ნაწილი მეორე:სუსტი სხეულები.✘

483 76 36
                                    

ათი წლის შემდეგ:

როგორი იყო ჩვენი სამყარო ადრე? 
სამწუხაროდ სულ დამავიწყდა.
აღარ მახსოვს არც ადამიანები და არც ის გარემო ,რომელშიც ამღზარდეს.
დიდიხანია სულ მარტო ვარსებობ ამ ეგრედწოდებულ სამყაროში,რომელიც ასევე მიტოვებულია!
ლობისი...ჩემი ძველი სახლი,ანუ ბავშვთა სახლი , მწვანეში ჩაძირულ ადგილას მდებარეობდა,მაგრამ ხალხი აქაურობას მხოლოდ მაშინ თუ ეწვეოდა,როდესაც საკუთარი შვილის მოშორება სურდათ.
ამჟამად კი ეს ყოველივე სასარგებლოდ აისახა აქაურობაზე, იმის დამსახურებით,რომ ამ ადგილას მოსახლეობის რაოდენობა ნაკლები იყო და არ იყო დასახლებული ადგილი,საფრთხეს არ წარმოადგენს ამ დროისთვის !
ამიტომ ერთი ორჯერ თუ შევეჩეხევოდი სადმე სისხლის მსმელ მონსტრებს!
ამიტომ  მიყვარს ამ ადგილზე ჩუმად მოსვლა...თავს ისევ იმ პატარა გოგონად ვგრძნობ,რომელიც გულუბყვილო იყო და მხოლოდ იმ სამყაროს შესახებ იცოდა,რომელშიც საშინელი სისხლისმსმელენი არ არსებობდნენ.
მოვიპარები ხოლმე და უბრალოდ საათობით ვუყურებ მწვანე მდელოებს,ეს გარემო კი თითქოს მამშვიდებს.
თავი დავკარგე ბოლო დროს,რადგან იმის გათვალისწინებით ,რომ საერთოდ არ მქონია ბავშვობა და არანორმალურ პირობებში გავიზარდე,ამას  ისიც ემატება,რომ ამ წლების მანძილზე ბევრი დავკარგე...ბრძოლა ვამპირების წინააღმდეგ,ზედმეტად სასტიკი და რთული აღმოჩნდა,ამიტომ ბევრი კარგი მეგობარი დავკარგე,ყველაზე საშინელება კი ისაა,რომ ისინი ჩემს თვალწინ დახოცეს.
დღემდე ლანდებად დამყვება ეს სცენები და მათი ტკივილით სავსე ხმაც მტკივნეულად ჩამესმის ყურებში.
ვიცი ჩვეულებრივი ვერასდროს ვეღარ ვიქნები,მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ ,რომ ერთ დღეს ყველა სისხლი მსმელს გავანადგურებთ და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები.
-არ დაგავიწყდეს ანა,რა სირთულესაც არ უნდა შეხვდე,ყოველთვის გაიღიმე და გზა გააგრძელე...გაიღიმე,გაიღიმე!
ეს სიტყვები როგორ მახსოვს...მიწევს დღემდე ჩემი დაპირება შევასრულო,რომელიც ამღზრდელთან დავდე.
ეს დაპირება კი იმას მოიცავს,რომ  ყოველთვის უნდა გავიღიმო ,როგორი თავსატეხიც არ უნდა მქონდეს წინ!
მაინც კარგ ხასიათზე უნდა ვიყო და ვარ კიდეც.
ხანდახან კი  შეშლილივით ჩემს თავსაც კი ველაპარაკები უკვე...ვაღიარებ, ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა მომენატრა.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Où les histoires vivent. Découvrez maintenant