ნაწილი მეთორმეტე:მოღალატე.߷

328 67 22
                                    

ანას პოვ:
პირ ღია ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი მოსმენილს,მაგრამ ცხადი იყო ასეთი თვალები არასდროს არ მინახავს.
სიმართლით და სევდით სავსე.
"გასაგებია...ანუ ამიტომ გადაწყვიტეთ იმ ხალხის დახმარება,რომლებმაც ოჯახი ამოგიხოცეს?
განა პირიქით არ უნდა ყოფილიყო?"
ამ მონაყოლმა ბევრ რამეზე დამაფიქრა,რის შედეგადაც კითხვებიც დამებადა მის მონაყოლთან დაკავშირებით.
სააბოლოდ კი თამამადაც გამოვთქვი ჩემი აზრი.
"ერთმა ორმა ადამიანმა თუ რამე დამიშავა,ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველა ადამიანი ცუდია.
ან პირიქით!"
ამის მოსმენა იყო თავი რომ ჩავხარე და მეტად რომ გავფითრდი სახეზე.
"კარგი იქნებოდა ადამიანებიც რომ ასე ფიქრობდნენ ვამპირებზე."

შემდეგ კი ეს სიტყვები თქვა და მეც თვალები გამიფართოვდა

اوووه! هذه الصورة لا تتبع إرشادات المحتوى الخاصة بنا. لمتابعة النشر، يرجى إزالتها أو تحميل صورة أخرى.

შემდეგ კი ეს სიტყვები თქვა და მეც თვალები გამიფართოვდა.
თითქოს ყველანაირი სიმართლე თავზე დამემხო!
მთელი ჩემი ბავშვობა იმას ვისმენდი ,რომ ვამპირების განადგურება საჭირო იყო!
ისინი ჩვენი მტრები არიან და მათ გვერდით ჩვენს სამყაროში ცხოვრება შეუძლებელია!
ახლა კი ასეთ რაღაცას ვისმენ ყველაზე სასტიკი და საშიში ვამპირისგან!
რა უნდა ვიფიქრო?
როგორ ვიმოქმედო?!
რა დავიჯერო და რა არა უკვე აღარ ვიცი.
ვამპირში ამდენი ემოცია და გრძნობა??
როდესაც ეს ადამიანშიც არაა,პირიქით!
ადამიანები რომლებიც ბავშვობიდან გარს მეხვივნენ,ყოვლად უგრძნობები იყვნენ.
ძაალიან დაბნეული ვარ და ამავდროულად უკვე ვფიქრობ იმაზე თუ ღირს სოკჯინის განადგურება.
თავიდან მეგონა იტყუებოდა,მაგრამ ახლა უკვე ვეღარ დავიჯერებ რომ ამასაც იტყუება...ასეთი გულწრფელი თვალები არასდროს არ მინახავს.
ჩემი დაბნეულობის გამო უხერხული სიჩუმე დიდხანს იყო ,მანამ ისევ სოკჯინმა არ ამოიღო ხმა.
"ამგვარად მე შენგან მხოლოდ სისხლი არ მინდა ანა,მე არ ვარ მონსტრი,რომელიც ადამიანებით იკვებება.
უბრალოდ ეს ყველაფერი,ამ გოგონენის მოყვანა და მათი სისხლის მიღებაც,ნამდვილად ამ მიზნის მისახწევად მჭირდება,როგორც ადრე გითხარი "ეს რომ თქვა მეტად დავიბენი და თვალი გავუსწორე.
"ბატონო სოკჯინ,რომ გითხრათ თავს როგორი დამნაშავედ ვგრძნობ და რაღაც ძაალიან ცუდი მოგიყვეთ ,დამინდობთ?"
არ ვიცი უეცრად რა მომივიდა,მაგრამ სრულიად კანკალს ავეტანე!!
ამ გადაწყვეტილებამდე წამის მეასედში მივედი და ვეღარ მოვერიე ამ სურვილს.
თუნდაც ადგილზე მომკლას,უნდა ვუთხრა ჩემი რეალური განძრახვა.
"ანა გცივა?"მან კი ჩემს სიტყვას ყური არ დაუგდო და აკანკალებულ მხრებზე ნაზად დამადო რატომღაც თბილი ხელები .
"ბატონო მე..იცით..."თან მინდოდა თქმა და თან ვერ ვბედავდი.
მაგრამ ბოლო წამს ძალა მოვიკრიბე და გადავწყვიტე სიმართლე მეთქვა,თუნდაც მოვეკალი!
"მე აქ-"მაგრამ ვაი რომ ვიღაცის ხმამ არ დამაცადა ამის თქმა!
"ბატონო სოკჯინ"
ამ უეცარ ყვირილზე თავისთავად სიტყვა გამიწყდა .
ეს მამაკაცი იყო,რომელიც სოკჯინს ეძახდა.
"რა ხდება?"იკითხვა მშვიდად სოკჯინმა.
"გთხოვ გამომყევით,მთავარი სტუმარი, რომელსაც ელოდით მოვიდა!"
ამაზე სოკჯინმა თავი დაუქნია და შემდეგ მე გამომხედა.
"ანა თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ არის ,სხვა დროს მომიყევი.
ახლა მიწევს დაგტოვო...შეგიძლია თუ დაღლილი ხარ შენს ოთახში ახვიდე და დაისვენო."ეს რომ მითხრა დაბნეული ვუყურებდი და ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ მნიშვნელოვან მომენტში შემეშალა ხელი!
სხვა დროს ამის გამბედაობა შეიძლება აღარ მქონდეს!
"გასაგებია..მაშინ წავალ,მეძინება"
უხერხულად ვუპასუხე და მის წინ ვცადე წასვლა ,უეცრად რომ გამაჩერა და ხელები სახეზე რომ მომკიდა,მოულოდნელად კი შუბლზე ნაზად მაკოცა.
"ძილინებისა ანა"ასევე ნაზად მიჩურჩულა და ხელი მიშვა.
"ბატონო,მოდიხართ?"
"კი მოვდივარ."სოკჯინმა მშვიდად უპასუხა კაცის გამოძახილს და ზურგი მაქცია.
მე კი უმიზეზოდ და ყოვლად ამოუხსნელად მომხდარმა ამაღელვა,საშინლად ამაღელვა!
გეფიცებით ადგილზე გავშეშდი და კედელს მივშტერებოდი,ვინ იცის თან რამდენხანს!
სააბოლოდ კი აღელვებულმა გადავწყვიტე ოთახში ავსულიყავი და ყველაფერი მეტად გადამეხარშა,რადგან ზუსტად ვიცოდი დღეს ფიქრები არ დამაძიბებდნენ და რამე უნდა მომეფიქრებინა!
მაგრამ კარიდან რომ გავედი ყველაზე მეტად რასაც არ მოველოდი ,აღუწერელი ძალით ისევ უკან ტერასაზე დაბრუნება იყო!
ვიღაცამ ხელი მთელი ძალით მკრა და იმის შემდეგ რაც ისევ ტერასაზე აღმოვჩნდი წინ გახედვაც ვერ მოვასწარი ნორმალურად ,ვიღაცამ პირზე რაღაც რომ ამაფარა!
ამის შედეგად კი მოულოდნელად არსაიდან თავბრუ დამეხვა და იმის მიუხედავად რომ  მისი ხელებიდან თავის დახწევას ბოლო წამამდე ვცდილობდი,მალევე გონება დავკარგე.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛حيث تعيش القصص. اكتشف الآن