ნაწილი მეთექვსმეტე:მისი დანაშაული.۞

350 70 35
                                    

სანამ დავიწყებ გაგაფრთხილებთ,რომ ამ თავში ერთად ბევრი რაღაც მოხდება და არც ვიცი რამდენად მოგეწონებათ!😢
არც ის მინდოდა გამეწელა, არც მიფუჩეჩება მინდოდა და მოკლედ რავი თქვენ შეაფასეთ რა!
შემდეგი თავიდან უკვე მგონია კარგი თავები წავა🥺❤️
აბა ჰე,ისიამოვნეთ!❤️💙
💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙💙

5 თვის შემდეგ:
სულ ამ სიტყვებზე ვფიქრობ..დროზე ,როდესაც მისი ხმა გონებაში ჩავიბეჭდე .
"ყველა საიდუმლოს სააბოლოდ ფარდა ეხდება"
ნამდვილად...ნამდვილად არაფერი არ რჩება დამალული!
ადრე თუ გვიან ყველაფერი ირკვევა.
ყოველი სიცრუე,ყოველი სიყალბე და საიდუმლო.
ღამეები უძილობაში მქონდა დაკარგული და ამის გამო ადამიანსაც აღარ ვგავდი.
არცერთ შეკრებას აღარ ვესწრებოდი,აღარავისთან აღარ მქონდა კონტაქტი ,სულ მარტო ვიყავი ოთხ კედელს შორის.
არც იმ კაცისგან აღარ მსმენია არაფერი და არც იმაზე თუ რა ბედი ეწია ალექს.
ვერც ალექსი ვიხსენი და ვერც სოკჯინი გადავარჩინე!
ამის გამო კი ცხოვრებაში პირველად უცნაურმა ემოციებმა მოიყარეს ჩემში თავი ,თითქოს რომ ცდილობ მოერიო ,თავი ისევ ჩვეულებრივად იგრძნო და არ გაიაზრო რეალობა,რომელიც შენმა შეცდომებმა ასე შემოატრიალა!
მაგრამ ყოველი წამი მეტად და მეტად რთული ასატანი ხდება,ტკივილი  და მრისხანება კი იზრდება და შენს მოცუცქნულ გულში გუბდება!
საიდუმლოებები და ტყუილები კი მეტად და მეტად თვალშისაცემი ხდება.
აღარცერთი კეთილი თვალების აღარ მწამდა,არცერთ გამოწვდილ ხელს აღარ ვენდობოდი..ცხოვრებაში პირველად მართლა სულ მარტოდ ვიგრძენი თავი!
თითქოს და სამყარომ ზურგი მაქციაო.
საღამოს 7 საათი იყო და ისევ შემოსასვლელ კარს ვიყავი მიყრდნობილი და ცივ იატაკზე ვიჯექი,იმ მიზნით რომ თუ ვინმე მოუახლოვდებოდა ჩემს ოთახს,თავი მომეჩვენებინა რომ აქ არ ვიყავი!
ამ მდგომარეობაში ბევრსაც მოვკარი ყური და ბევრი სასახლეში მცხოვრები ადამიანის ჩანაფიქრებიც გამოვარკვიე!
სულელები კოლიდორში საუბრობენ ისეთ რაღაცებზე,რაც მხოლოდ შეკრებებზე ხდება და იქვე რჩება!
მაგრამ დღევანდელმა მოსმენილმა მართლაც დამაბნია და ამანერვიულა.
სუსტად და ოდნავ გაურკვევლად მესმოდა მათი საუბარი,მაგრამ მალევე მივხვდი რაზე საუბრობდნენ!
ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფის წევრი ქალბატონი ანიტას საიდუმლოს გაგების გამო მოწამლული წევს საწოლში და სიკვდილს ელოდება!
მისი ბედი კი უკვე გადაწყვეტილია..ვეღარაფერი ვერ დაეხმარება როგორც გავიგე!
რა საიდუმლო,რა მკვლელობა?!
რა მოხდა და რატომ?!
სულ იმ კაცის სიტყვები მახსენდებოდა ამ ყოველივეზე,იმის შესახებ რომ ქალბატონო ანიტა ვამპირია და ერთადერთი რაც უნდა ამ სამყაროს ხელში ჩაგდება და თავის ნებაზე მართვაა!
აი მას კი ნამდვილად შეგიძლიათ უწოდოთ ურჩხული.
ემოციის ნატამალი არ გააჩნია და მისთვის ცრემლები სისუსტეა!
ამაზე ფიქრებით დატანჯულმა ბევრი ვიფიქრე რა გამეკეთებინა და სააბოლოდ გადავწყვიტე რომ ის გოგონა მომეძებნა და გამეგო რისთვის გასწირეს და ისეთი რა საიდუმლო შეიტყო..მათ თქვეს რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და სუსტადაა.

♛𝚁𝚄𝙽 ༼𝙾𝚁 ༽𝙱𝚄𝚁𝙽♛Où les histoires vivent. Découvrez maintenant