ნაწილი მეცხრე:ამოუცნობი შიში.↯

355 69 20
                                    

"შენ გაბარებ მას.
მჯერა რომ საკმარისად გაუფრთხილდები.
ამიერიდან ჩემი მარჯვენა ხელი ხარ."
ამ სიტყვების მოსმენაზე უნებურად კმაყოფილს გამეღიმა,მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული იმაში,თუ როგორ ჩავიბარებდი პატარა ბიჭს,როდესაც ემოციურ დონეზე მასზე განივითარებელი და უკონტროლო ვარ...უბრალოდ უემოციო და უცნაური ახალგაზრდა,რომელიც პატარა ბიჭს ჩაიბარებს!
მგონი კარგი დასასრული არ უჩანს ამას.
"მას გვერდიდან არ მოშორდე"ამ ფიქრებში შემდეგ სოკჯინის ხმა მომესმა ისევ ,რომელმაც ღიმილით უთხრა ბიჭს და თავზე ხელი გადაუსვა.
მე კი მეტად და მეტად მიპყრობდა კითხვები..კითხვები მის შესახებ,მისი საქციელის შესახებ კითხვები მქონდა!
პასუხ გაუცემელი კითხვები.

"კარგი წამოდი წავიდეთ..დაგეხმარები რომ მოწესრიგდე"სოკჯინის წასვლის შემდეგ უხერხულად გადავულაპარაკე პატარა ბიჭს,რომელიც ჯერ კიდევ შეძრწუნებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით!
მე კი ვიცოდი რასაც გრძნობა...ეს შიში იყო!
მე კი არ ვიცოდი როგორ გამემხნევებინა.
"ნუ შეგეშინდება,ჩემს გვერდით უსაფრთხოდ ხარ"მხოლოდ ამის თქმა შევძელი და წინ გავუძეხი,ისე რომ ხელი არ გამიშვავს.
ეს პატარა ბიჭუნა,ჩემს ბავშვობას მაგონებს.
უცხო ადგილას,უცხო ხალხში,შეშინებული და მიტოვებული.

3 კვირის შემდეგ:
ეს ერთი კვირა ფაქტობრივად არც მინახავს სოკჯინი,რადგან თავის საქმეებზე დადიოდა.
მე კი ბიჭის მიხედვით ვიყავი დაკავებული..არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი!
სულ სხვა რაღაცისთვის ვიყავი აქ,მაგრამ ესეც სოკჯინის ნდობის მოპოვების შემადგენელი ნაწილი იყო!
ამითღა ვიმართლებდი თავს,მაგრამ ფაქტი იყი ეს პატარა ბიჭი უკვე აშკარად მანაღვლებდა.
"კარგი საკმარისია ერთ ოთახში ძილი,დროა საკუთარი ოთახი გქონდეს!"
მშვიდად ვუთხარი ჩემს წინ მდგარ პატარა ბიჭს და წინადადების ბოლოს მკრთალად გავუღიმე,შემდეგ კი გრძელ კოლიდორს გავუყევი მასთან ერთად.
სააბოლოდ ერთ კართან შევჩერდი,რომელიც ჩემს ოთახთან ახლოს იყო,თანაც თავისუფალი!
"ეს გამოგვადგება!"
ვთქვი და ძველი ხის კარიც შევაღე ,შედეგად კი წინ მტვრიანი და ბნელი ოთახი გაადამეშალა.
"აჰ..ესეც ასე! პატარა საყვარელი ოთახი შენთვის"მშვიდად გადავულაპარაკე ,ისე რომ მტვრიანი და ბნელი ოთახისთვის უკმაყოფილო მზერა არ მომიცილებია.
ბავშვისთვის ზედმეტად შეუსაბამო გარემოა..სოკჯინმა ის მე ჩამაბარა,მე კი ვალდებული ვარ რომ მასზე ვიზრუნო.
ბოლოს და ბოლოს ის მხოლოდ ბავშვია.
"კარგი პატარა ბიჭო,მგონი არც ისეთი კარგად გამოიყურება ეს ოთახი..მოდი ცოტა გავალამაზოთ"პატარა ღიმილით შევხედე,რაზეც თვითონაც მკრთალად გამიღიმა და თავი დამიქნია.
მეც მშვიდად ვუშვი ხელი და პირველ რიგში სქელი ფარდები მოვაცილე ფანჯრებს.
"სინათლე, აი რა სჭირდება პირველ რიგში ამ ოთახს"თან მშვიდად ჩავილაპარაკე და შემდეგ უკეთ მოვავლე მტვრიან ოთახს თვალი"მგონი ბევრი სამუშაო გვაქვს"
სააბოლოდ ესღა ვთქვი ჩახვნეშით და ოთახის დალაგებას შევუდექი...ხო,სააბოლოდ კი სულ რაღაც ნახევარ საათში ყველაფერი ამ საშინელ მტვერში გაეხვია!!
გეფიცებით უკვე ძლივს ვსუნთქავდი.
"აბა,აბა აქ რა ხდება?"პატარა სიცილი მომესმა უკნიდან,რაზეც ხველებით ხელით მიმოვფანტე ჰაერში მტვერი და ძლივს დაბინდული თვალებით მივაჩერდი სილუეტს.
"ბატონო?"ეს სოჯჯინი იყო და ამ წამს აშკარად ეცინებოდა ჩემგან გამოწვეულ აურზაურზე"რას აკეთებ? "პატარა სიცილით იკითხა,რაზეც დაბნეულმა გავხედე იქვე მჯდარ პატარა ბიჭს და უხერხულად ვუპასუხე"ოთახი ზედმეტად მტვრიანი და მოუწესრიგებელი იყო,მე კი ვიფიქრე-"
აღარ დამასრულებინა და უკვე ნათლად მომცინარმა მომართა.
"ანა უბრალოდ შეგეძლო მოსამსახურებისთვის დაგეძახა,ნუთუ ასეთი რთული იყო ეს"
ამაზე მე ვეცადე რამე მეპასუხა,მაგრამ ვეღარაფერი მოვიფიქრე!
აი სულელიც..რატომ ვერ მოვიფიქრე ეს?!
"კარგი,კარგი დაანებე ამ არეულობას თავი და უკან გამომყევი,მეტად სერიოზული საქმე მაქვს შენთვის"ეს რომ მითხრა დაბნეულმა დავუქნიე თავი და უკან გავყევი,რაზეც ცოტახანში პატარა ბიჭუნაც ამედევნა და გვერდით ამომიდგა..უკვე ვატყობ რომ გვერდიდან არ მშორდება,აშკარად შემეჩვია.
სოკჯინი ცოტახანში მისაღებ ოთახში გაჩერდა სადაც,ის რამოდენიმე გოგონა იყო,რომლებიც სამი კვირის უკან მოიყვანა.
"როგირც გითხარი მათ მინდა შენ აუხსნა არსებული სიტუაცია,მაგრამ ბავშვის გამო აშკარად ვერ მოიცალე..ასე გსსიამოვნებს მასზე ზრუნვა?"ეს რომ მკითხა პატარა სიცილით მორცხვად ჩავხარე თავი და დაბნეულმა ვუპასუხე.
"მე თქვენს ბრძანებას ვასრულბდი"
ამაზე მან მხოლოდ ჩაიცინა და შემდეგ მანიშნა რომ დამეწყო ჩემი საქმე,რაზეც მეც აღარ დავაყოვნე და გოგონებს გადავავლე თვალი,შემდეგ კი დავიწყე.
"კარგით გოგონებო,ყოველი თქვენგანი სხვა და სხვა სამეფოდან ხართ და მესმის რომ შეშინებულები ხართ ყველაფრის მიუხედავად.
ამას კი საშინელ ხმებს და ჭორებს ვაბრალებ,რომლებსაც ხალხი ავრცელებს ბატონ სოკჯინზე.
მაგრამ ბატონი მონსტრი არ არის,პირიქით..მას თქვენი გადარჩენა უნდა!
უნდა რომ დამოუკიდებელ,თავისუფალ და მშვიდობიან სამეფის გაუძღვეს სათავეში,მაგრამ თქვენი სამეფოს მეეფები უშლიან ამაში ხელს!
ბატონს კი მათ წინაღმდეგ დიდი ბრძოლა მოუწევს რომ საწადელს მივახწიოთ,ამაში თქვენ უნდა დაეხმაროთ!
უფრო სწორად კი თქვენი სისხლი ,რათა მათ წინაღმდეგ საკმარისად ძლიერი იყოს.
სააბოლოდ კი დაიმახსოვრეთ,რომ ყველა ბოროტმოქმედი როდია ბოროტი...ჩვენს მეფეს მშვიდობა სურს,მხოლოდ მშვიდობა"
ვერც ვიჯერებდი რომ ეს ყველაფერი მე ვთქვი,მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო ,აშკარად ყველაფერი ვთქვი რაც საჭირო იყო!
რადგან ამის შემდეგ გოგონები აშკარად დამშვიდნენ...ერთის გარდა.
არსაიდან ,მაშინ როდესაც ჯერ კიდევ გოგონების რეაქციებს ვაკვირდებოდი შორიდან,ერთს შევატყე რომ ზედმეტად უცნაურად იქცეოდა!
არა ეს უცნაურიც არ იყო..ის ადამიანივით არ იქცეოდა,უფრო მეტიც თითქოს მეცნობოდა მისი სახე,თვალები,გამოხედვა და მოძრაობა.
სიცარილე და მხოლოდ გაუმაძრობის სურვილი...ის კი პატარა ბიჭუნას უყურებს,რომელიც სოკჯინმა ჩამაბარა.
არ ვიცი რა ხდება და დაინფიცირებული როგორ მოხვდა აქ,მაგრამ სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედო!
ვერ მოვასწრებ სოკჯინისთვის იმის თქმას,რომ ეს გოგონა ვამპირია,რადგან ამ მომენტში შეიძლება გადამწყვეტი წამი დადგეს და მოულოდნელად ბიჭს უკბინოს.
ამიტომ სოკჯინის ქამარზე ჩამოკიდებული ხმალი ამოვიღე მიზანში და მშვიდად დავაკვირდი რას მოიმოქმედებდა!
მე კი უკვე მზად ვიყავი ,რომ შესაბამის მომენტში ბიჭი დამეცვა.
აი ზუსტ დროს კი არსაიდან ყვირილი ატყდა!!
ყვირილი და ქაოსი!
არც კი ვიცი როგორ,მაგრამ სრულიად სხვა გოგონა დაეტაკა ბიჭს!
დანარჩენი გოგონებიც უკვე ძირს ეგდნენ და მათი სისხლით იყო ყველაფერი გადაწუწული!
ჩემთვის კი თითქოს დრო დანელდა,ყველაფერს ნელი მოძრაობით ვხედავდი,თითოეული ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა მესმოდა !
გულის ცემა,ნაბიჯები,ყვირილი!
საბოლოდ კი ბიჭი ,რომელსაც უკვე
ერთ-ერთი მათგანი სისხლს სწოვდა!
არ ვიცი ეს რა დროის მონაკვეთში მოხდა და რამდენხანს გაგრძელდა,მაგრამ ამ წამს მხოლოდ მისი დახმარება მინდოდა!
სოკჯინის ქამრიდან ხმალი ამოვიღე და პირდაპირ ზურგში ჩავარჭე გოგის,რომელიც უკვე ადამიანი აღარ იყო!
მისი სისხლი მომესხა მთლიან სახეზე და ხმალიც მის ზურგში დარჩა ღრმად,მე კი აღარ მიფიქრია მეტი,პირდაპირ ძირს დაცემულ პატარა ბიჭს მივარდი.
მასთან ჩავიმუხლე და ანერვიულებულმა დავხედე"ჯ-ანდაბა..ჯანდაბა.."ამ წამს მგონი პანიკაში ვიყავი!
არ ვიცი,არ ვიცი რა დამემართა!
ასეთი ემოციები არასდროს მიგრძვნია..მეგონა არაფრის არ მეშინოდა,მაგრამ ამ წამს მეშინია რომ ის მოკვდება,სწორედ ამის მეშინია.
გარშემო ყველა ხმა მკრთალად მესმის,ფაქტობრივად არც მესმის,რადგან მხოლოდ ბიჭზე ვარ კონცენტრირებული.
"ანა"შემდეგ კი ყრუდ ჩამესმის უკან ძახილი,მაგრამ ვაიგნორებ.
"ანა!"კიდევ ერთხელ მეძახის ვიღაც,სააბოლოდ კი ხელსაც ვგრძნობ მხარზე და ისევ ამ სამყაროს ვუბრუნდები.
ყველაფერი ჩვეულ რიტმშია და გარშემოც ყვირილი აღარაა.
"რ-ა მოხდა?"დაბნეულმა და ანერვიულებულმა ვიკითხე, რაზეც მეტად მომაჩერდა ღრმა და მისტიური თვალებით.
"ეს მე უნდა გკითხო"შემდეგ კი ეს მიპასუხა,რაზეც საკუთარ ხელებს დავხედე..სულ სისხლიანი იყო ,ჩემს გვერდით კი მკვდარი ვამპირი ეგდო..მათი თქმით კი არშემდგარი ვამპირი.
"მე..მე..მისი გადარჩენა მინდოდა"დაბნეულბა ვუპასუხე და ჩემს წინ სუსტად მჯდარ ბიჭს გავხედე.
"მივხვდი ანა,ამას მივხვდი"სოკჯინმა მშვიდად მიპასუხა და შემდეგ თვალებით მანიშნა რომ ავმდგარიყავი.
"მაგრამ არ მესმის ქუჩაში გამოგდებულ უპატრონო გოგონას,საიდან გაქვს ასეთი შესაძლებლობები.
საიდან იცი ეს ბრძოლის ილეთები ,ან ის თუ რა ადგილას უნდა დააზიანო ვამპირი"
ეს რომ მითხრა მერეღა მივხვდი რა ჩავიდინე!
მისი ნდობა ძლივს მოვიპოვე..ნუთუ ამ ერთი შემთხვევით ისევ დავკარგავ!?
"მე..არც კი ვიცი ეს როგორ გავაკეთე ბატონი სოკჯ-"შემაწყვეტინა და ჩემსკენ ახლოს მოიწია,შემდეგ კი სახიდან ნაზად მომწმინდა ხელით სისხლი.
"ნურაფერს ნუ მომატყუებ ანა,რადგან როგორც იცი არც ერთი ტყუილი არ რჩება საიდუმლოდ .
სააბოლოდ ყველაფერს ფარდა ეხდება."
შემდეგ კი ეს მითხრა მკრთალი ღიმილით და უეცრად ზურგი მაქცია.
"გვამები მოაშორეთ და გაარკვიეთ ,რომელმა შემოიყვანა სასახლეში დაკბენილი გოგო"
ესღა ბრძანა და მშვიდი ნაბიჯით დატოვა მისაღები,ისე რომ მთელ სასახლეში მხოლოდ მისი მკაცრი ნაბიჯების ხმა ისმოდა.
ყველგან კი მისი შიშით და მრისხანებით დუმდნენ!
გარშემო საშინლად გამოიყურებოდა ყველაფერი..7 გოგო დაკბენილი იყო,საბედნიეროდ იქამდე არა რომ ვამპირებად ქცეულიყვნენ,მაგრამ მომხდარით შოკი კი აშკარად მიეღოთ!
5 გოგონა მკვდარი იყო და ერთ-ერთი მათგანი ჩემგან.
დანარჩენები კი შეშინებულები მოთქვამდნენ,გარშემო კი მხოლოდ სისხლი!
სისხლი,სისხლი,სისხლი!
ვერ ვიტან სისხლს,ვერ ვიტან წითელ ფერს.
ყველაზე მეტად კი ემოციებს ვერ ვიტან..ჩემში განსაკუთრებით,მაგრამ როგორღაც ამ პატარა ბიჭის დამსახურებით,რომელსაც სახელიც კი არ აქვს,დღეს აღუწერელი ემოციები ვიგრძენი,შედეგად კი ჩემი თავიც და ჩემი აქ ყოფნის მიზეზიც საფრთხეში ჩავაგდე.
"პატარა ბიჭო შენს გამო დღეს პრობლემები შემექმნა..რატომ მომცილდი გვერდიდან,როდესაც გითხარი რომ გვერდიდან არასდროს არ მომშორებოდი."მშვიდად ჩავიმუხლე მის წინ და შეკრული შუბლით ვუთხარი,რაზეც თავ ჩახრილმა მიპასუხა
"ბოდიშს ვიხდი"ამაზე მე ჩავიხვნეშე და ხელით ავაყენე ჩემთან ერთად.
"ბოდიში არ მჭირდება,ასეთი რაღაც აღარ გააკეთო,ჩემგან შორს არ წახვიდე."
ამაზე ისევ იგივე მიპასუხა და თან რატომღაც ხელი მომკიდა ხელზე.
"მაპატიეთ"ამით მივხვდი რომ სინამდვილეში ის არაფერ შუაში არ იყო და ყველაფერში მე და ჩემი სულელი თავი ვიყავით დამნაშავენი,რადგან უკვრ სერიოზულად გავითავისე საკუთარ თავთან,რომ ამ ბიჭუნაზე უნდა ვიზრუნო.
"აჰ..კარგი,რაც იყო იყო..კარგად ხარ?"
შედეგად უხერხულად ესეც ვიკითხე.
"კი ..კარგად ვარ"

"კარგი,მოდი დაგეხმარები რომ ჭრილობა მალე მოგიშუშდეს."ესღა ვუთხარი და მასთან ერთად დავტოვე მეც მისაღები.
"დიდი მადლობა"
რაც აქ ვარ, მგონი პირველად თქვა ამდენი სიტყვა ერთად,რადგან ხმას როგორც წესი არასდროს არ იღებდა.
"არაფრის"

იძახიან რომ ყველაფერს თავისი საპირისპირო მხარე აქვს.
როგორც თეთრს შავი,კარგს ცუდი,ნათელს ბნელი,ტკბილს კი მწარე.
მე კი მაინტერესებს ბატონი გადამრჩენელის,მშვიდი და ამაყი მეფის მეორე,უფრო სწორად კი საპირისპირო მხარე...მისი დამალული,ბნელი მხარე.
დარწმუნებული ვარ მასაც აქვს ეს მხარე,მე კი ფრთხილად და მომზადებული ველოდები ამ მხარის გამოჩენას!
რადგან ვინ იცის?
გადავურჩები მას?

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ