ნაწილი მეექვსე:ადამიანი. ⇺

377 76 38
                                    

გასვლის თანავე ისევ იგივე ორმა მამაკაცმა ჩამკიდეს ხელი მკლავზე და ასე მატარეს,იქამდე მანამ რაღაც დიდ მისაღებში არ გავედით,რომლის ცენტრშიც გრძელი მაგიდა იდგა და ამ მაგიდის გარშემო 15 ახალგაზრდა გოგონამდე იჯდა.
გეფიცებით რამოდენიმეს შევავლე მხოლოდ თვალი,მაგრამ ყველა ერთმანეთზე უკეთესია,ისეთი ლამაზები არიან.
ეს სუფრაც საოცრად გამოიყურება,თავისთავად ჩემთვის უცხოდაც,რადგან ასეთ სუფრასთან არადროს ვმჯდარვარ.
ამ წამს მართლა სიფრთხილით ვარჩევ ყოველ ნაბიჯს და მზერას,რადგან ზედმეტად არავის ყურადღება არ მინდა მივიქციო,მაგრამ არ გამომივიდა ეს,უკნიდან რომ მომესმა ხმა.
-სად ჯდები ანა,ჩემო ძვირფასო.
ეს სიტყვები როგორც კი მომესმა მისკენ გავიხედე ადგილზე გაყინულმა და სარკასტული გამოხვედა დამხვდა წინ.
-აქ მომიყვანეთ.
შემდეგ კი მოსალოდნელად ესეც ბრძანა.
მისი ერთი ბრძანება იყო და მართლაც მალევე აღმოვჩნდი მასთან ახლო მდებარე სკამთან,რომელიც ასევე ძვირფასი სჩანდა და ეს ოქროსფერი შეფერილობა მეტად ამტკიცებდა ამას.

რატომ გამოიჩინა პირველივე წამს ჩემს მიმართ ამხელა ყურადღება,როდესაც ვცდილობდი შეუმჩნეველი ვყოფილიყავი?ყველაფერი ჩამიშალა! თან ყველაფერთან ერთად ვხვდები,რომ არ მენდობა და რაღაცის ეჭვი აქვს,ეს თვითონაც მითხრა,მაგრამ მაინც გამორჩეულ ყურადღებას იჩენს ...

Ups! Tento obrázek porušuje naše pokyny k obsahu. Před publikováním ho, prosím, buď odstraň, nebo nahraď jiným.

რატომ გამოიჩინა პირველივე წამს ჩემს მიმართ ამხელა ყურადღება,როდესაც ვცდილობდი შეუმჩნეველი ვყოფილიყავი?
ყველაფერი ჩამიშალა!
თან ყველაფერთან ერთად ვხვდები,რომ არ მენდობა და რაღაცის ეჭვი აქვს,ეს თვითონაც მითხრა,მაგრამ მაინც გამორჩეულ ყურადღებას იჩენს ჩემს მიმართ...ან იქნებ უფრო დაკვირვებას?
დავჯექი თუ არა უკეთ გადავხედე სუფრას და მხოლოდ მაშინ მომხვდა 15-ვე გოგოს მზერა ჩემსკენ!
ისინი არც ისეთი კმაყოფილები სჩანდნენ,მაგრამ კითხვა ჩნდებოდა თუ რატომ?
ისინიც ჩემსავით ძალით არ მოიყვანეს აქ?
-კარგით,სიმშვიდე თუ შეიძლება გოგონებო.
დღეს რაც შეიძლება მალე მინდა შეხვედრა დავასრულო,რადგან ვიცი გავღიზიანდები თუ დიდხანს გავწელე ეს ყოველივე.
რადგან გაგიკვირდებათ და ბოლო დროს ბევრი სჩადის ჩემს საწინაღმდეგო საქმეს.
ეს რომ თქვა თან რატომღაც მე გამომხედა,რაზეც თავი ჩავხარე.
-უცბად მოვიშორებ ამ საქმეს და პირველი
გოგონათი დავიწყებ...ბეტი ფეხზე ადექი და მომიახლოვდი.
მშვიდად ბრძანა,რაზეც გოგონამ უეცრად ტირილი დაიწყო და პანიკაში ჩავარდა,აშკარად არ უნდოდა სკამიდან ადგომა!
მე კი ადგილზე გავშრი ამ სცენის მაყურებელი,რადგან გოგონა ბოლო ხმაზე განწირული ტიროდა!
-გთხოვთ ბატონი სოკჯინ!
ადგილიდან არ დაიძრა და ისევ სკამზე მჯდომი  შეევედრა,რაზეც სოკჯინმა ჩაიხვნეშა და მობეზრებით ბრძანა.
"მომიყვანეთ"ამის შემდეგ კი იქვე მდგარმა მამაკაცებმა გოგონას ხელი ჩაავლეს და ცოტახანში სოკჯინის წინ დააგდეს.
არ ვიცოდი რა ხდებოდა,მაგრამ გული ცუდ მიგრძნობდა...ვგრძნობდი რომ რაღაც კარგით არ დასრულდებოდა ეს ყოველივე.
-ბეტ,ბეტ,ბეტ...როგორი ჯიუტი გოგო ყოფილხარ.
სულ რაღაც ათჯერ მაინც გაგაფრთხილე ,რომ იგივე აღარ გაგემეორებინა...არ იყო ასე?
შენ კი მეტად და მეტად შორს შეტოპე.
მე კი აღარ ვფიქრობ ,რომ შენთვის კიდევ ერთი შანსის მოცემა ღირს.
უკვე მისი სიტყვებიდან და გოგონას შეშინებული თვალებიდან გამომდინარე,ყველაფრისთვის მზად ვიყავი და აღელვებული ვუყურებდი ცალი თვალით მათ,თან კი ვფიქრობდი რა შანსებზე საუბრობდა...რა ჩაიდინა ამ გოგომ?!
"არა ,გთხოვთ ბატონო სოკჯინ!
ეს ბოლო იყო,მართლა აღარ გავაკეთებ იგივეს,გეფიცებით აღარ ჩავიდეს ასეთ რაღაცას!
გოგონამ ხვეწნა მუდარა დაუწყო,მაგრამ სოკჯინმა ერთი შემხარავი ყვირილით გაჩერა.
"ხმა!"ამაზე გოგონაც გაჩუმდა და თავ ჩახრილმა განაგრძო ქვითინი.
"შემ უკვე ექვსი გოგო მოწამლე და მოკალი და რატომ?
რა იყო შენი მიზეზი? იმით იმართლებ თავს, რომ მათზე ეჭვიანობდი?"
ეს რომ იკითხა ,გოგომ თავი ასწია და ეცადა თავი გაემართლებინა,მაგრამ ესეც არ დასცალდა.
"იცი მაინც ის საბრალო გოგონები როგორ მოვიდმენ აქამდე?
შენმა სულელურმა აკვიატებამ კი მათ სიცოცხლე მოუსწრაფა"
მეჩვენება თუ მართლა მესმის ეს?
აქ რა ხდება?
რა ეჭვიანობა?!
ან რატომ საუბრობს სოკჯინი ამ გოგონებზე ისე,თითქოს მათი სიცოცხლე ანაღვლებდეს!
"გთხოვთ,ამას აღარ გავაკეთებ...მეტს აღარავის არ მოვკლავ"
ეს რომ შეევედრა,სოკჯინს უკვე თვალებზე ეტყობოდა რომ პატიებას არ აპირებდა და ცოტახანში თქვა კიდეც ეს ხმამაღლა.
"არა,შენი ბოლო შანსიც უკვე დაკარგე ბეტ"ეს რომ თქვა გოგონამ მეტად ხმამაღლა ამოუშვა ტირილი!
მეც მის ადგილას წარმოვიდგინე თავი,როდესაც თვით კიმ სოკჯინი დაგყურებს ამ სახიფათო შეუბრალებელი თვალებით!
ამის წარმოდგენის დროსაც კი მთელ სხეულში გამცრა!
უეცრად კი გოგონას განწირული ყვირილიც გაისმა!
სოკჯინმა გოგოს ხელი დასტაცა და უეცრად კისერში ეცა!
მის ღია ფერის კაბაზე სისხლის წვეთები ეცემოდა და სოკჯინის თეთრი საროჩკაც წითლად იფერებოდა...გოგონა კი მხოლოდ მოძრაობდა,სააბოლოდ კი ესეც შეწყვიტა.
სოკჯინმა როგორც ჩამს ბოლო წვეთამდე გამოსწოვა სისხლი და გოგოც უსულო და გაფითრებული დაეცა იატაკზე.
სოკჯინს სულ სისხლით ჰქონდა პირი მოსვრილი და საროჩკაზეც ლაქები ეტყობოდა...მე კი ასე ვიდექი გაშეშებული და მეშინოდა.
მართლა მეშინოდა უკვე მისი!
ჩემი დასჯაც ახსენა ცოტა ხნის წინ,ახლა რომ მომკლას მეც როგორც ეს გოგონა?
"შენ..."აი ამის ფიქრში გავიგონე მისი ხმა...ჯანდაბა ,ამ მომენტში მართლა მეგონა,რომ ცოტაც და შიშისგან მეც ავტირდებოდი.
"გისმ-ენთ"შიშის მიუხედავად მშვიდად მივუგე,რაზეც ხელით მანიშნა რომ მასთან
მივსულიყავი!
არ ვიცოდი რას მიპირებდა,მაგრამ ვიცოდი სხვა გზა არ მქონდა,ამიტომ შიშით ნელა მივუახლოვდი,იმის მიუხედავად რომ ეს ძლიერ არ მინდოდა.
მან კი უეცრად ხელი მაჯაზე მტაცა და ძირს დამაჩოქა,თვითონ კი სკამზე დაჯდა ჩემს წინ...არ ვიცოდი რას უნდა დავლოდებოდი,
რას მიპირებდა ან თუ გადავრჩებოდი,მაგრამ პანიკაში ჩავარდნას მაინც სიმშვიდე ვარჩიე.
"როგირც გითხარი ვინც ჩემს წინაღმდეგ მიდის, ის ისჯება...შენ კი ჩემს წინაღმდეგ წახვედი,როდესაც გაქცევა სცადე.
ეს კი დანაშაულია ხომ არ ვცდები?
შეურაცხყოფილი ვარ...ამისთვის კი თავისთავად პასუხი უნდა აგო,რათა მეორედ აზრათაც აღარ გაივლო იგივე"
ეს თქვა მშვიდად და იქვე დადებული ვერცხლის დანა აიღო ,მე კი მაინც გაუნძრევლად ვიჯექი იგივე პოზაში და ჩემს თავს ვუმეორებდი რომ კონტრილი არ დაეკარგა !
"კარგი,კარგი...რა გავაკეთოთ?"ეს იკითხა ღიმილით და თან ცივი დანა ჩემს კანზე აასრიალა!
მე კი მაინც უშიშრად ვუყურებდი თვალებში.
დიდხანს დაატარებდა ცივ დანას ჩემს კანზე,მე კი ყოველ წამს რაღაც საშინელი ტკივილის მოლოდინში ვიყავი!
ცივი ოფლი მასხავდა და გული გამალებით მიცემდა,მაგრამ რაც მან უეცრად გააკეთა ამას საერთოდ არ მოველოდი.
მან დანა ჩემ კისერთან მიტანა და უეცრად თმას მოკიდა მეორე ხელი!
შემდეგ პატარა მოძრაობა და ჩემი თმის უდიდესი ნაწილი ძირს აღმოჩნდა.
ის რა მეთამაშება?!
კინაღამ გული გამისკდა,მან კი უბრალოდ თმა მომაჭრა!
ამის შემდეგ კი ჩაიცინა და ვითომც არაფერი ფეხზე ამაყენა.
"გრძელი თმა ყოველთვის ხელს მიშლის"
ამის თქმაღა იყო და უეცრად მოშვიშვლებულ კისერში ჩამასო ეშვები.
ვიგრძენი როგორ საშინლად მტკიოდა და ამ წამს როგორ მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა ამ ტკივილისგან,მაგრამ როგორღაც თავს მაინც ვაჩერებდი.
მის ფეხებ შუა ვიდექი და ის ჯერ კიდევ სკამზე მჯდარი ჩემი სისხლის მიღებას აგრძელებდა!
მთელი გულით ვოცნებობდი,რომ იმ გოგონასავით ბოლომდე არ გამოეწოვა ეს სისხლი და არ მოვეკალი...ვოცნებობდი!
ბოლი წამს კი გამიმართლა და ხელი მიშვა,ჩემს დასისხლიანებულ კისერს კი მომღიმარი მოშორდა და მკითხა.
"ისწავლე გაკვეთილი?"ამაზე მე შეშინებულმა დავუქნიე თავი,თვითონ კი ცოტახანს მომღიმარმა მიყურა და სააბოლოდ სკამიდან წამოდგა.
"დღეისთვის საკმარისი იყო...ახლა მომიწევს მარტო დაგტოვოთ და ეცადეთ ახალი გოგონა გაიცნოთ და დაუმეგობრდეთ."ესღა თქვა და ამ დადუმებულ ოთახშიც მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმაღა გაისმა.
ეს იყო და ეს ,აქამდე დამუნჯებულმა გოგონებნა რომ ამოიღეს ხმა.
"ჯანდაბა,ბოლო წამამდე მეგონა,რომ ახალსაც მოკლავდა!"

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Kde žijí příběhy. Začni objevovat