ნაწილი მერვე:გაუმაძღარი თვალები. ☾

372 67 40
                                    

როგორც სოკჯინმა თქვა,რამოდენიმე დღემართლაც არ გამოჩენილა სასახლეში!
მე კი ვცდილობდი ზედმეტად არ მიმექცია ვინმეს ყუადღება და ჭრილობებს სხეულზე ,რომლებიც იმ საშინელმა კაცებმა მომაყენეს ,მთელი მონდომებით ვიშუშებდი,რათა ჩემს სისხლს ისინი აქამდე არ მოეყვანა.
თუ სოკჯინი არ იქნება აქ ,არ ვიცი რაზე არიან წამსვლელები!
ამ ოთახში სრულიად მარტო ყოფნამ ბევრ რამეზე დამაფიქრა და ის ენერგიაც ,რომელიც ამ სასახლეში მოსვლის შემდეგ დავკარგე,ნელ-ნელა ვიღდგენდი!

ფანჯარასთან ვიდექი და მოღრუბლულ შავ ცას ისე მივჩერებოდი,თითქოს აქამდე არ მენახა.
სწორედ ან ცას მიჩერებულმა შევამჩნიე ,როგორ მოფრინდა ჩემთვის ნაცნობი ფრინველი ჩემსკენ!
შედეგად კი მივხვდი რაშიც იყო საქმე და ჯერ არემარეს მოვავლე თვალი,თუ ვინმეს ჰქონდა ამის დანახვის შანსი,იმის შემდეგ კი რაც დავრწმუნდი რომ გარემო უსაფრთხო იყო ,ფანჯარასთან მჯდარ შევარდენს მივვარდი და ფეხზე მიმაგრებული პატარა წერილი მოვხსენი.
შემდეგ მშვიდად გავხსენი,მაგრამ ცარიელი დამხვდა!
ამოს შედეგად მივხვდი,რომ ეს ფრინველი აქ ჩემი სიტყვისთვის იყო გამოგზავნილი.
მეც კალმისტარის ძებნა დავიწყე და შემდეგ ფურცელზე ახალი ინფორმაცია დავწერე არსებულ სიტუაციაზე.

ყველაფერი კარგად მიდის,კიმ სოკჯინის ნდობას ნელ-ნელა უფრო მოვიპოვებ!
თქვენ უკვე ხალხის მზადება დაიწყეთ!
დაახლოვებით ნახევარ წელიწადში მასზე თავდასხმას უპრობლემოდ შევძლებთ.
მე მის სისხლს მოგაწვდით,რომლის საშუალებითაც მის დასამარცხებელი საწამლავის შექმნას შეძლებთ.
ეცადეთ ამის შემდეგ ჩემამდე ხმის მოწვდენა აღარ სცადოთ..უბრალოდ ჩემს ნიშანს დაელოდეთ ,როდესაც მზად იქნება ყველაფერი შეგატყობინებთ .

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Donde viven las historias. Descúbrelo ahora