7

1.3K 68 13
                                    

Claire's POV.

1 კვირის შემდეგ:

_ დედა, დღეს გავდივარ.
_ სად?
_ ვიოლეტს უნდა შევხვდე და მერე ცოტას გავისეირნებთ.
_ კარგი_ მითხრა მაგრან ეტყობოდა რომ აშკარად არ ესიამოვნა.
_ კარგი, მე გავიქეცი, მაგვიანდება.
_ ასე ადრე?
_ დედა ხელწამოსაკრავ კომპანიაში არ ვმუშაობ, აუცილებელია იქ დილის 9-ზე ვიყო.
_ კარგი ხო.

ლუსიმ ჩანთას დაავლო ხელი და გაიქცა.
_ არა რაა, ამ გოგოს მანქანა უნდა ვუყიდო_ თქვა ზეინმა.
_ ზეინ, შენ რას შვები დღეს?
_ რავი, ჯერ კომპანიაში უნდა წავიდე, ბევრი საქმე დაგროვდა. მერე კი ალბათ ბიჭებთან წავალ.
_ აჰამ, კარგი.
_ რა მოხდა?
_ არაფერი.

დედას სუფრა ავალაგებინე და სამზარეულო მივალაგე. მერე ოთახში ავედი და გავემზადე, რომ ვიოლეტს შევხვდე.

_ ასე აპირებ წასვლას?_ მკითხა დედამ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

_ ასე აპირებ წასვლას?_ მკითხა დედამ.
_ ხო. რამე მოხდა?
_ ისევ... ისევ ისეთი ხარ.
_ რას გულისხმობ?
_ ყოველთვის გიყვარდა ასე ჩაცმა_ დედას გაკვირვებული ვუყურებდი_ გამუდმებით ბიჭების ყურადღებას იქცევდი.
_ დედა.
_ ალბათ ერიკის ყურადღებაც ამით მიიქციე.
_ დედა რას ამბობ.
_ კარგი, წადი არ დააგვიანო.

აღარაფერი მითქვამს, გამწარებული გამოვვარდი სახლიდან. დანიშნულების ადგილზე მალე მივედი და ვიოლეტს მივვარდი.

_ ასე გავიგუდები.
_ კაი ხო_ ვუთხარი სიცილით და მოვშორდი
_ რა გჭირს?
_ არაფერი.
_ მე ვერ მომაწყუებ ქალბატონო. აბა რა მოხდა?
_ სახლიდან როცა გამოვდიოდი დედამ გამაჩერა. ჩემი ჩაცმულობა არ მოეწონა.
_ მერე?
_ მითხრა სულ ასეთი იყავიო, სულ სხეულით ცდილობდი ბიჭების ყურადღების მიქცევასო.
_ რა? ასე არ არის.
_ კარგი ამის გამო ხასიათი არ გავიფუჭოთ.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now