ოცდამეორე:მოგონებები და დანაშაული.

390 70 42
                                    

ავტორის პოვ:
შემოდგომის ბნელი და  ცივი ღამე იყო.
ცაა კი საშინლად და სახიფათოდ ბნელი ,ისეთი ბნელი რომ ერთ ვარსკვლავს ვერ მოჰკრავდით თვალს.
თითქოს და განძრახ ჩააქრეს სამყარო და საბრალო ანაც სრულიად მოშიშვლებულ შავ ფერში დატოვეს.
ოთახში კელაპტარიც არ ენთო და იმ ერთი ფანჯრიდანაც სიბნელის გარდა არაფერი შემოდიოდა.
ანა შეშლილს გავდა!
შუა ოთახში ცივ იატაკზე იჯდა და სიბნელეში აცეცებდა თვალებს.
დაღლილი იყო და განადგურებული,რადგან მთელი ღამეა ერთი და იგივე ტანჯვის ატანა უწევს!
ალბათ როგორი რთულია ადამიანი მოკვდეს ერთხელ,განიცადოს ის მძაფრი ემოციები,რომელსაც სიცოცხლის ბოლო წამს გრძნობს,ასევე იგრძნოს სხეულის ტკივილი და წარმოიდგინეთ როგორი ძნელი იქნებოდა ამის ათჯერ და უფრო მეტჯერაც გამოცდა!
ვინ იცის?! ვინ იცის?!
ანამ არც კი იცოდა თუ ამდენი ადამიანის სიცოცხლე იყო მის კისერზე,მაგრამ არც იმას ფიქრობდა,რომ მისგან დახოცილ ვამპირებსაც იხილავდა!
ყოველი მათგანი ნახა,ყველას ტკივილი იგრძნო და ყველაზე მეტად მათმა ემოციებმა გააოცა იგი.
მათ არ ენანებოდათ საკუთარი საბრალო სიცოცხლე !
უკვდავება ,რომელიც თურმე სულ არ სდომებიათ...ეს უსასრულო სიცოცხლე მათი არჩევანი არ იყო,როგორც ჩანს ისინიც იტანჯებიდნენ.
ამაზე ფიქრობდა ჯერ კიდევ ანა და თან უენერგიო და გამოფიტულ სხეულს ვეღარ სძრავდა,თვალებიც უიმედობით და ტკივილით ჰქონდა ამოვსებული.
"სოკჯინ,ამას რატომ მიკეთებ?"
ამ სიტყვებსღა  ბუტბუტებდა გაუჩერებლად და თან სიბნელით ამოვსებული  იმას მაინც ნატრობდა გონება დაეკარგა!
მაგრამ როგორ დაკარგავდა გონებას,როდესაც მასში უკვე მძაფრი ემოციები იწყებდნენ დაგროვებას,ეს კი იმის ნიშანი იყო რომ იგივე განმეორდებოდა მალე!
"არა,არა!
გთხოვთ არ მინდა!
სოკჯინ აღარ მინდა,გთხოვ მომაშორე ეს საშინელება!"ბოლო ხმაზე დაიწყო ღრიალი და ბოლო წვეთი ენერგია დაატანა ხმას,მაგრამ მის ხმას ვერავინ ვერ გაიგებდა,საერთოდ ვერავინ.
ანამ სააბოლოთ თვალები დახუჭა,შემდეგ გაახილა და როგორც მოელოდა წინ სრულიად სხვა ადგილი დახვდა!
ეს ოთახი ეცნობოდა,რადგან თითქოს ახსოვდა ვის ეკუთნოდა.
"აქ რა გინდა? რას აკეთებდი ლილო?"
ამ ხმაზე შეხტა ანა,რომელიც ამ წამს სხვის სხეულში და მოგონებაშო იყო.
ლილოს მოგონება!
მისი სიკვდილიც ანას ბრალია?!
ანა ჯერ კიდევ ამის გამო ჩავარდა საგონებელში ,შემდეგ კი იმის გამო რომ მოუწევდა მისი ბავშვობის მეგობრის სიკვდილი თავისივე თავზე გამოეცადა და ეგრძნო!
"შენ...შენ ყველა მოგვატყუე!"ლილომ ბოლო ხმაზე უყვირა წინ მდგარ ანიტას და ფურცლები ,რომლებიც ხელში ეჭირა ძირს დაუცვივდა!
შემდეგ კი შეშინებულმა კანკალით გადადგა უკან ნაბიჯი.
საბრალო ანა კი გულში დარდობდა მეგობრის მდგომარეობას და იმ დღეს სწყევლიდა რომ ვერ დაეხმარა!
"რაზე ლაპარაკობ?"ანიტამ ვითომც და არაფერი ისე იკითხა,რაზეც ლილოს უკვე ხმაც აუკანკალდა და ანამაც იგრძნო მისი განცდილი ემოციები!
შიში,იმედგაცრუება და მრისხანება.
"როგორ გააკეთე ასეთი რაღაც?
ჩვენ ყველა გენდობოდით!"ბოლო ხმაზე უყვირა წინ მდგარ მშვიდი გამომეტყველების ანიტას,რაზეც უკვე ანიტამ ვითომც და არაფერი აღიარა!
"ოუ,ანუ ჩემი პატარა საიდუმლო შეიტყვე"
პატარა ღიმლით ჩაილაპარაკა,ისე რომ ლილოს გაეგო და შემდეგ იქვე მდგარ დივანზე მშვიდად ჩამოჯდა.
"ყველას ვეტყვი!
ყველას ვეტყვი ვინც ხარ და რაც გააკეთე!"
ეს კი როგორც ჩანს ლილოსთვის ბოლო წვეთი იყო განრისხებული რომ გაემართა მისკენ!
"ნუთუ"მაგრამ პასუხი მაინც უდარდელი და მშვიდი მიღოო,მანამ...მანამ მისი სახელი არ ახსენა.
"ანასაც ვეტყვი."ამის გაგებაზე,მშვიდი გამომეტყველება აერია ანიტას და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე.
"ანას?"ამ კითხვას ალბათ უფრო თავის თავს უსვავდა,ვიდრე ლილოს!
ეკითხებოდა რამდენად უღირდა ეს ყოველივე და იმ ერთადერთი გოგოსგან ზურგის ქცევა,რომელზეც ამხელა იმედებს ამყარებდა!
"კი ,ანასაც!"კიდევ ერთხელ გაუმეორა ლილომ და სცადა ზურგი ექცია,მაგრამ გასასვლელამდე მისულმა ვერაფრით ვერ გააღო კარი!
"აი ეს კი აღარ უნდა გეთქვა."
სააბოლოდ კი ეს სიტყვებიღა მოესმა და შემდეგ უკნიდან საშინელი ტკივილი იგრძნო,პირდაპირ თავში!
მან მძინე საგანი ჩაარტყა და გათიშა,ხოლო მანამ ამ მდგომარეობაში იყო,მის სხეულში საშინელი საწამლავი შეუშვა,ისეთი საწამლავი ,რომელიც მას მოკლავდა!
სააბოლოდ ანამ ის სცენაღა დაინახა,რომელშიც საკუთარ თავს უყურებდა!
სწორედ ის მომენტი ,როდესაც ლილო მოკვდა .
ეს საშინელი განცდაა იყო მისთვის,ის ემოციები და განცდილი გრძნობები!
ეს იყო სააბოლო და უეცრად მზერაც ტირილით ნაცნობ სიბნელეს შეაგება.
"ანიტა! ეს შენ გააკეთე,შენ მოკალი!
როგორც ვარაუდობდი!
ანიტა,ანიტა!"
განრისხებულს და გულ ნატკენი მხოლოდ ესღა შეეძლო ,მაგრამ  ახლა მის წინ რომ ყოფილიყო დაუფიქრებლად მოკლავდა!
სასახლის შუა ნაწილში კი მშვიდად იჯდნენ სოკჯინი და სონჰვა და გასარკვევად ესმოდათ მისი ყვირილი.
"ანიტა?"მშვიდად იკითხა სოკჯინმა და თან იქვე მდგარ სონჰვას გახედა.
"რეებს ყვირის?"სონჰვამაც დაბნეულმა ესღა იკითხა და სოკჯინისკენ გაემართა.
"ნუ ,როგორც ბოლო რამოდენიმე საათია ასე ყვირის."მაგრამ სოკჯინმა ვითომც და არაფერი ძაალიან მშვიდად უპასუხა.
"რა დამართე ასეთი?"სონჰვა ყველაფრის მიუხედავად საგონებელში იყო ჩავარდნილი და როგორც ეს ბოლო რამოდენიმე საათია,მხოლოდ ეს კითხვაღა აწუხებდა.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin