე და როგორც წეღან თქვი,მიხვდებოდი ვის უნდა ენდო..ასე რომ წარმატებები ანა,დარწმუნებული ვარ მათ მოერევი"
ეს რომ მითხრა კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა"კი,მაგრამ ვერ ვხვდები შენს მიმართ ასე რატომ არიან განწყობილნი?"
ამაზე მან ღრმად ჩაიხვნეშა და თან ხელი მომკიდა და საწოლისკენ წამიყვანა,მეც უთქმელად გავყევი.
"რადგან ერთადერთი ადგილია ეს სასახლე ,სადაც უდარდელად ცხოვრობენ და არაფრის არ ეშინიათ..ისინიც შენაირი ობლები და მიტოვებულები არიან.
ქუჩაში ყოფნას კი აქ ურჩევნიათ მემსახურონ,ნუ სხვა გამოსავალი არც აქვთ."ამის მოსმენაზე დაბნეულმა ავხედე..დავიჯერო მართლა ასეთი კეთილია,როგორიც ჩანს.
"გასაგებია"მხოლოდ ეს ვთქვი,რაზეც მან მხოლოდ ღიმილით გამომხედა,შემდეგ კი საბანი გადაწია და დააწოლაში მომეხმარა.
"დაიძინე ანა..მგონი ძილი დაგეხმაება,რომ სასმელისგან შენი ორგანიზმი გაიწმინდოს.
ტკბილი ძილი"
ეს რომ თქვა თან ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე მაკოცა!
ვერ მივხვდი ეს რატომ გააკეთა და ვერ კითხვის დასმა მოვასწარი,რადგან ამის შემდეგ თვალები დამეხუჭა და როგორც ჩვილს ისე ჩამეძინა.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Where stories live. Discover now