ნაწილი მეათე:ეკლების გვირგვინი.⌘

374 67 45
                                    

იმის შემდეგ რაც ჩვენს სასახლეში "გაჟონვა"მოხდა და ჩუმად დაკბენილი გოგონა შემოიყვანეს,ცოტა არ იყოს სიტუაცია აირია.
გარშემო სულ სოკჯინის ჯარისკაცები დაიარებოდნენ და ყველა დეტალს და ადამიანს ამოწმებნენ,რომლებსაც სავარაუდო კავშირი ჰქონდათ ამ საქმესთან.
ოთახებში გამოგვკეტეს და კოლიდორებშიც აღარ გვაძლევდნენ გამოსვლის უფლებას.
წარმოიდგინეთ საწყალ ბიჭს მოშივდა და ისიც ვერ მოვახერხე ,რომ მისთვის საჭმელი მომეტანა.
პლიუს ამას ყველა გოგო აქ დამიტოვეს სპეციალურად,რადგან სოკჯინმა მე მომანდო მათი თავი...ანუ ყველაფერთან ერთად შეშინებული და პანიკაში მყოფი გოგონების წყნარებაც მიწევს!
უკვე ისე ვიყავი რომ ცოტაც და სათითაოდ ვცემდი ყველა მათგანს,ვინც წინ მიდგებოდა და გასვლის საშუალებას არ მაძლევდა.
"ააჰ..ძაალიან მშია..აქ სადამდე ვიქნებით?"იკითხა ერთ-ერთმა გოგომ და კედელს მიეყრდნო.
"არ ვიცი..მოდი სეკუს დაველოდოთ,იქნებ მეფემ რაიმე ახალი ამბავი გამოატანოს"
ვუპასუხე მშვიდად და კარს მივაჩერდი,რომლიდანაც ცოტახნის უკან ერთ-ერთი მათგანი სოკჯინის მოთხოვნით გაიყვანეს.
აჰ ნეტავი საერთოდ უკან დაბრუნდება საბრალო?
სოკჯინი ძაალიან განრისხებული იყო..ასეთ დროს კი აშკარად ცუდ რააღაცებს აკეთებს.
"მოვიდა,მგონი აქაა !"პატარა ხმაზე გოგონებმა ჩურჩული ატეხეს,რაზეც ერთი მზერით გავაჩუმე ყველა და მშვიდად გავემართე კარისკენ.
კარის გაღების შემდეგ კი ერთადერთი რაც შემრჩა ნახევრად უგონო სეკუ იყო!
მთლიანად სისხლიანი იყო და ფეხზე ვეღარ იდგა..დაცვებმა ფაქტობრივად ხელში ჩამიწვინეს ადგილზე მოქანავე,შემდეგ კი ვითომც არაფერი ისევ ზურგი მაქციეს...უკვე მართლა მინდოდა რომ რაღაც დამეშავებინა მათვის!
"სეკუ კარგად ხარ?"რბილად ვკითხე მობარბაცე გოგოს,რომელსაც ჩემი მხარი აკავებდა ადგილზე,შემდეგ კი გოგონებს გავხედე"არ მომეხმარებით?"ამაზე გოგონები მომცვივდნენ და საწოლამდე მიმაყვანინეს საბრალო.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Where stories live. Discover now