Author's POV.
და ერიკმა კლერისკენ ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა. გოგო შეშინებული იყო. ვერ ინძრეოდა, თითქოს საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებდა.
- არ მიუახლოვდე!- უყვირა ლუსიმ და გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადა.
- უი, შენ სულ დამავიწყდი, რძალო. - ისევ ირონია.
- არ შეეხო ჩემს დას.
- და რომ შევეხო? მაინც ვერაფერს იზავ. ვერავინ ვერაფერს ვერ იზავთ!!
- რა გინდა ჩემგან? რატომ არ მეშვები? რა გინდა ჩემგან?!
- შენ! ერთადერთი რაც ყოველთვის მინდოდა ეს შენ იყავი! იცი მაინც რა ცუდად ვიყავი უშენოდ? იცი როგორ მენატრებოდი? შენი ლამაზი ღიმილი, გრძელი ლამაზი თმა, შენი სხეული, რომელიც ასე მიყვარს... რატომ არ გესმის რომ შენ მხოლოდ ჩემი უნდა იყო, კლერ! მხოლოდ ჩემი!
- შენი ვიყავი ერიკ, მაგრამ დამკარგე. შენთან გალიაში გამოკეტილი ჩიტი ვიყავი, ახლა კი ოჯახი მყავს, თავისუფალი ვარ. ჰარი მყავს, რომელიც...
- არ გაბედო იმ ნაბიჭვარის სახელის ხსენება! არ გაბედო. იცი რას ვიზავ? იმის მერე რაც საქმეს თქვენთან მოვრჩები წავალ და მას მოვკლავ.
- არ გაბედო! მას არ შეეხო, საქმე ჩემთან გაქვს.
- მართალია. ახლა კი გავაკეთებ იმას, რაზეც ამდენი ხანია ვვოცნებობ. საშინლად მენატრებოდა შენი სხეული!ერიკმა გზა გააგრძელა საწოლისკენ, რომელზეც კლერი იყო დაბმული.
- არ გაბედო! ჩემს დას არ შეეხო!- ყვიროდა ლუსი და ცდილობდა თოკებისგან თავი დაეღწია.
- ერიკ გთხოვ, არ გინდა. არ გააკეთო ეს, გთხოვ. ყველაფერს გავაკეთებ რაც გინდა.
- ხომ გაფრთხილებდი. გეუბნებოდი თუ არ დამიბრუნდებოდი შენს თავს მაინც მივიღებდი. ხედავ ახლა რა ხდება? შენ გამო შენს საყვარელ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გება.
- ისინი მიპოვიან. ჰარი და ზეინი მიპოვნის. სებასტიანი...
- არ გაბედო ჩემი ძმის სახელის ხსენება. არც კი იფიქროთ, რომ ის დიჯერებს თქვენს მოყოლილს. ის მენდობა, მე მისი ძმა ვარ!
- ყველაფრის გამო დისჯები... - კლერს პირი გამომშრალი ჰქონდა, ამიტომ ძლივს ლაპარაკობდა.
- მაგრამ ჯერ შენ დაისჯები, ძვირფასო!
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanficკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...