ნაწილი მეთერთმეტე:ომი ჯოჯოხეთში.♧

349 72 29
                                    

მეორე დღეს:
როგორც მოსამსახურეებისგან გავარკვიე ,დილის 6 საათზე აპირებდნენ სოკჯინი და მისი ჯარი სასახლის დატოვებას.
მე კი უკვე დარწმუნებით ვიცოდი ,რომ მინდოდა ამის გაკეთეება,იმის მიუხედავად რომ ძაალიან სახიფათო იყო ჩემი იქ წასვლა.
სწორედ დილით,მაშინ როდესაც მზე ამოდიოდა ფეხზე წამოვდექი და ისე შევინიღბე და შემდეგ ისე შევერიე ჯარს,რომ შეუძლებელი იყო ვინმეს დავენახე,მითუმეტეს სოკჯინს!
რადგან სოკჯინის ხალხი ანუ ეგრედწოდებული "ჯარი"
100 კაცისგან მაინც შედგებოდა.
წარმოიდგინეთ 100 ვამპირი ერთად...განა მათი დამარცხება შეუძლებელი არაა?!
რატომ უჭირს ყოველი სამეფოს ხელში ჩაგდება ამდენი მსხვერპლის სანაცვლოდ?
სააბრალო ხალხი,რომლებიც ამას ეწირებიან...უცოდველი და უდანაშაულო ხალხი.
უკვე წარმომიდგენია რამდენი ახალგაზრდა მიუგდო მეფემ სოკჯინის ჯარს,მხოლოდ იმის გამო რომ ტახტი შეინარჩუნოს.
კი სოკჯინს რაღაცებში ნამდვილად ვეთანხმები!
ეს მეეფები ღორები არიან და მეტი არაფერი,დიდებაზე შეყვარებული ღორები..ადამიანობა?
არა,მათ ეს დიდიხანია დაკარგეს.
ამაზე ვფიქრობდი და თან ცხენით მშვიდად მივყვებოდი უკან დანარჩენებს.
მთელი ამ დროის მანძილზე სოკჯინისკენ მეპარებოდა თვალი..ის მოხდენილად წელში გამართული იჯდა თეთრ ცხენზე და წინ ამ უდიდეს ჯარს მიუძღვებოდა!
ადგილზე მისულებმა, ყველამ გაფანტვა დაიწყო და რაღაცაზე ჩურჩულებდნენ თან,როდესაც მე წარმოდგენაც კი არ მქონდა რა ნაბიჯისთვის ემზადებოდნენ.
"სამამდე დავითვლი და წინ მდგომები სასახლეში განაწილდით,დანარჩენები კი  სასახლის გარშემო ხალხს მიხედეთ.
მოემზადეთ!"სოკჯინმა ეს რომ გამოაცხადა ცოტა დავმშვიდდი და მისი ბრძანების შესრულების მაგიერ იქვე შეუმჩნევლად დავდექი...მე აქ იმისთვის ვიქნები რომ სოკჯინს თვალი ვადევნო და ყველას ვინც მის გარშემო იტიალებს,ხოლო ისინი  დასუსტდებიან  თუ არა ,მეც მივალ და სისხლს მივცემ!
შესანიშნავი გეგმა იყო და რამოდენიმე ხანში მართლაც დაიფანტა ყველა !
ზოგი სასახლისკენ გაემართა ,ზოგი კი ახლო მახლოში მყოფ მოწინააღმდეგის ხალხს დაესხა თავს.
მე კი მშვიდად ვიდექი და უემოციო გამომეტყველებით ვუყურებდი ყოველი მამაკაცის სისხლის გუუბეს,ტკივილით სავსე თვალებს და სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვას!
მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამარკვირვა რომ სოკჯინის ხალხი ყველას არ ესხმიდა თავს!!
მხოლოდ იმათ,ვინც მათ წინააღმდეგობას უწევდათ..ახლა კი გასაგებია,რატომ მოდიან ასეთი დასუსტებულები და რატომ სჭირდებათ ამდენი დრო ახალი სამეფოების მოპოვებაში!
ისინი არ უტევენ,არამეედ თავს იცავენ.
ამაზე ფიქრში არც კი ვიცი როგორ ,მაგრამ ადგილზე გავიყინე და ფიქრებმა და გაკვირვებამ სულ გააყინა ჩემს გარშემო დრო,მანამ ფეხზე შეხება არ ვიგრძენი და ძირს რომ დავიხარე ერთ-ერთი ჩვენიანი დამხვდა.
ეს საბრალო სულ სისხლით იყო მოსვრილი და ძირს ეგდო,ისე რომ ფეხზეც ვეღარ დგებოდა!
მეც აღარ დავაყოვნე და ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი.
"დაგეხმარები."
ჩუმად ვუთხარი და ჩემი მაჯა გავუწოდე,რაზეც დარჩენილი ძალით ჩამასო ეშვები და ვიგრძენი კიდეც როგორ ტოვებდა სისხლი ჩემს სხეულს.
როდესაც შევატყვე რომ უკეთ იყო ხელი გამოვწიე და ფერზე მოსულს მივმართე.
"გაანაგრძე რასაც აკეთებდი!
მეფეს შენი იმედი აქვს."
ეს რომ ვუთხარი თავიღა დამიქნია და წინ ხმალ ამართული გაიქცა.
მე კი გადავწყვიტე დავკვირვებოდი შორიდან ბრძოლას და ყოველი დაშავებული ვამპირისთვის ძალა ისევ დამებრუნებინა,საკუთარი სისხლით.
მაინც რამხელა ძალა აქვს ვამპირისთვის ადამიანის სისხლს.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Where stories live. Discover now