Claire's POV.
_ იმ კომპანიიდან წამოხვალ ლუსი!
_ შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო, კლერ.
_ დედა.
_ კლერ, ლუსი შენი უფროსი დაა
_ და რახან უფროსია ხმის ამოღების უფლება არ მაქვს?
_ კლერ!
_ თუ სებასტიანი მოგეწონა და მის გამო არ გინდა წამოსვლა?_ ვთქვი და ვიგრძენი როგორ ამეწვა ლოყა.
_ ასე ნუ მელაპარაკები!
_ შენ... ყველაფრის მიუხედავად არ გაქვს უფლება ჩემზე ხელი აწიო ლუსი.
_ და იქნებ იმიტომ არ გინდა იმ კომპანიაში ვიმუშაო რომ ის შენი ყოფილისაა? ჯერ კიდევ ვერ შეელიე მის ფულს არა?
_ ფული ძალიან ბევრი მაქვს. ერიკი კი... ის წარსულში დარჩა.
_ რაღაც არამგონია, მე კი არ მოვედი შენს სანახავად თაიგულით ხელში.
_ რის მიღწევას ცდილობ?
_ არაფრის. იმ კომპანიიდან არ წამოვალ!გამწარებული სახლიდან გამოვვარდი და ზეინთან წავედი კომპანიაში. დაცვამ უთქმელად შემიშვა და არ ვიცი რატომ მაგრამ ჰარის კაბინეტისკენ წავედი.
_ კლერ? ხომ კარგად ხარ?
_ არა...
_ ამ ზეინი აქ არ არის, თუ გინდა დავუძახებ.
_ არა. შენთან მოვედი.
_ ჩემთან?
_ ხომ, არ მკითხო რატომ. არც მე ვიცი.
_ კარგი, რა მოხდა?
_ ლუსის ვეჩხუბე. არ მომწონს იმ კომპანიაში რომ მუშაობს.
_ ის ერიკი... არ მომეწონა.
_ ხომ საშინელი ადამიანია.
_ ცოტა არ იყოს დაუჯერებელია შენგან ამ სიტყვების მოსმენა. ის ხომ შენი ქმარი იყო?
_ იყო და ნეტა არ ყოფილიყო... _ არ ვიცი ამ თემაზე მასთან რატომ ვლაპარაკობ.
_ კარგი, მგონი ეს არასასიამოვნო თემაა, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.
_ ხომ.
_ აბა რისი გაკეთება გინდა ახლა?
_ არ ვიცი, შეიძლება ჩაგეხუტო?_ გაუაზრებლად ვკითხე
_ მოდი_ ხელები გაშალა და მეც ძლიერ ჩავეხუტე, მანაც მომხვია მისი ძლიერი ხელბი.მერე ედთმანეთს მოვშორდით და თვალებში ჩავხედე. ულამაზესი თვალები აქვს. მწვანე, ჭაობისფერი. არ ვიცი რატომ გავაკეთე ეს მაგრამ საშინლად მომინდა მის მარწყვისფერ ტუჩებს შევხებოდი. ჯერ ცერა თითი გადავატარე ქვედა ტუჩზე შემდეგ კი მის ბაგეებს დავეწაფე. ისიც მაშინვე ამყვა კოცნაში, მალე პირში ენა შემომისრიალა და კოცნა უფრო მომთხოვნი გახადა.
YOU ARE READING
Life Is Fierce (Completed)《 H.S》
Fanfictionკლერი წლების შემდეგ სახლში ბრუნდება იმ იმედით, რომ იქ მარტივად ვერ იპოვნიან. მაგრამ შეცდა... ის მას იპოვის... ისტორია ჩახლართული და ინტრიგებით სავსეა. სიყვარული რომელიც მოულოდნელად ჩნდება, რომლის შორის დიდი კედლის აღმართვას ცდილობენ. მაგრამ წა...