Claire's POV.
ცოტახმის წინ ვიოლეტი მოვიდა და უნდა ჩამხუტებოდა, მარა მალევე გაახსენდა ჭრილობა.
_ ღმერთო კინაღამ ნერვიულობით მოვკვდი.
_ მართალია, ცოტა გიჟი მეგობარი გყავს კლერ, ჩვენც და ექიმებიც აგვაწიოკა.
_ ვერ ვუყურებდი როგორ კვდებოდა საოპერაციოში კლერი.
_ მე გავალ და საჭმელს მოვამზადებ კლერისთვის, თქვენ კი ისაუბრეთ_ თქვა დედამ და გასვლის წინ შუბლზე მაკოცა.ალბათ რამდენი კითხვა დაუგროვდა მაგრამ თავს იკავებს.
დედა რო გავიდა ოთახში 3 ბიჭი შემოვიდა.
_ ბიჭებო, მოდით.
_ ეე გონს მოსულა_ თქვა ქერამ, რაზეც გვერდით მდგომმა თავში წამოარტყა.
_ კლერ, ესენი ჩვენი მეგობრები არიან. ქერა ნაილია, ეს ლუი_ მანიშნა ლურჯთვალებაზე. ეს კი ლიამია_ წეღან რო თავში წამოარტყა ნაილს.
_ სასიამოვნოა.
_ ჩემთვისაც.
_ ვაიმე ესეც აქ არის?_ იკითხა ქერამ და ვიოლეტს გახედა.
_ რამე პრობლემაა?
_ არა არანაირი.
_ ძალიანაც კარგი_ კმაყოფილი მზერით გახედა ვიოლეტმა.ცოტახანში ოთახში ექთანი შემოვიდა, რომელიც ზეინს მოუყვანია.
_ სახვევების შეცვლის დროა.
_ რა საჭიროა?
_ კლერ, ნუ იქცევი 2 წლის ბავშვივით.
_ კარგი ხო.ექთანი ჩემთან მოვიდა და რაღაც სახვევები გაამზადა.
_ მაისური აიწიეთ.
მაისური ჭრილობამდე ავიწიე. ექთანმა ფრთხილად დაიწყო სახვევის მოხსნა. ტკივილისგან სახე დამემენჭა, რაც ვიოლეტს არ გამოჰპარვია. ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამჭიდა, თვალებით კი მადლობა გადავუხადე.
როცა სახვევი მოხსნა ჩემი ჭრილობა საშინლად გამოიყურებოდა. მალამო და რაღაცეები წამისვა, ახალი სახვევი მიმაკრა და ფეხზე წამოდგა.
_ თავს გაუფრთხილდით, როგორც ჩანს ძლიერი ორგანიზმი გაქვთ, ჭრილობა მალევე გიხორცდებათ.
_ კარგით მადლობა.
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanfictionკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...