ნაწილი მეცამეტე:თვალები დახუჭე⁌⁍

355 68 56
                                    

1 კვირა გავიდა მომხდარის შემდეგ,არც ისეთი დიდი  დრო ,მაგრამ ეს ერთი კვირაც წლებად გაიწელა.
გვერდით ალექსი არ მყავდა და თავს ვეღარ ვგრძნობდი კარგად,მითუმეტეს იმაზე ფიქრში თუ სად იყო ახლა და როგორ ექცეოდნენ საბრალოს.
ისედაც იმდენი ნახა ასეთ პატარა ასაკში,ვერ მივცემ ვერავის უფლებას რომ რამე დაუშავონ.
სოკჯინი?
ის მე მენდობა...არა ეს მსუბუქად ნათქვამია!
ის მთლიანად ჩემზეა დაყრდნობილი და მგონი საკუთარ თავზე მეტადაც კი სჯერა ჩემი და ჩემი გაადაწყვეტილების.
მგონი დრო დგება...დრო დგება.
მე კი მეშინია,თავს იმდენაც გატეხილად ვგრძნობ ,რომ საწოლიდანაც აღარ ვდგები!
არ მინდა ვნახო,არ მინდა შევხედო,ვერ შევძლებ...გული მტკივა რომ მახსენდება რა უნდა გაავაკეთო.
ბევრი არაფერი არც მომხდარა,ამ ერთი კვირის მანძილზე,იმის გარდა რომ მთელი დროის მანძილზე ჯინი ახალ თავდასხმას გეგმავდა სამეფოზე,რომელიც ბოლო იქნება მისთვის!
შემდეგ კი ყველა სამეფოს მეფე გახდება და იმ მიზანს მიაცწევს,რომლისთვისაც წლებია იბრძვის.
მე მისი ეს დაკავებული გრაფიკი ალბათ გამომადგა ,რადგან მეტ დროს ვატარებდი მარტო და ყველაფერზე ვფიქრობდი.
არ ვიცი ზუსტად რა მელის წინ,მაგრამ ძაალიან ვღელავ.
დროის უკან დაბრუნება მაინც შემეძლოს,ნეტავი შემეძლოს!
საერთოდ არ დავთანხმდებოდი ამას,ან პირველივე დღეს ვეტყოდი სიმართლეს,მაგრამ დიდი დრო დასჭირდა სიმართლის გაგებას.
მეც უკვე დიდიხნის უკან მოვახერხე და სოკჯინის შეუმჩნევლად მისი სისხლი გადავეცი ჩემს ხალხს.
ეს მაინც რომ არ გამეკეთებინა,მექნებოდა მისი გადარჩენის შანსი!
ამ დროისთვის კი წესით უკვე მზად ექნებათ საწამლავი,რომლის ერთი წვეთიც კი მის სხეულში თუ მოხვდება,მასზე ცუდად იმოქმედებს და ის მოკვდება!
ახლა კი ყველაფერზე მეტად იმაზე მეფიქრება,ამ ყველაფრის შემდეგ
ალექს რა ვუყო?
იმ სასახლეში აღარ გავჩერდები,ერთი წუთითაც კი!
მაგრამ სად წავიდე?!
წასასვლელი არსად მაქვს.
მის დათმობას კი არ ვაპირებ,არასდროს!
საღამო იყო და სრულიად მოულოდნელად,როდესაც არ ველოდი სოკჯინი შემოვიდა ჩემს ოთახში.
სწორედ იმ მომენტში,ამ გეგმაზე რომ ვფიქრობდი.
გეფიცებით მის წინ ამაზე ფიქრიც კი მაშინებს!
მგონია რომ გაიგებს.
მისმა დანახვამ კი ისევ სინანულით ამავსო და როგორც კი შემოვიდა თვალი ავარიდე იმ წამსვე.
"ანა რას აკეთებ? როგორ ხარ?
მსახურებმა მითხრეს ,რომ დღეს დილიდან არაფრისთვის დაგიკარებია პირი"
ამ წინადადებით რომ მომიახლოვდა ,ძლივს მოვიყარე სიტყვებს თავი და მოწყენილმა ვუპასუხე.
"ცოტა უხასიათოდ ვარ ბატონო,მაპატიეთ."
ამის გაგრბაზე  მან ხელი სახეზე მომკიდა,რამაც შემახტუნა.
"ანა..რაზე შევთანხმდით?
შენი დასუსტება არ შეიძლება!
აქაურობა და თქვენც სულ საფრთხეში ხართ,რადგან არ ვიცი როდის რა მოხდება.
ეს შენც კარგად იცი"ეს რომ მითხრა ცოტა გავწითლდი,მითუმეტეს მაშინ ,როდესაც მეხება...ამდენჯერ შემხებია და დღემდე მაინც აღეოვებულს მტოვებს თუნდაც პატარა შეხებით.
რადგან აშკარად რაღაც დიდი და ძლიერი გაავლენა აქვს ჩემზე!
უგრძნობ ადამიანზე.
"მართალი ხართ და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,აუცილებლად შევჭამ რამეს"წინადადება რომ დავასრულე თან მკრთალად გავუღიმე ,რაზეც თვითონაც ხელი მომაშორა და თავი დამიქნია.
"კარგი ანა,მაგრამ სხვათაშორის სტუმრებს ველოდები და დიდი სუფრა გვექნება.
შეგიძლია შემოგვიერთდე,თუ მარტო არ გსურს ჭამა,თან ყურადღებასაც მოგაქცევ რომ მართლა საკმარისი ჭამო"

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Où les histoires vivent. Découvrez maintenant