11

1.2K 75 15
                                    

Klaire's POV.

_ რა უნდა ქნა?
_ არ ვიცი ვიო, თავში ყველაფერი ამერია. უბრალოდ რატო არ შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, ისე როგორც ყველა ცხოვრობს.
_ კარგი დამშვიდდი.

კარზე ზარი გაისმა.
_ ვინმეს ელოდი?
_ არა. კარგი ვნახავ ვინაა.

ვიოლეტი კარის გასაღებად წავიდა და მალე რაღაც ლამაზად შეფუთული ყუთით ხელში დაბრუნდა.
_ ეს რაარი?
_ არ ვიცი, შენთვისაა.
_ ჩემთვის?

ყუთი გამოვართვი. ვის უნდა გამოეგზავნა?
_ არ გახსნი?
_ მოიცა წერიკიც აქვს.

   • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

საჩუქარი ყველაზე ლამაზ ცოლს🤍 იმედია გონს მალე მოხვალ ძვირფასო. კარგად დაფიქრდი რისი გაკეთება შემიძლია. იმედია გახსოვს თუ როგორი სიხარულით არჩევდი ამ ტანსაცმელს.

                                           Xo Xo

   • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • • •

_ ვისგანაა?
_ შენი ზარით?
_ არ გახსნი?
_ მეშინია ყუთში ვინმეს თავი არ იდოს_ ვთქვი ცინიზმით.
_ მიდი გახსენი.

ყუთზე არსებულ ბაბთად შეკრულ ვარდისფერ ლენტს ხელი გამოვკარი და ყუთი გავხსენი. თაბი ავხადე და...

_ ვიოლეეტ, გაწიეე_ ტკივილნარევი ხმით ვუთხარი.
_ რა არის?

ყუთი მას მივაჩეჩე და არ ვუყურებდი, თავი ხელებში ჩავრგე და ქვითინი დავიწყე.
_ ღმერთო... რის მიღწევას ცდილობს.
_ სუსტ წერტილში მირტყამს...

ცრემლები შევიმშრალე და ფეხზე გაბედულად წამოვდექი.
_ სად მიდიხარ?
_ მგონი საუბრის დრო მოვიდა.

ქურთუკი ავიღე და გარეთ გამოვედი. ჩემს მანქანაში ჩავჯექი და გეზი  კომპანია  "Rendervous"-ისკენ ავიღე.

მანქანა გავაჩერე და გადავედი. ჯანდაბა ჟურნალისტები... ალბათ ერიკის ნახელავია, მიხვდა რომ მოვიდოდი.

Life Is Fierce  (Completed)《 H.S》Where stories live. Discover now